მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი - როგორც ჩანს, ლევან იზორიას ნერვებმა უმტყუნა
თინა ხიდაშელი - როგორც ჩანს, ლევან იზორიას ნერვებმა უმტყუნა

ლე­ვან იზო­რია, რო­გორც ჩანს, ჯერ ვერ გა­ერ­კვა, სად არის და რო­მე­ლი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და.

თინა ხი­და­შე­ლი გო­ნი­ო­ში და­კარ­გულ სამ­ხედ­რო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ზე ლე­ვან იზო­რი­ას მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს კი­დევ ერთხელ გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც ხი­და­შელ­მა აღ­ნიშ­ნა, ლე­ვან იზო­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში თურ­მე არ გვყავს სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, რომ­ლებ­საც მსგავ­სი ტი­პის წვრთნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ.

"სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ალ­ბათ ამ ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი უწყე­ბაა, ძა­ლი­ან ბევ­რი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ინ­სტრუქ­ტო­რით, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ოფიც­რე­ბით. ლე­ვან იზო­რია, რო­გორც ჩანს, ვერ ერ­კვე­ვა სად არის, რო­მე­ლი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია და რა­ღაც სხვა სა­მი­ნის­ტრო­ში ერე­ვა იქა­უ­რო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­სტრუქ­ცი­ებს, მე არ ვიცი ამ შემ­თხვე­ვა­ში ზუს­ტად რა­ზეა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ზუს­ტად შე­მიძ­ლია გი­თხართ, რომ გენშტაბ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ე.წ. სტან­დარ­ტუ­ლი სა­ო­პე­რა­ციო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი და დოქ­ტრი­ნე­ბი არ არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი დო­კუ­მენ­ტი არ არის გენშტა­ბის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ბევ­რი წე­ლია უნდა არ­სე­ბობ­დეს. ეს გახ­და კი­დე­ვაც იმის მი­ზე­ზი, რომ მე პი­რა­დად მა­შინ მო­ვი­თხო­ვე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი დაქ­ვე­ი­თე­ბა და ჩა­მო­შო­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ბოლო 2 კვი­რაა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის­გან ის­მის, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის.

"ამ ადა­მი­ან­მა გა­ბე­და და თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მა­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლი იყო თურ­მე ჩა­დე­ნი­ლი. რო­გორც ჩანს, მას არ ეს­მის ამ ტერ­მი­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა და ხა­რის­ხის, რომ­ლი­თაც შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს შე­ი­რა­ღე­ბულ ძა­ლებს. არც მა­სობ­რივ და­ნა­შა­ულს სჩა­დის ჩვე­ნი ჯარი და ინ­სტრუქ­ტო­რე­ბიც კარ­გი გვყავს", გან­მარ­ტა თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, არ აყე­ნებს ლე­ვან იზო­რი­ას თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს და ფიქ­რობს, რომ თუ ვინ იქ­ნე­ბა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი 8 ოქ­ტომ­ბრამ­დე ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

"თუმ­ცა, ვი­სურ­ვებ­დი, რომ ნაკ­ლე­ბი დან­გრე­ვა მო­ას­წროს მან და ვი­სურ­ვებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მა მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს, რა ხდე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. რო­გორც ჩანს, ლე­ვან იზო­რი­ას ნერ­ვებ­მა უმტყუ­ნა. მე რო­გორც მი­თხრეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, ჩემ­სკენ გა­მო­იშ­ვი­რა ხელი. მე ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ ენის მო­ჩლექ­ვით ვე­ლა­პა­რა­კო. აუ­ცი­ლებ­ლად, მო­მა­ვალ კვი­რას სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბას გა­ვა­კე­თებ იმ ძა­ლი­ან ბევრ უკა­ნო­ნო­ბა­ზე, იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ვნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას", -აღ­ნიშ­ნა ხი­და­შელ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თინა ხიდაშელი - როგორც ჩანს, ლევან იზორიას ნერვებმა უმტყუნა

თინა ხიდაშელი - როგორც ჩანს, ლევან იზორიას ნერვებმა უმტყუნა

ლევან იზორია, როგორც ჩანს, ჯერ ვერ გაერკვა, სად არის და რომელი უწყების ხელმძღვანელია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

თინა ხიდაშელი გონიოში დაკარგულ სამხედროებთან დაკავშირებულ საქმეზე ლევან იზორიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ჩვენ ქვეყანაში თურმე არ გვყავს სერთიფიცირებული სამხედროები, რომლებსაც მსგავსი ტიპის წვრთნების ჩატარება არ შეუძლიათ.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ალბათ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უწყებაა, ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორით, საერთაშორისო განათლების მქონე ოფიცრებით. ლევან იზორია, როგორც ჩანს, ვერ ერკვევა სად არის, რომელი უწყების ხელმძღვანელია და რაღაც სხვა სამინისტროში ერევა იქაურობა. რაც შეეხება ინსტრუქციებს, მე არ ვიცი ამ შემთხვევაში ზუსტად რაზეა საუბარი, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხართ, რომ გენშტაბში ძალიან ბევრი ე.წ. სტანდარტული საოპერაციო სახელმძღვანელო დოკუმენტები და დოქტრინები არ არის შემუშავებული. ძალიან ბევრი ისეთი დოკუმენტი არ არის გენშტაბის მიერ დამტკიცებული, რომელიც ბევრი წელია უნდა არსებობდეს. ეს გახდა კიდევაც იმის მიზეზი, რომ მე პირადად მაშინ მოვითხოვე რამდენიმე ადამიანის თანამდებობრივი დაქვეითება და ჩამოშორება", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ის განცხადებები, რომელიც ბოლო 2 კვირაა თავდაცვის მინისტრისგან ისმის, შეურაცხმყოფელია საქართველოს შეირაღებული ძალებისთვის.

"ამ ადამიანმა გაბედა და თქვა, რომ საქართველოს შეირაღებულ ძალებში მასობრივი დანაშაული იყო თურმე ჩადენილი. როგორც ჩანს, მას არ ესმის ამ ტერმინის მნიშვნელობა და ხარისხის, რომლითაც შეურაცხყოფას აყენებს შეირაღებულ ძალებს. არც მასობრივ დანაშაულს სჩადის ჩვენი ჯარი და ინსტრუქტორებიც კარგი გვყავს", განმარტა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, არ აყენებს ლევან იზორიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს და ფიქრობს, რომ თუ ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი 8 ოქტომბრამდე ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

"თუმცა, ვისურვებდი, რომ ნაკლები დანგრევა მოასწროს მან და ვისურვებდი საქართველოს პრემიერმა მეტი ყურადღება მიაქციოს, რა ხდება თავდაცვის სამინისტროში ბოლო 2 კვირის განმავლობაში. როგორც ჩანს, ლევან იზორიას ნერვებმა უმტყუნა. მე როგორც მითხრეს ჟურნალისტებმა, ჩემსკენ გამოიშვირა ხელი. მე ნამდვილად არ ვაპირებ ენის მოჩლექვით ველაპარაკო. აუცილებლად, მომავალ კვირას საჯარო განცხადებას გავაკეთებ იმ ძალიან ბევრ უკანონობაზე, იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ვნებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას", -აღნიშნა ხიდაშელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"