პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო რიოს პარალიმპიადაზე უპრეცედენტო რაოდენობის სპორტსმენებით მიემგზავრება
საქართველო რიოს პარალიმპიადაზე უპრეცედენტო რაოდენობის სპორტსმენებით მიემგზავრება

ქარ­თვე­ლი პა­რას­პორ­ტსმე­ნე­ბი პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ზე წარ­მა­ტე­ბის მო­ლო­დი­ნით მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან. პა­რას­პორ­ტმე­ნე­ბის შე­მარ­თე­ბა მა­ღა­ლია, გან­წყო­ბა იდე­ა­ლუ­რი, მი­ზა­ნი - მე­და­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია წლე­ვან­დელ რიოს პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბით - 5 სპორ­ტსმე­ნით მი­ემ­გზავ­რე­ბა.

სპორ­ტსმე­ნე­ბი იას­პა­რა­ზე­ბენ შემ­დეგ სა­ხე­ო­ბებ­ში: პა­რამ­შვილ­დოს­ნო­ბა - ვანო წიკ­ლა­უ­რი - იას­პა­რე­ზებს 10 სექ­ტემ­ბერს, 15:00 სა­ათ­ზე; პა­რა­ძი­უ­დო - ზვი­ად გო­გო­ჭუ­რი - იას­პა­რე­ზებს 10 სექ­ტემ­ბერს, 10:00 სა­ათ­ზე; წო­ლ­ჭი­მი (შტან­გა) - აკა­კი ჯინ­ჭა­რა­ძე - იას­პა­რე­ზებს 13 სექ­ტემ­ბერს, 16:00 სა­ათ­ზე; პა­რა­ცურ­ვა - ლია ჩა­ჩი­ბა­ია - იას­პა­რე­ზებს 14 სექ­ტემ­ბერს, 09:30 სა­ათ­ზე და ეტ­ლით ფა­რი­კა­ო­ბა - ირმა ხე­ცუ­რი­ა­ნი - იას­პა­რე­ზებს 14 სექ­ტემ­ბერს, 09:00 სა­ათ­ზე. სპორ­ტსმენ­თა პირ­ვე­ლი ნა­კა­დი ბრა­ზი­ლი­ა­ში პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ზე სა­ას­პა­რე­ზოდ 1 სექ­ტემ­ბერს, 03:35 სა­ათ­ზე გა­ემ­გზავ­რე­ბა.

თბი­ლი­სის პა­რას­პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრში დღეს ქარ­თვე­ლი პა­რას­პორ­ტსმე­ნე­ბის გა­ცი­ლე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. პა­რა­ლიმ­პი­ე­ლებს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი და­ვით ნარ­მა­ნია და კომ­პა­ნია BP-ის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი კრის შლი­ტე­რი შეხ­ვდნენ და წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვეს.

ეტ­ლით მო­ფა­რი­კა­ვე ირმა ხე­ცუ­რი­ა­ნი ჩვენ­თან მა­ღალ შან­სებ­ზე სა­უბ­რობს: "რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლო­დი­ნებს, წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი და ვერ გან­ვსა­ზღვრავ. არის შან­სი ჩემ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა­ში. საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­წი­ნა­აღ­დე­გე­ე­ბი გვყავს. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სპორ­ტსმე­ნე­ბი არი­ან, თუმ­ცა ჩვენ შე­ვეც­დე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი დავ­დოთ და რა­ღაც სინ­ჯის მე­და­ლი მა­ინც წა­მო­ვი­ღოთ იქი­დან. მთე­ლი ენერ­გი­ით, შე­მარ­თე­ბით და იმე­დე­ბით მივ­დი­ვართ აქე­დან. იმე­დი მაქვს სპორ­ტსმე­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბის და მათი კარ­გი შე­დე­გე­ბის".

კი­დევ ერთი პა­რა­ლიმ­პი­ე­ლის, პა­რამ­შვილ­დო­სან ვანო წიკ­ლა­უ­რის თქმით, ყვე­ლა შე­ჯიბრში მი­ზა­ნი მხო­ლოდ ერ­თია - მე­და­ლი. "ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა სპორ­ტსმე­ნის­თვის. მი­ზა­ნი არის ყო­ველ­თვის ერთი - მე­და­ლი", - აღ­ნიშ­ნა წიკ­ლა­ურ­მა.

