კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იზორიას სკანდალური განცხადება - "მყვინთავ მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ"
 იზორიას სკანდალური განცხადება - "მყვინთავ მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ"

ე.წ. მყვინ­თავ მებ­რძოლ­თა კურ­სის ინ­სტრუქ­ტო­რებს წვრთნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლე­ვან იზო­რი­ამ "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ეს არის ე.წ. მყვინ­თავ მებ­რძოლ­თა კურ­სე­ბი, რო­მე­ლიც 2011 წლი­დან ტარ­დე­ბა. ეს იყო ბოლო კურ­სი, რო­მე­ლიც 15 ივ­ნი­სი­დან და­ი­წყო და სრულ­დე­ბო­და 26 აგ­ვის­ტოს. აღ­მოჩ­ნდა, რომ მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იყო გა­წე­რი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა მოხ­დეს წვრთნე­ბი. უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში, იქ სა­დაც წვრთნე­ბი უკავ­შირ­დე­ბა ჯა­რის­კა­ცის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას, გარ­კვე­ულ საფრ­თხეს უქ­მნის მას, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ წე­სე­ბის არ­სე­ბო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ფაქტს, ინ­სტრუქ­ტო­რებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­სტრუქ­ტო­რი, შე­სა­ბა­მი­სად, მათ არ ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რო­გორც ინ­სტრუქ­ტო­რებს, ეს წვრთნე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. აქ იკ­ვე­თე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი, თუ ვინ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. აქ ჩანს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ნიშ­ნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იზო­რი­ამ, თუმ­ცა სა­კი­თხზე მეტი კონ­კრე­ტი­კის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

მი­სი­ვე თქმით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ის თა­ვის სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბას გა­ა­კე­თებს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: AMBEBI.GE-ს სპეც-პრო­ექ­ტი: ზღვა­ში და­კარ­გუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი...

იზო­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, მან პი­რა­დად გა­ნუ­მარ­ტა გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რებს, რომ ძებ­ნა შე­წყვი­ტა თურ­ქულ­მა გემ­მა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სით ძებ­ნა გრძელ­დე­ბა.

"ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტია ჩემ­თვის, რო­გორც ამ უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის­თვის. მე პი­რა­დად ვი­ყა­ვი ოჯახ­თან ფიქ­რებ­ში და არა მხო­ლოდ - ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში, არ გა­მი­წყვე­ტია კონ­ტაქ­ტი მათ­თან. იმის­თვის, რომ მათ ჰქონ­დეთ გან­ცდა მუდ­მი­ვად, რომ მთე­ლი უწყე­ბა, რო­გორც ერთი ოჯა­ხი გა­ნიც­დის ამ ფაქტს და მი­ნის­ტრი არის ამ ოჯა­ხე­ბის გვერ­დით, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა ვი­პო­ვოთ ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ მივ­მარ­თე თურ­ქულ მხა­რეს და მათ 11 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა გას­წი­ეს. მათ თა­ვი­ან­თი ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სე­ბი ამო­წუ­რეს და მე ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ამის შე­სა­ხებ უშუ­ა­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის მი­მე­წო­დე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია. მე ოჯა­ხებს ვუ­თხა­რი, რომ თურ­ქულ­მა ხო­მალდმა შე­წყვი­ტა ძებ­ნა, მაგ­რამ სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი იმ რე­სურ­სე­ბით, რაც ქარ­თულ მხა­რეს გა­აჩ­ნია, გაგ­რძელ­დე­ბა. ძალ-ღო­ნეს არ და­ვი­შუ­რებთ იმის­თვის, რომ ეს ბი­ჭე­ბი ვი­პო­ვოთ. სხვა უწყე­ბე­ბიც მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან, რომ სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ვაგ­რძე­ლოთ", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან იზო­რი­ამ.

თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო ეკი­პაჟ­მა ზღვა­ში წვრთნის დროს და­კარ­გუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ძებ­ნის ოპე­რა­ცია წუ­ხელ შე­ა­ჩე­რა. და­კარ­გუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხე­ბი მთავ­რო­ბას და უშუ­ა­ლოდ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას სთხოვს.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ორი ჯა­რის­კა­ცი იაგო შა­რა­ძე და გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლი 16 აგ­ვის­ტოს გო­ნი­ო­ში გეგ­მუ­რი წვრთნე­ბის დროს ზღვა­ში და­ი­კარ­გნენ. მათ ამ დრომ­დე უშე­დე­გოდ ეძე­ბენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

იზორიას სკანდალური განცხადება - "მყვინთავ მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ"

 იზორიას სკანდალური განცხადება - "მყვინთავ მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ"

ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"ეს არის ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსები, რომელიც 2011 წლიდან ტარდება. ეს იყო ბოლო კურსი, რომელიც 15 ივნისიდან დაიწყო და სრულდებოდა 26 აგვისტოს. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არ იყო გაწერილი პროცედურები, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს წვრთნები. უცხოეთის ქვეყნებში, იქ სადაც წვრთნები უკავშირდება ჯარისკაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გარკვეულ საფრთხეს უქმნის მას, აუცილებელია ამ წესების არსებობა. რაც შეეხება მეორე ფაქტს, ინსტრუქტორებს, საქართველოში არ არსებობს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი, შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ უფლებამოსილება, როგორც ინსტრუქტორებს, ეს წვრთნები ჩაეტარებინათ. აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. აქ ჩანს სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები", - განაცხადა ლევან იზორიამ, თუმცა საკითხზე მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო პროკურატურასთან თანამშრომლობს გამოძიების პროცესში და უახლოეს დღეებში ის თავის სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს.

ასევე წაიკითხეთ: AMBEBI.GE-ს სპეც-პროექტი: ზღვაში დაკარგული ჯარისკაცები...

იზორიას განცხადებით, მან პირადად განუმარტა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, რომ ძებნა შეწყვიტა თურქულმა გემმა, თუმცა საქართველოში არსებული რესურსით ძებნა გრძელდება.

"ძალიან მძიმე ფაქტია ჩემთვის, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელისთვის. მე პირადად ვიყავი ოჯახთან ფიქრებში და არა მხოლოდ - ჩართული ვიყავი სამძებრო ოპერაციებში, არ გამიწყვეტია კონტაქტი მათთან. იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ განცდა მუდმივად, რომ მთელი უწყება, როგორც ერთი ოჯახი განიცდის ამ ფაქტს და მინისტრი არის ამ ოჯახების გვერდით, ყველაფერს აკეთებს, რათა ვიპოვოთ ჩვენი ბიჭები. სწორედ ამიტომ მივმართე თურქულ მხარეს და მათ 11 დღის განმავლობაში დაუღალავი შრომა გასწიეს. მათ თავიანთი ტექნიკური რესურსები ამოწურეს და მე ვალდებული ვიყავი ამის შესახებ უშუალოდ ოჯახის წევრებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია. მე ოჯახებს ვუთხარი, რომ თურქულმა ხომალდმა შეწყვიტა ძებნა, მაგრამ სამძებრო სამუშაოები იმ რესურსებით, რაც ქართულ მხარეს გააჩნია, გაგრძელდება. ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ეს ბიჭები ვიპოვოთ. სხვა უწყებებიც მობილიზებული არიან, რომ სამძებრო სამუშაოები გავაგრძელოთ", - აღნიშნა ლევან იზორიამ.

თურქეთის სამხედრო ეკიპაჟმა ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია წუხელ შეაჩერა. დაკარგული ჯარისკაცების ოჯახები მთავრობას და უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს საძიებო ღონისძიებების გაგრძელებას სთხოვს.

თავდაცვის სამინისტროს ორი ჯარისკაცი იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი 16 აგვისტოს გონიოში გეგმური წვრთნების დროს ზღვაში დაიკარგნენ. მათ ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."