პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან იზორია - დღემდე არ არსებობდა პროცედურები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მყვინთავ მებრძოლთა კურსების წვრთნები
ლევან იზორია - დღემდე არ არსებობდა პროცედურები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მყვინთავ მებრძოლთა კურსების წვრთნები

დღემ­დე არ არ­სე­ბობ­და პრო­ცე­დუ­რე­ბი, თუ რო­გორ უნდა წარ­მარ­თუ­ლი­ყო მყვინ­თავ მებ­რძოლ­თა კურ­სე­ბის წვრთნე­ბი, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლე­ვან იზო­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და და გან­მარ­ტა მი­სი­ვე ნათ­ქვა­მი, რომ მყვინ­თავ მებ­რძოლ­თა კურ­სე­ბი 2011 წლამ­დე პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობ­და.

რო­გორც იზო­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლინ­და კონ­კრე­ტუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი, კერ­ძოდ ის, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ არ­სე­ბობ­და და 2011 წელს და­ი­წყო მყვინ­თავ მებ­რძოლ­თა კურ­სე­ბი და ამის მი­უ­ხე­და­ვად არ არ­სე­ბობ­და კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რომ­ლი­თაც უნდა წარ­მარ­თუ­ლი­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი წვრთნე­ბი.

"ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში, რო­დე­საც წვრთნე­ბი ეხე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რის­კა­ცე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მათი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, აუ­ცი­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს მსგავ­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ფარ­გლებ­ში ინ­სტრუქ­ტო­რის სერ­ტი­ფი­კა­ტი არ გა­აჩ­ნდათ იმ პი­როვ­ნე­ბებს, ვინც ახორ­ცი­ე­ლებ­და ამ წვრთნებს. ხაზ­გას­მით ვამ­ბობ - ინ­სტრუქ­ტო­რის სერ­თი­ფი­კა­ტი და არა მყვინ­თა­ვის სერ­ტი­ფი­კა­ტი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უწყე­ბა­ში და­მა­ტე­ბით მო­ვიკ­ვლი­ეთ, ამ 6-7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ­სე­ბობ­და თუ არა ინ­სტრუქ­ტო­რი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბო­და სერ­ტი­ფი­კა­ტი. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ვერ­სად აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ", - გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლე­ვან იზო­რი­ამ.

ლევან იზორია - დღემდე არ არსებობდა პროცედურები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მყვინთავ მებრძოლთა კურსების წვრთნები

ლევან იზორია - დღემდე არ არსებობდა პროცედურები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მყვინთავ მებრძოლთა კურსების წვრთნები

დღემდე არ არსებობდა პროცედურები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მყვინთავ მებრძოლთა კურსების წვრთნები, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა მისივე ნათქვამი, რომ მყვინთავ მებრძოლთა კურსები 2011 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა კონკრეტული დარღვევები, კერძოდ ის, რომ წლების განმავლობაში არ არსებობდა და 2011 წელს დაიწყო მყვინთავ მებრძოლთა კურსები და ამის მიუხედავად არ არსებობდა კონკრეტული პროცედურები, რომლითაც უნდა წარმართულიყო აღნიშნული წვრთნები.

"ყველა განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც წვრთნები ეხება თითოეული ადამიანის, ამ შემთხვევაში ჯარისკაცების უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კი მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფას, აუცილებელია არსებობდეს მსგავსი პროცედურები. თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში ინსტრუქტორის სერტიფიკატი არ გააჩნდათ იმ პიროვნებებს, ვინც ახორციელებდა ამ წვრთნებს. ხაზგასმით ვამბობ - ინსტრუქტორის სერთიფიკატი და არა მყვინთავის სერტიფიკატი. აქედან გამომდინარე თავდაცვის სამინისტროს უწყებაში დამატებით მოვიკვლიეთ, ამ 6-7 წლის განმავლობაში ოფიციალურად არსებობდა თუ არა ინსტრუქტორი, რომელსაც ექნებოდა სერტიფიკატი. სამწუხაროდ, ასეთი ვერსად აღმოვაჩინეთ", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."