რიოს პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ზე სა­კუ­თა­რი შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას გეგ­მავს აკა­კი ჯინ­ჭა­რა­ძე. "160 კი­ლოგ­რა­მის აწე­ვას ვა­პი­რებ. 150 კი­ლოგ­რა­მი მაქვს ჩათ­ვლი­ლი, იქ­ნე­ბა სიმ­კაც­რე, მაგ­რამ ჩემი შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მინ­და. წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია ამ სპორ­ტში ვარ და ასეთ მოკ­ლე ხან­ში ძა­ლი­ან მა­გა­რი შე­დე­გი იქ­ნე­ბა თუ ჩავ­თვა­ლე 160 კგ. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად კარ­გად ვარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ვიბ­რძვი ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თვის, გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, რა­საც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვაღ­წევ", - აღ­ნიშ­ნა ჯინ­ჭა­რა­ძემ.

პა­რა­ლიმ­პი­ე­ლე­ბი რიოს ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­და­ზე კომ­პა­ნია BP-ის მხარ­და­ჭე­რით გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან. კომ­პა­ნია BP წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი პა­რა­ლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ოფი­ცი­ა­ლურ პარტნი­ორს 2012 წლი­დან. კომ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­რა­ლიმ­პი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რის, კრის შლი­ტე­რის თქმით, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი რი­ო­ში მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან.

"მე მინ­და BP-ის მხრი­დან გა­მოვ­ხა­ტო ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მა თი­თო­ე­უ­ლი ათ­ლე­ტის და მწვრთნე­ლის მი­მართ. მათ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს პა­რა­ო­ლიმ­პი­ა­და­ზე ას­პა­რე­ზო­ბის­თვის და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ი­პო­ვეს ლი­ცენ­ზი­ე­ბი. გვი­ხა­რია, რომ ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი მი­დი­ან რი­ო­ში. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქარ­თვე­ლი პა­რას­პორ­ტსმე­ნე­ბი ასეთ დიდ შე­ჯიბრში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ჩვენ სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვა­დევ­ნებთ თვალს მათ ას­პა­რე­ზო­ბას მსოფ­ლიო არე­ნა­ზე", - აღ­ნიშ­ნა BP-ის გე­ნე­რა­ლურ­მა მე­ნე­ჯერ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კრის შლი­ტერ­მა.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, პა­რას­პორ­ტსმე­ნე­ბის­თვის პი­რო­ბე­ბი უფრო და უფრო უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, რათა კი­დევ უფრო მეტ შე­დეგს მი­აღ­წი­ონ.

"ჩვენ პა­რა­ლიმ­პი­ე­ლე­ბის­თვის შევ­ქმე­ნით ყვე­ლა­ნა­ი­რი სივ­რცე იმის­თვის, რომ მათ ღირ­სე­უ­ლად ივარ­ჯი­შონ და ჰქონ­დეთ წარ­მა­ტე­ბა. ისი­ნი მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან ოლიმ­პი­ა­და­ზე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ღირ­სე­ულ შე­დეგს აჩ­ვე­ნე­ბენ. ვცდი­ლობთ, რომ პი­რო­ბე­ბი უფრო და უფრო გა­ვა­უმ­ჯე­ბე­სოთ, რათა უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლის თქმით, გუნდში გან­წყო­ბა პო­ზი­ტი­უ­რია. "ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ პა­რა­ლიმ­პი­ე­ლებს მომ­ზა­დე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი აქვთ. ამის შე­დე­გია, რომ ჩვე­ნი დე­ლე­გა­ცია სარ­ე­კორ­დო რა­ო­დე­ნო­ბით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გან­წყო­ბა გვაქვს პო­ზი­ტი­უ­რი. გუნდში გვყავს მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის პრი­ზი­ო­რე­ბი და გვაქვს იმე­დი, რომ ისი­ნი მედ­ლე­ბით დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბი­ან. მე ვფიქ­რობ, რომ ის და­დე­ბი­თი ენერ­გია და ემო­ცია, რომ­ლი­თაც ისი­ნი მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან, გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ გა­ა­ხა­რონ ჩვენ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ხე­ჩი­კაშ­ვილ­მა.

შშმ პირ­თა პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რი 1960 წელს, რო­მის XVII ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე გა­ი­მარ­თა, სა­დაც ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე სპორ­ტულ დის­ციპ­ლი­ნა­ში 23 ქვეყ­ნის 400-მდე სპორ­ტსმენ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

1989 წლი­დან კი ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო პა­რა­ლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი. დღეს მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის 177 ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი პა­რა­ლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი და 9 სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცია. პა­რა­ლიმ­პი­ე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ზა­ფხუ­ლის და ზამ­თრის 31 სპორ­ტულ დის­ციპ­ლი­ნა­ში. მათ შო­რი­საა: მშვილ­დოს­ნო­ბა, ტყვი­ის სრო­ლა, მძლე­ოს­ნო­ბა, ძა­ლოს­ნო­ბა (წო­ლ­ჭი­მი), ვე­ლოს­პორ­ტი, ეტ­ლით კა­ლათ­ბურ­თი, უსი­ნათ­ლო­თა ფეხ­ბურ­თი, ჰო­კეი, ეტ­ლით ფა­რი­კა­ო­ბა, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი და სხვა სა­ხე­ო­ბე­ბი.

პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ამ 2008 წლის პე­კი­ნის პა­რა­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პე­კინ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ერთი ათ­ლე­ტი - იაგო გორ­გო­ძე ას­პა­რე­ზობ­და ძა­ლოს­ნო­ბა­ში და მე-8 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

რიოს 2016 წლის პა­რა­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი 7 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­სნე­ბა და 18 სექ­ტემ­ბერს და­ი­ხუ­რე­ბა. პრე­ცე­დენ­ტი, რო­მე­ლიც ახლა მოხ­და, სა­ქარ­თვე­ლოს პა­რა­ლიმ­პი­უ­რი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში აქამ­დე არ ყო­ფი­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი გუნ­დი და დე­ლე­გა­ცია წარ­დგე­ბა 5 ლი­ცენ­ზი­ან­ტი სპორ­ტსმე­ნით. ეს არის ძა­ლი­ან დიდი მიღ­წე­ვა და გა­მარ­ჯვე­ბა. ძნე­ლია პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ იმე­დი გვაქვს, რომ ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი გაგ­ვა­ხა­რე­ბენ და საპ­რი­ზო ად­გი­ლებს და­ი­კა­ვე­ბენ. და­ნარ­ჩე­ნი უკვე შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე გა­ირ­კვე­ვა, არ გვინ­და მო­ლო­დინს წინ გა­ვუს­წროთ.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

საქართველო რიოს პარალიმპიადაზე უპრეცედენტო რაოდენობის სპორტსმენებით მიემგზავრება

საქართველო რიოს პარალიმპიადაზე უპრეცედენტო რაოდენობის სპორტსმენებით მიემგზავრება

ქართველი პარასპორტსმენები პარალიმპიადაზე წარმატების მოლოდინით მიემგზავრებიან. პარასპორტმენების შემართება მაღალია, განწყობა იდეალური, მიზანი - მედალი. საქართველოს დელეგაცია წლევანდელ რიოს პარალიმპიადაზე უპრეცედენტო რაოდენობით - 5 სპორტსმენით მიემგზავრება.

სპორტსმენები იასპარაზებენ შემდეგ სახეობებში: პარამშვილდოსნობა - ვანო წიკლაური - იასპარეზებს 10 სექტემბერს, 15:00 საათზე; პარაძიუდო - ზვიად გოგოჭური - იასპარეზებს 10 სექტემბერს, 10:00 საათზე; წოლჭიმი (შტანგა) - აკაკი ჯინჭარაძე - იასპარეზებს 13 სექტემბერს, 16:00 საათზე; პარაცურვა - ლია ჩაჩიბაია - იასპარეზებს 14 სექტემბერს, 09:30 საათზე და ეტლით ფარიკაობა - ირმა ხეცურიანი - იასპარეზებს 14 სექტემბერს, 09:00 საათზე. სპორტსმენთა პირველი ნაკადი ბრაზილიაში პარალიმპიადაზე საასპარეზოდ 1 სექტემბერს, 03:35 საათზე გაემგზავრება.

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში დღეს ქართველი პარასპორტსმენების გაცილების ცერემონია გაიმართა. პარალიმპიელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ნარმანია და კომპანია BP-ის გენერალური მენეჯერი კრის შლიტერი შეხვდნენ და წარმატება უსურვეს.

ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი ჩვენთან მაღალ შანსებზე საუბრობს: "რაც შეეხება მოლოდინებს, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი და ვერ განვსაზღვრავ. არის შანსი ჩემ სპორტის სახეობაში. საკმაოდ რთული მოწინააღდეგეები გვყავს. მაღალი ხარისხის სპორტსმენები არიან, თუმცა ჩვენ შევეცდებით მაქსიმალური შედეგი დავდოთ და რაღაც სინჯის მედალი მაინც წამოვიღოთ იქიდან. მთელი ენერგიით, შემართებით და იმედებით მივდივართ აქედან. იმედი მაქვს სპორტსმენების წარმატებების და მათი კარგი შედეგების".

კიდევ ერთი პარალიმპიელის, პარამშვილდოსან ვანო წიკლაურის თქმით, ყველა შეჯიბრში მიზანი მხოლოდ ერთია - მედალი. "ძალიან სასიხარულოა ოლიმპიადაში მონაწილეობა. ეს დიდი გამოცდილებაა სპორტსმენისთვის. მიზანი არის ყოველთვის ერთი - მედალი", - აღნიშნა წიკლაურმა.

რიოს პარალიმპიადაზე საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას გეგმავს აკაკი ჯინჭარაძე. "160 კილოგრამის აწევას ვაპირებ. 150 კილოგრამი მაქვს ჩათვლილი, იქნება სიმკაცრე, მაგრამ ჩემი შედეგის გაუმჯობესება მინდა. წელიწადნახევარია ამ სპორტში ვარ და ასეთ მოკლე ხანში ძალიან მაგარი შედეგი იქნება თუ ჩავთვალე 160 კგ. ფსიქოლოგიურად კარგად ვარ მომზადებული. ვიბრძვი ჩემპიონობისთვის, გამარჯვებისთვის, რასაც დროთა განმავლობაში მივაღწევ", - აღნიშნა ჯინჭარაძემ.

პარალიმპიელები რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე კომპანია BP-ის მხარდაჭერით გაემგზავრებიან. კომპანია BP წარმოადგენს საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალურ პარტნიორს 2012 წლიდან. კომპანიის მიზანი საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობაა. საქართველოში კომპანიის გენერალური მენეჯერის, კრის შლიტერის თქმით, სასიხარულოა, რომ ქართველი სპორტსმენები რიოში მიემგზავრებიან.

"მე მინდა BP-ის მხრიდან გამოვხატო ღრმა პატივისცემა თითოეული ათლეტის და მწვრთნელის მიმართ. მათ ყველაფერი გააკეთეს პარაოლიმპიადაზე ასპარეზობისთვის და დამსახურებულად მოიპოვეს ლიცენზიები. გვიხარია, რომ ქართველი სპორტსმენები მიდიან რიოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი პარასპორტსმენები ასეთ დიდ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ სიამოვნებით მივადევნებთ თვალს მათ ასპარეზობას მსოფლიო არენაზე", - აღნიშნა BP-ის გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში კრის შლიტერმა.

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, პარასპორტსმენებისთვის პირობები უფრო და უფრო უმჯობესდება, რათა კიდევ უფრო მეტ შედეგს მიაღწიონ.

"ჩვენ პარალიმპიელებისთვის შევქმენით ყველანაირი სივრცე იმისთვის, რომ მათ ღირსეულად ივარჯიშონ და ჰქონდეთ წარმატება. ისინი მიემგზავრებიან ოლიმპიადაზე და დარწმუნებული ვარ ღირსეულ შედეგს აჩვენებენ. ვცდილობთ, რომ პირობები უფრო და უფრო გავაუმჯებესოთ, რათა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა ნარმანიამ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, გუნდში განწყობა პოზიტიურია. "ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ პარალიმპიელებს მომზადებისთვის განსაკუთრებული პირობები აქვთ. ამის შედეგია, რომ ჩვენი დელეგაცია სარეკორდო რაოდენობით იქნება წარმოდგენილი. განწყობა გვაქვს პოზიტიური. გუნდში გვყავს მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორები და გვაქვს იმედი, რომ ისინი მედლებით დაგვიბრუნდებიან. მე ვფიქრობ, რომ ის დადებითი ენერგია და ემოცია, რომლითაც ისინი მიემგზავრებიან, განაპირობებს, რომ გაახარონ ჩვენ გულშემატკივრები", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

შშმ პირთა პირველი საერთაშორისო შეჯიბრი 1960 წელს, რომის XVII ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე გაიმართა, სადაც ერთდროულად რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში 23 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

1989 წლიდან კი ჩამოყალიბდა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი. დღეს მის შემადგენლობაში შედის 177 ქვეყნის ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი და 9 საერთაშორისო სპორტული ფედერაცია. პარალიმპიელები მონაწილეობენ ზაფხულის და ზამთრის 31 სპორტულ დისციპლინაში. მათ შორისაა: მშვილდოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ძალოსნობა (წოლჭიმი), ველოსპორტი, ეტლით კალათბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი, ჰოკეი, ეტლით ფარიკაობა, მაგიდის ჩოგბურთი და სხვა სახეობები.

პირველად საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის პეკინის პარალიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა. პეკინში საქართველოს სახელით ერთი ათლეტი - იაგო გორგოძე ასპარეზობდა ძალოსნობაში და მე-8 ადგილი დაიკავა.

რიოს 2016 წლის პარალიმპიური თამაშები 7 სექტემბერს გაიხსნება და 18 სექტემბერს დაიხურება. პრეცედენტი, რომელიც ახლა მოხდა, საქართველოს პარალიმპიური სპორტის ისტორიაში აქამდე არ ყოფილა. საქართველოს ნაკრები გუნდი და დელეგაცია წარდგება 5 ლიცენზიანტი სპორტსმენით. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და გამარჯვება. ძნელია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სპორტსმენები გაგვახარებენ და საპრიზო ადგილებს დაიკავებენ. დანარჩენი უკვე შეჯიბრებებზე გაირკვევა, არ გვინდა მოლოდინს წინ გავუსწროთ.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი