სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება
ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება

გვა­რი - ბურ­დუ­ლა­ძე

სა­ხე­ლი - სპარ­ტა­კი

და­ბა­დე­ბის წელი - 1957

ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა - ცოლ­შვი­ლი­ა­ნი

საქ­მი­ა­ნო­ბა - კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, 15 წლის ასა­კი­დან

ეს გახ­ლავთ ან­კე­ტუ­რი მონა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც მას­ზე შედ­გე­ნილ "საქ­მე­ებ­ში" ეწე­რა. იყო დრო, რო­დე­საც მისი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის ხსე­ნე­ბა ში­შის ზარს სცემ­და ადა­მი­ა­ნებს, თუმ­ცა რა­ი­ონ­ში ის ბევ­რს უყ­ვარ­და და თა­ვის მფარ­ვე­ლად ეგუ­ლე­ბო­და. ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბულ­მა 24-მა წე­ლი­წად­მა ისე გა­მო­აწ­რთო, რომ ცხოვ­რე­ბა ალ­ბათ, ვე­ღა­რაფ­რით გა­აკ­ვირ­ვებს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მისი გუ­ლის და­სა­პყრო­ბად ულა­მა­ზე­სი ქა­ლე­ბი ეცი­ლე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. მათ შო­რის იყო მო­სა­მარ­თლე, რო­მელ­მაც მას ათწ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა და მისი ად­ვო­კა­ტე­ბი...

ინ­ტერ­ვიუ 10 წლის წი­ნაა ჩა­წე­რი­ლი. ამ პუბ­ლი­კა­ცი­ით არ ვცდი­ლობთ, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს პრო­პა­გან­დას. პი­რი­ქით, გვსურს, სწო­რედ მათ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა და გა­ვავ­ლოთ ზღვა­რი დღე­ვან­დელ და მა­შინ­დელ ყო­ფას შო­რის, მკი­თხველს და­ვა­ნა­ხოთ ქურ­დუ­ლიი მენ­ტა­ლი­ტე­ტის მან­კი­ე­რი მხა­რე­ე­ბი. მით უმე­ტეს, რომ დღეს­დღე­ო­ბით სპარ­ტა­კი ქურ­დის სა­ხელს აღარ ატა­რებს. რო­გორც მო­მეჩ­ვე­ნა, გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­დე­ნილ შეც­დო­მებს ნა­ნობს კი­დეც. მისი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და ხი­ფა­თით სავ­სე ცხოვ­რე­ბა კი მკი­თხვე­ლის­თვის უდა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და უჩ­ვე­უ­ლოა. ჩვენს სა­უბარს იმ ამ­ბის გახ­სე­ნე­ბით და­ვი­წყებთ, თუ რო­გორ მოხ­ვდა ის შავ სამ­ყა­რო­ში და რო­გორ "მო­ნათ­ლეს" ქურ­დად.

"ნათ­ლი­მა­მა"

მო­ჭი­და­ვე ვი­ყა­ვი. 14 წლის ასაკ­ში გავ­ხდი სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი ჭა­ბუ­კებს შო­რის. დიდ მო­მა­ვალს მი­წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებ­დნენ, ჩემ შე­სა­ხებ გა­ზე­თებ­ში წერ­დნენ... სკო­ლა­შიც, მერ­ვე კლა­სამ­დე კარგ მოს­წავ­ლედ ვით­ვლე­ბო­დი. შემ­დეგ სწავ­ლა­ზე გული ავიც­რუე და მთელ დღეს ქუ­ჩა­ში ვა­ტა­რებ­დი ხოლ­მე. ახ­ლაც ხში­რად მახ­სენ­დე­ბა ერთი ბე­ბე­რი ქურ­დის სი­ტყვე­ბი. მას არა­ქურ­დად ტო­ვებ­დნენ და ასე­თი რამ თქვა: მე კა­ცო­ბა და ქურ­დუ­ლი გა­გე­ბა ქუ­ჩამ მომ­ცა და არა ქურ­დებ­მა, თქვენ ვერ წა­მარ­თმევთ იმას, რაც არ მო­გი­ცი­ა­თო... მეც სწო­რედ ასე და­მე­მარ­თა. წნორ­ში არის რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე სა­წყო­ბი ჰქონ­და. იქ ინა­ხე­ბო­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან შე­მო­სუ­ლი სა­ქო­ნე­ლი, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი და ათა­სი რამ. ყვე­ლა თა­ვის­თვის ჩა­ლი­ჩობ­და - ზოგი იპა­რავ­და, ზო­გიც იმ სა­წყობ­ში მუ­შა­ობ­და... ერთ სა­ღა­მოს, კარ­გად შე­ბინ­დე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც მე და ჩემი ორი მე­გო­ბა­რი სად­გურ­ზე დავ­ხე­ტი­ა­ლებ­დით და ერთ-ერთი სა­წყო­ბი­დან ხმა­მა­ღა­ლი ლა­პა­რა­კი შე­მოგ­ვეს­მა. შევე­დით. ერთი კაცი სამს ედა­ვე­ბო­და და ჟარ­გო­ნით ელა­პა­რა­კე­ბო­და. სა­მი­დან ერთ-ერთი, ამ სა­წყო­ბის და­რა­ჯი გახ­ლდათ და კარ­გად ვიც­ნობ­დით. ბი­ჭებ­მა თქვეს, მი­ვეხ­მა­რო­თო, მაგ­რამ სა­წყობ­ში რომ შევე­დით, რა­ტომ­ღაც მე იმის მხა­რე­ზე დავ­დე­ქი, ვინც მარ­ტო იყო. ბო­ლოს, ამ კაც­მა ია­რა­ღი ამო­ი­ღო, ერთ-ერთს შუბ­ლზე მი­ა­დო და უთხრა: ახლა სი­ცო­ცხლეს გჩუქ­ნით, მაგ­რამ სხვა დროს გზა­ზე აღარ გა­და­მე­ყა­როთ, თქვენ რომ იცო­დეთ, ვინ ვარ, ში­შით სული გაგ­ძვრე­ბო­და­თო. შემ­დეგ მხარ­ზე ხელი გა­დამ­ხვია და გა­რეთ გა­მიყ­ვა­ნა. მე­გობ­რე­ბიც გა­მომ­ყვნენ. ამ კაც­მა თვა­ლებ­ში ჩამ­ხე­და და მკი­თხა:

- იცი, ვინ ვარო? - მხრე­ბი ავი­ჩე­ჩე. - ზიმა გა­გი­გია? ზიმა ვარო. - ლა­მის გავ­გიჟ­დი: ამ კა­ცის სა­ხე­ლით გვა­ში­ნებ­დნენ ხოლ­მე ბავ­შვებს. ქურ­დი იყო და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს აზან­ზა­რებ­და. სა­მი­ვე რეს­ტო­რან­ში წაგ­ვიყ­ვა­ნა. სუფ­რას­თან დავ­სხე­დით. ოფი­ცი­ანტს უთხრა:

- პურ­მა­რი­ლი გაგ­ვი­შა­ლე და თან 500 მა­ნე­თი მო­ა­ყო­ლეო. ყვე­ლა­ნი თი­თის წვე­რებ­ზე და­დი­ოდ­ნენ და ცდი­ლობ­დნენ, არა­ფე­რი ეწყე­ნი­ნე­ბი­ნათ მის­თვის. მა­შინ უფრო დავ­რწმუნ­დი, რომ ეს კაცი მარ­თლა ზიმა იყო. სამ-სამი ჭიქა ღვი­ნო დაგ­ვა­ლე­ვი­ნა. თან გვკი­თხა,

- ვინ უნდა გახ­დეთ, რომ გა­იზ­რდე­ბი­თო? ბი­ჭებ­მა რა­ღაც უაზ­რო პა­სუ­ხი გას­ცეს.

- ქურ­დი უნდა გავ­ხდე-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი, რად­გან ამ კა­ცის მე­ში­ნო­და და მინ­დო­და, მე­სი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა, რომ არა­ფე­რი და­ე­შა­ვე­ბი­ნა ჩვენ­თვის. ჩემი პა­სუ­ხი ძალ­ზე მო­ე­წო­ნა. მა­შინ 14 წლი­სა ვი­ყა­ვი და საკ­მა­ოდ უჩ­ვე­უ­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი. რეს­ტორ­ნი­დან რომ გა­მოვ­დი­ო­დით, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს ჩემ­ზე მი­უ­თი­თა და უთხრა:

- ეს ბიჭი როცა მოვა, კა­ცუ­რად დახ­ვდით და მისი ხარ­ჯი ჩემს ან­გა­რიშ­ზე და­წე­რე­თო... ზიმა სო­ფელ ანა­გა­ში ცხოვ­რობ­და. სა­მი­ვე­ნი თა­ვის­თან წაგ­ვიყ­ვა­ნა. მის მე­ზობ­ლად მო­ხუ­ცი კაცი ცხოვ­რობ­და. ქურ­დი არ იყო, მაგ­რამ "ნას­რო­კა­ლი" და დიდი უბე­დუ­რი ვინ­მე გახ­ლდათ. სწო­რედ იმ კაცს და­უ­ძა­ხა:

- პა­ტა­რა ქურ­დე­ბი მყავს მოყ­ვა­ნი­ლი და მო­დიო... ის თო­ფით წა­მოგ­ვად­გა თავ­ზე, თან გვა­გი­ნებს, თან გვე­კი­თხე­ბა:

- აბა, მი­თხა­რით, ქურ­დი რას ნიშ­ნავ­სო? ბი­ჭე­ბის პა­სუ­ხე­ბი არ მო­ე­წო­ნა და სულ გი­ნებ-გი­ნე­ბით აქ­ცია ზურ­გი. ბო­ლოს, მე მო­მიბ­რუნ­და. გო­ნე­ბა გა­მა­ლე­ბით მი­მუ­შა­ვებ­და, მინ­დო­და, სხარ­ტად ისე­თი პა­სუ­ხი გა­მე­ცა, რომ არ შე­ე­გი­ნე­ბი­ნა.

- ქურ­დი ის არის, მი­ლი­ცი­ო­ნე­რებს დე­დას რომ უტი­რებს-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე. ჩემი პა­სუ­ხი მო­ე­წო­ნა. ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება

ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება

გვარი - ბურდულაძე

სახელი - სპარტაკი

დაბადების წელი - 1957

ოჯახური მდგომარეობა - ცოლშვილიანი

საქმიანობა - კანონიერი ქურდი, 15 წლის ასაკიდან

ეს გახლავთ ანკეტური მონა­ცემები, რომელიც მასზე შედგენილ "საქმეებში" ეწერა. იყო დრო, როდესაც მისი სახელისა და გვარის ხსენება შიშის ზარს სცემდა ადამიანებს, თუმცა რაიონში ის ბევრს უყვარდა და თავის მფარველად ეგულებოდა. ციხეში გატარებულმა 24-მა წელიწადმა ისე გამოაწრთო, რომ ცხოვრება ალბათ, ვეღარაფრით გააკვირვებს. როგორც თავად ამბობს, მისი გულის დასაპყრობად ულამაზესი ქალები ეცილებოდნენ ერთმანეთს. მათ შორის იყო მოსამართლე, რომელმაც მას ათწლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა და მისი ადვოკატები...

ინტერვიუ 10 წლის წინაა ჩაწერილი. ამ პუბლიკაციით არ ვცდილობთ, ქურდული სამყაროს პროპაგანდას. პირიქით, გვსურს, სწორედ მათ ნაკლოვანებებზე გავამახვილოთ ყურადღება და გავავლოთ ზღვარი დღევანდელ და მაშინდელ ყოფას შორის, მკითხველს დავანახოთ ქურდულიი მენტალიტეტის მანკიერი მხარეები. მით უმეტეს, რომ დღესდღეობით სპარტაკი ქურდის სახელს აღარ ატარებს. როგორც მომეჩვენა, განვლილ ცხოვრებაში ჩადენილ შეცდომებს ნანობს კიდეც. მისი თავგადასავალი და ხიფათით სავსე ცხოვრება კი მკითხველისთვის უდაოდ საინტერესო და უჩვეულოა. ჩვენს სა­უბარს იმ ამბის გახსენებით დავიწყებთ, თუ როგორ მოხვდა ის შავ სამყაროში და როგორ "მონათლეს" ქურდად.

"ნათლიმამა"

