30 აგვისტოს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ძლიერი ავარია მოხდა, რომლის დროსაც სამი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეასკდა.
ავარიის ამსახველი კადრები, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.
სამივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ირკვევა, ავარიის დროს ავტომობილს ჩოგბურთელი სანდრო მეტრეველი მართავდა. სავარაუდოდ, მან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისას საჭე ვეღარ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეასკდა.
როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.