კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - გაძლევთ გარანტიას, თუ 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე იქნება რიგები, არასდროს განმეორდება დაპირისპირებები
გიორგი მარგველაშვილი - გაძლევთ გარანტიას, თუ 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე იქნება რიგები, არასდროს განმეორდება დაპირისპირებები

მე თქვენ გაძ­ლევთ გა­რან­ტი­ას, რომ თუ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი 8 ოქ­ტომ­ბერს იქ­ნე­ბა სავ­სე, არას­დროს გან­მე­ორ­დე­ბა ის და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და ჩვენს წარ­სულ­ში, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ზუგ­დი­დის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, ამომ­რჩევ­ლის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ ჩვენ სა­ბო­ლო­ოდ უარი ვთქვათ ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და აგ­რე­სი­ა­ზე.

"გა­რან­ტი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბის და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­დის არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებ­ზე, არა­მედ თი­თო­ე­ულ ამომ­რჩე­ველ­ზე.

მე თქვენ გაძ­ლევთ გა­რან­ტი­ას, რომ თუ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი 8 ოქ­ტომ­ბერს იქ­ნე­ბა სავ­სე, თუ იქ­ნე­ბა რი­გე­ბი იმის­თვის, რომ ჩვენ, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, ჩვე­ნი პი­როვ­ნუ­ლი ვალი მო­ვი­ხა­დოთ, არას­დროს გან­მე­ორ­დე­ბა ის და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, რა­საც ჰქონ­და ად­გი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს წარ­სულ­ში, და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, რო­დე­საც ჩვენ ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად, ამ პა­ტა­რა ერის შვი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს მტრე­ბად აღ­ვიქ­ვამ­დით", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტმა ისა­უბ­რა კორ­ცხე­ლის ინ­ცი­დენტზეც და ამ საქ­მის სწრა­ფად გა­მო­ძი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას გა­უს­ვა ხაზი.

"მე მინ­და სწო­რედ ზუგ­დიდ­ში ხაზი გა­ვუს­ვა იმ სა­მარ­ცხვი­ნო ფაქტს, რაც კორ­ცხელ­ში მოხ­და. ჩემ­თვის, ასე­ვე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ამომ­რჩევ­ლის­თვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­მელ პო­ლი­ტი­კურ გუნდს წარ­მო­ად­გენს, მი­უ­ღე­ბე­ლია მუშ­ტი-კრი­ვით, და­პი­რის­პი­რე­ბით, ერ­თმა­ნე­თის მტრად გა­მო­ცხა­დე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რად რა­ი­მეს მიღ­წე­ვა. ჩვენ ამას არას­დროს მი­ვი­ღებ­დით და არც მო­მა­ვალ­ში მი­ვი­ღებთ. ამ სა­მარ­ცხვი­ნო ფატ­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო და იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­დან. მაგ­რამ, სა­ხელ­მწი­ფოს რე­ა­გი­რე­ბის გარ­და, თვი­თონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც უნდა მის­ცეს თა­ვი­სი შე­ფა­სე­ბა. ეს შე­ფა­სე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რად უნდა გა­მო­ი­ხა­ტოს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბით სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გიორგი მარგველაშვილი - გაძლევთ გარანტიას, თუ 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე იქნება რიგები, არასდროს განმეორდება დაპირისპირებები

გიორგი მარგველაშვილი - გაძლევთ გარანტიას, თუ 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე იქნება რიგები, არასდროს განმეორდება დაპირისპირებები

მე თქვენ გაძლევთ გარანტიას, რომ თუ საარჩევნო უბნები 8 ოქტომბერს იქნება სავსე, არასდროს განმეორდება ის დაპირისპირებები, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს წარსულში, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამომრჩევლის გააქტიურება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენ საბოლოოდ უარი ვთქვათ ერთმანეთთან დაპირისპირებასა და აგრესიაზე.

”გარანტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის განვითარების და სტაბილურობის გადის არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებზე, არამედ თითოეულ ამომრჩეველზე.

მე თქვენ გაძლევთ გარანტიას, რომ თუ საარჩევნო უბნები 8 ოქტომბერს იქნება სავსე, თუ იქნება რიგები იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა, ჩვენი პიროვნული ვალი მოვიხადოთ, არასდროს განმეორდება ის დაპირისპირებები, რასაც ჰქონდა ადგილი, სამწუხაროდ, ჩვენს წარსულში, დაპირისპირებები, როდესაც ჩვენ ძალიან უცნაურად, ამ პატარა ერის შვილები ერთმანეთს მტრებად აღვიქვამდით”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ისაუბრა კორცხელის ინციდენტზეც და ამ საქმის სწრაფად გამოძიების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

”მე მინდა სწორედ ზუგდიდში ხაზი გავუსვა იმ სამარცხვინო ფაქტს, რაც კორცხელში მოხდა. ჩემთვის, ასევე მთელი საქართველოს ამომრჩევლისთვის, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს, მიუღებელია მუშტი-კრივით, დაპირისპირებით, ერთმანეთის მტრად გამოცხადებით პოლიტიკურად რაიმეს მიღწევა. ჩვენ ამას არასდროს მივიღებდით და არც მომავალში მივიღებთ. ამ სამარცხვინო ფატზე ადეკვატური და სწრაფი რეაგირება უნდა ყოფილიყო და იქნება სახელმწიფოდან. მაგრამ, სახელმწიფოს რეაგირების გარდა, თვითონ საზოგადოებამაც უნდა მისცეს თავისი შეფასება. ეს შეფასება ადეკვატურად უნდა გამოიხატოს ჩვენი მოქალაქეობრივი აქტივობებით საარჩევნო უბნებთან”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"