მოჭიდავე ვიყავი. 14 წლის ასაკში გავხდი საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკებს შორის. დიდ მომავალს მიწინასწარ­მეტყ­ველებდნენ, ჩემ შესახებ გაზეთებში წერდნენ... სკოლაშიც, მერვე კლასამდე კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი. შემდეგ სწავლაზე გული ავიცრუე და მთელ დღეს ქუჩაში ვატარებდი ხოლმე. ახლაც ხშირად მახსენდება ერთი ბებერი ქურდის სიტყვები. მას არაქურდად ტოვებდნენ და ასეთი რამ თქვა: მე კაცობა და ქურდული გაგება ქუჩამ მომცა და არა ქურდებმა, თქვენ ვერ წამართმევთ იმას, რაც არ მოგიციათო... მეც სწორედ ასე დამემართა. წნორში არის რკინიგზის სადგური, რომელსაც რამდენიმე საწყობი ჰქონდა. იქ ინახებოდა აზერბაიჯანიდან შემოსული საქონელი, სამშენებლო მასალები და ათასი რამ. ყველა თავისთვის ჩალიჩობდა - ზოგი იპარავდა, ზოგიც იმ საწყობში მუშაობდა... ერთ საღამოს, კარგად შებინდებული იყო, როდესაც მე და ჩემი ორი მეგობარი სადგურზე დავხეტიალებდით და ერთ-ერთი საწყობიდან ხმამაღალი ლაპარაკი შემოგვესმა. შევე­დით. ერთი კაცი სამს ედავებოდა და ჟარგონით ელაპარაკებოდა. სამიდან ერთ-ერთი, ამ საწყობის დარაჯი გახლდათ და კარგად ვიცნობდით. ბიჭებმა თქვეს, მივეხმაროთო, მაგრამ საწყობში რომ შევე­დით, რატომღაც მე იმის მხარეზე დავდექი, ვინც მარტო იყო. ბოლოს, ამ კაცმა იარაღი ამოიღო, ერთ-ერთს შუბლზე მიადო და უთხრა: ახლა სიცოცხლეს გჩუქნით, მაგრამ სხვა დროს გზაზე აღარ გადამეყაროთ, თქვენ რომ იცოდეთ, ვინ ვარ, შიშით სული გაგძვრებოდათო. შემდეგ მხარზე ხელი გადამხვია და გარეთ გამიყვანა. მეგობრებიც გამომყვნენ. ამ კაცმა თვალებში ჩამხედა და მკითხა:

- იცი, ვინ ვარო? - მხრები ავიჩეჩე. - ზიმა გაგიგია? ზიმა ვარო. - ლამის გავგიჟდი: ამ კაცის სახელით გვაშინებდნენ ხოლმე ბავშვებს. ქურდი იყო და მთელ საქართველოს აზანზარებდა. სამივე რესტორანში წაგვიყვანა. სუფრასთან დავსხედით. ოფიციანტს უთხრა:

- პურმარილი გაგვიშალე და თან 500 მანეთი მოაყოლეო. ყველანი თითის წვერებზე დადიოდნენ და ცდილობდნენ, არაფერი ეწყენინებინათ მისთვის. მაშინ უფრო დავრწმუნდი, რომ ეს კაცი მართლა ზიმა იყო. სამ-სამი ჭიქა ღვინო დაგვალევინა. თან გვკითხა,

- ვინ უნდა გახდეთ, რომ გაიზრდებითო? ბიჭებმა რაღაც უაზრო პასუხი გასცეს.

- ქურდი უნდა გავხდე-მეთქი, - ვუთხარი, რადგან ამ კაცის მეშინოდა და მინდოდა, მესიამოვნებინა, რომ არაფერი დაეშავებინა ჩვენთვის. ჩემი პასუხი ძალზე მოეწონა. მაშინ 14 წლისა ვიყავი და საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდი. რესტორნიდან რომ გამოვდიოდით, მომსახურე პერსონალს ჩემზე მიუთითა და უთხრა:

- ეს ბიჭი როცა მოვა, კაცურად დახვდით და მისი ხარჯი ჩემს ანგარიშზე დაწერეთო... ზიმა სოფელ ანაგაში ცხოვრობდა. სამივენი თავისთან წაგვიყვანა. მის მეზობლად მოხუცი კაცი ცხოვრობდა. ქურდი არ იყო, მაგრამ "ნასროკალი" და დიდი უბედური ვინმე გახლდათ. სწორედ იმ კაცს დაუძახა:

- პატარა ქურდები მყავს მოყვანილი და მოდიო... ის თოფით წამოგვადგა თავზე, თან გვაგინებს, თან გვეკითხება:

- აბა, მითხარით, ქურდი რას ნიშნავსო? ბიჭების პასუხები არ მოეწონა და სულ გინებ-გინებით აქცია ზურგი. ბოლოს, მე მომიბრუნდა. გონება გამალებით მიმუშავებდა, მინდოდა, სხარტად ისეთი პასუხი გამეცა, რომ არ შეეგინებინა.

- ქურდი ის არის, მილიციონე­რებს დედას რომ უტირებს-მეთქი, - ვუპასუ­ხე. ჩემი პასუხი მოეწონა. ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი