პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1-ელი სექტემბრიდან მაღალმთიანი სოფლების პენსიონერები 180 ლარის ნაცვლად 216-ლარიან პენსიას მიიღებენ
1-ელი სექტემბრიდან მაღალმთიანი სოფლების პენსიონერები 180 ლარის ნაცვლად 216-ლარიან პენსიას მიიღებენ

1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან მა­ღალმთი­ა­ნი და­სახ­ლე­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნე სოფ­ლებ­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რებ, ასა­კით პენ­სი­ო­ნე­რებს პენ­სია 20%-ით გა­ეზ­რდე­ბათ და 180 ლა­რის ნაც­ვლად 216 ლარს მი­ი­ღე­ბენ, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზაზა სოფ­რო­მა­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბის კი­დევ ერთი ნა­წი­ლი ხვა­ლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

"სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის შე­დე­გად, ასე­ვე, 20%-ით გა­იზ­რდე­ბა მთა­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბის ფუ­ლა­დი გა­სა­ცე­მე­ლი. მათ შო­რის არი­ან მკვეთ­რად, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და ზო­მი­ე­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, მარ­ჩე­ნალ­და­კარ­გუ­ლე­ბი და პო­ლიტ­რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლე­ბი. მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი შშმ პი­რე­ბი და შშმ ბავ­შვე­ბი 180 ლა­რის ნაც­ვლად 216 ლარს მი­ი­ღე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, 20 %-ით გა­იზ­რდე­ბა სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტე­ბის და­ნა­მა­ტიც და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­მო­ხა­ტუ­ლი პი­რე­ბის, მარ­ჩე­ნალ­და­კარ­გუ­ლე­ბი­სა და პო­ლიტ­რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლე­ბის თან­ხა 100 ლა­რის ნაც­ვლად 120 ლარი გახ­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტოს მდგო­მა­რე­ო­ბით, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, მთა­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რებ პირ­თა შო­რის 52 000-მდე ასა­კით პენ­სი­ი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტის მიმ­ღე­ბია.

"მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მხო­ლოდ ამ და­ნა­მა­ტე­ბი­სათ­ვის ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან მომ­დევ­ნო თვეს 1 მლნ 800 ათა­სი ლარი გა­მო­ი­ყო­ფა. ყო­ველ­თვი­უ­რი და­ნა­მა­ტი მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფოს წი­ლობ­რი­ვი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შექ­მნილ და მის მარ­თვა­ში არ­სე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­საქ­მე­ბულ პერ­სო­ნალ­საც მი­ე­ცე­მა. მათ შო­რის, რე­გი­ო­ნუ­ლი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის 500-მდე ექი­მი და ექთა­ნი, რომ­ლე­ბიც მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, ყო­ველ­თვი­ურ და­ნა­მატს მი­ი­ღე­ბენ. ექი­მე­ბის­თვის ეს თან­ხა 360, ხოლო ექთ­ნე­ბის­თვის - 180 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. და­ნა­მა­ტი გა­ი­ცე­მა რე­გი­ო­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის კლი­ნი­კე­ბის მედ­პერ­სო­ნა­ლის­თვის - ჯამ­ში 350 ადა­მი­ა­ნის­თვის. ლენ­ტეხ­ში, ყაზ­ბეგ­ში, გუ­და­ურ­ში, წალ­კა­ში, თი­ა­ნეთ­ში, თეთ­რი­წყა­რო­ში, ბა­კუ­რი­ან­ში, ცა­გერ­ში, ონსა და ამ­ბრო­ლა­ურ­ში, ასე­ვე, შპს ბე­დი­ა­ნის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მან­გლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო-პო­ლიკ­ლი­ნი­კა­სა და აბას­თუმ­ნის ტუბ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. და­ნა­მატს ასე­ვე მი­ი­ღე­ბენ მა­ღალმთი­ან სო­ფელ­ში მო­მუ­შა­ვე 950-მდე სოფ­ლის ექი­მი და ექთა­ნი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ჩარ­თუ­ლია პროგ­რა­მა­ში - "პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბა სოფ­ლად". ექი­მის და­ნა­მა­ტი პენ­სი­ის ორ­მა­გი ოდე­ნო­ბით - 360 ლა­რით, ხოლო ექთ­ნის და­ნა­მა­ტი - 180 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ამ­ჟა­მად სოფ­ლის ექი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა 650 ლარს, ხოლო ექთ­ნის - 455 ლარს შე­ად­გენს", - გა­ნა­ცხა­და სოფ­რო­მა­ძემ.

მან ყუ­რა­დღე­ბა მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი პი­რის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ პრო­ცე­დუ­რა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა.

"მათ, ვი­საც ჯერ არ აქვს დად­გე­ნი­ლი მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი პი­რის სტა­ტუ­სი, უნდა მი­მარ­თონ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებს. რაც შე­ე­ხე­ბა იმ პი­რებს, რომ­ლებ­საც უკვე მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვთ მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბა­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი პი­რის სტა­ტუ­სი ავ­ტო­მა­ტუ­რად, გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თვის გა­რე­შე, და­ე­ნიშ­ნე­ბათ და­ნა­მა­ტი," - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

1-ელი სექტემბრიდან მაღალმთიანი სოფლების პენსიონერები 180 ლარის ნაცვლად 216-ლარიან პენსიას მიიღებენ

1-ელი სექტემბრიდან მაღალმთიანი სოფლების პენსიონერები 180 ლარის ნაცვლად 216-ლარიან პენსიას მიიღებენ

1-ელი სექტემბრიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერებს პენსია 20%-ით გაეზრდებათ და 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ, - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათების კიდევ ერთი ნაწილი ხვალიდან ამოქმედდება.

"სოციალური შეღავათების ძალაში შესვლის შედეგად, ასევე, 20%-ით გაიზრდება მთაში მუდმივად მცხოვრები სოციალური პაკეტის მიმღები პირების ფულადი გასაცემელი. მათ შორის არიან მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები და პოლიტრეპრესირებულები. მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ. შესაბამისად, 20 %-ით გაიზრდება სხვა სოციალური პაკეტების დანამატიც და მნიშვნელოვნად გამოხატული პირების, მარჩენალდაკარგულებისა და პოლიტრეპრესირებულების თანხა 100 ლარის ნაცვლად 120 ლარი გახდება. მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთაში მუდმივად მცხოვრებ პირთა შორის 52 000-მდე ასაკით პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებია.

"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხოლოდ ამ დანამატებისათვის ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან მომდევნო თვეს 1 მლნ 800 ათასი ლარი გამოიყოფა. ყოველთვიური დანამატი მაღალმთიან დასახლებაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალსაც მიეცემა. მათ შორის, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 500-მდე ექიმი და ექთანი, რომლებიც მაღალმთიან რაიონებს ემსახურებიან, ყოველთვიურ დანამატს მიიღებენ. ექიმებისთვის ეს თანხა 360, ხოლო ექთნებისთვის - 180 ლარით განისაზღვრება. დანამატი გაიცემა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკების მედპერსონალისთვის - ჯამში 350 ადამიანისთვის. ლენტეხში, ყაზბეგში, გუდაურში, წალკაში, თიანეთში, თეთრიწყაროში, ბაკურიანში, ცაგერში, ონსა და ამბროლაურში, ასევე, შპს ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოში, მანგლისის საავადმყოფო-პოლიკლინიკასა და აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში. დანამატს ასევე მიიღებენ მაღალმთიან სოფელში მომუშავე 950-მდე სოფლის ექიმი და ექთანი, რომელიც სახელმწიფო ჩართულია პროგრამაში - "პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად". ექიმის დანამატი პენსიის ორმაგი ოდენობით - 360 ლარით, ხოლო ექთნის დანამატი - 180 ლარით განისაზღვრება. ამჟამად სოფლის ექიმის მომსახურების ანაზღაურება 650 ლარს, ხოლო ექთნის - 455 ლარს შეადგენს", - განაცხადა სოფრომაძემ.

მან ყურადღება მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელ პროცედურაზეც გაამახვილა.

"მათ, ვისაც ჯერ არ აქვს დადგენილი მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, უნდა მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც უკვე მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ავტომატურად, განცხადებით მიმართვის გარეშე, დაენიშნებათ დანამატი," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი