მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარტიზანმა მებაღეებმა" თბილისის მერიასთან კარავი გაშალეს
"პარტიზანმა მებაღეებმა" თბილისის მერიასთან კარავი გაშალეს

"პარ­ტი­ზან­მა მე­ბა­ღე­ებ­მა" თბი­ლი­სის მე­რი­ის შე­ნო­ბას­თან კა­რა­ვი გა­შა­ლეს. ად­გილ­ზე "პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნატა ფე­რა­ძე და სხვა აქ­ტი­ვის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც არი­ან, რომ­ლებ­საც მათ­თვის კარ­ვის დად­გმა­ში ხელი არ შე­უშ­ლი­ათ.

ნატა ფე­რა­ძე და სხვა "პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე­ე­ბი" მე­რი­ას­თან თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მარ­თუ­ლი პრო­ცე­სის შემ­დეგ მი­ვიდ­ნენ. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მათ მე­რი­ას­თან კარ­ვის გაშ­ლის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ბა­მი­სი სარ­ჩე­ლით "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ" მი­მარ­თა.

თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რა­ში "პა­ტი­ზა­ნუ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბის", "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა" და "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვას" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

რო­გორც თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს "პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნატა ფე­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მათი მო­თხოვ­ნა იყო, შეხ­ვედ­რა­ზე მათი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 5 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ეშ­ვათ. მი­სი­ვე თქმით, ეს პი­რე­ბი სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის არი­ან და შეხ­ვედ­რა­ზე 5 სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე უნდა ესა­უბ­რათ. კერ­ძოდ, ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე, გამ­წვა­ნე­ბის სა­კი­თხებ­ზე და სხვ.

ფე­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ვი­ნა­ი­დან მათი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 5 წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე საშ­ვი არ და­უშ­ვეს, შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს აცხა­დე­ბენ. "ისი­ნი ისა­უბ­რე­ბენ გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბა­სა და ყი­ნუ­ლის დნო­ბა­ზე, თუმ­ცა თბი­ლი­სის­თვის ახლა სულ სხვა პრობ­ლე­მე­ბია. ისი­ნი არაფ­რის მაქ­ნი­სე­ბი არი­ან", - გა­ნა­ცხა­და ფე­რა­ძემ, რის შემ­დე­გაც თბი­ლი­სის მე­რი­ის შე­ნო­ბა და­ტო­ვა და მე­რი­ის შე­ნო­ბის წინ ახ­ლად გაშ­ლილ კა­რავ­ში დაბ­რუნ­და.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლის, ერეკ­ლე ურუ­შა­ძის თქმით კი, მათი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ და­ეს­წრე­ბა დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რას, რად­გან "პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ და­უშ­ვეს. რო­გორც "პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბა" აცხა­დებს, მე­რი­ა­ში შე­საშ­ვე­ბი საშ­ვი არც ერთ მათ­გან­ზე, მათ შო­რის არც ნატა ფე­რა­ძე­ზეა დაშ­ვე­ბუ­ლი.

მე­რი­ა­ში ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვედ­რა უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბი­ან რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, სფე­როს ექ­სპერ­ტე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი, თბი­ლი­სის მერი და ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"პარტიზანმა მებაღეებმა" თბილისის მერიასთან კარავი გაშალეს

"პარტიზანმა მებაღეებმა" თბილისის მერიასთან კარავი გაშალეს

"პარტიზანმა მებაღეებმა" თბილისის მერიის შენობასთან კარავი გაშალეს. ადგილზე "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენელი ნატა ფერაძე და სხვა აქტივისტები იმყოფებიან. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც არიან, რომლებსაც მათთვის კარვის დადგმაში ხელი არ შეუშლიათ.

ნატა ფერაძე და სხვა "პარტიზანი მებაღეები" მერიასთან თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ მივიდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ მერიასთან კარვის გაშლის უფლება მიეცათ. საქალაქო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მიმართა.

თბილისის მერიაში დაგეგმილ შეხვედრაში "პატიზანული მებაღეობის", "საერთაშორისო გამჭვირვალობისა" და "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობენ.

როგორც თბილისის მერიასთან ჟურნალისტებს "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ განუცხადა, მათი მოთხოვნა იყო, შეხვედრაზე მათი ორგანიზაციის 5 წარმომადგენელი დაეშვათ. მისივე თქმით, ეს პირები სხვადასხვა პროფესიის არიან და შეხვედრაზე 5 სხვადასხვა მიმართულებაზე უნდა ესაუბრათ. კერძოდ, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციაზე, გამწვანების საკითხებზე და სხვ.

ფერაძის განმარტებით, ვინაიდან მათი ორგანიზაციის 5 წარმომადგენელზე საშვი არ დაუშვეს, შესაბამისად, ისინი დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. "ისინი ისაუბრებენ გლობალურ დათბობასა და ყინულის დნობაზე, თუმცა თბილისისთვის ახლა სულ სხვა პრობლემებია. ისინი არაფრის მაქნისები არიან", - განაცხადა ფერაძემ, რის შემდეგაც თბილისის მერიის შენობა დატოვა და მერიის შენობის წინ ახლად გაშლილ კარავში დაბრუნდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენლის, ერეკლე ურუშაძის თქმით კი, მათი ორგანიზაცია არ დაესწრება დღევანდელ შეხვედრას, რადგან "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლები არ დაუშვეს. როგორც "პარტიზანული მებაღეობა" აცხადებს, მერიაში შესაშვები საშვი არც ერთ მათგანზე, მათ შორის არც ნატა ფერაძეზეა დაშვებული.

მერიაში ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შეხვედრა უკვე მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებიან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, სფეროს ექსპერტები და მეცნიერები, საკრებულოს წევრები, თბილისის მერი და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი