საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი ჩემში არასოდეს მოკვდება!" - თემურ ცაგურიას ამერიკული ცხოვრება და ნოსტალგია
"ქართველი ჩემში არასოდეს მოკვდება!" - თემურ ცაგურიას ამერიკული ცხოვრება და ნოსტალგია

"მთე­ლი ჩემი დრო ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბის შექ­მნა­ში იხარ­ჯე­ბა. ერ­თმა ქარ­თველ­მა მი­თხრა, - რას წვა­ლობ ამ­დენს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას თუ არ აპი­რე­ბო... მსურს სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რე­ბი და­ვუ­ტო­ვო ჩემს სა­ქარ­თვე­ლოს. დიდი ხა­ნია, სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი ჩემ­ში არა­სო­დეს მოკ­ვდე­ბა", - ამე­რი­კი­დან ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა თე­მურ ცა­გუ­რი­ამ გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას ჩვენ­თან ერ­თად გა­და­ავ­ლო თვა­ლი.

- 7 წლამ­დე ქო­ბუ­ლეთ­ში ვიზ­რდე­ბო­დი... სავ­სე ვარ ბავ­შვო­ბის სა­ნუკ­ვა­რი მო­გო­ნე­ბე­ბით! ხში­რად მა­გონ­დე­ბა, რო­გორ ვთევ­ზა­ობ­დით, რო­გორ ვის­წავ­ლე ცურ­ვა, მე და მამა მწყერ­ზე რო­გორ ვნა­დი­რობ­დით... დი­ლით ადრე ვდგე­ბო­დი, რომ ახ­ლომ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბი მო­მევ­ლო. საყ­ვა­რე­ლი კატა მყავ­და, რო­მე­ლიც ყველ­გან დამ­ყვე­ბო­და. მე­ტად ტკბი­ლად მა­გონ­დე­ბა მა­მა­ჩე­მის სუ­ლუ­გუ­ნის გემო - ძრო­ხა გვყავ­და და თვალ­წინ მიდ­გას, რო­გორ აკე­თებ­და­ მა­მა­ჩე­მი სუ­ლუ­გუნს.

ზღვა ჩემი ბავ­შვო­ბი­სა და მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია! მახ­სოვს, ერთხელ მე და მა­მა­ჩე­მი ნა­პირს მი­ვუყ­ვე­ბო­დით­. ამ დროს წყალ­ში პა­ტა­რა თევ­ზე­ბი გა­მოჩ­ნდნენ. მა­მამ თევ­ზი ნა­პირ­ზე ხე­ლით ამო­აგ­დო, - სურ­ვი­ლი ჩა­უთ­ქვიო... ეს გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი იყო!..

- სიმ­ღე­რა რო­დის და­ი­წყეთ?

- დე­დამ მას­წავ­ლა გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრაც და სიმ­ღე­რაც. ძა­ლი­ან ტკბი­ლი ხმა ჰქონ­და­. მთე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა სულ დე­დას­თან ერ­თად ვმღე­რო­დი... მე­სა­მე კლას­ში სკო­ლის გუნ­დის სო­ლის­ტი ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, ერთხელ მა­ღა­ლი სი­ცხე მქონ­და და მა­ინც მამ­ღე­რეს. სცე­ნა­ზე კარ­გად გავ­ხდი და სი­ცხე­მაც და­მი­წია...

შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ესტრა­დო ორ­კესტრის სო­ლის­ტი გავ­ხდი. ეთერ კა­კუ­ლია იქ დამ­ხვდა. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო მას­თან სიმ­ღე­რა... ათი წელი გა­ვა­ტა­რე "რე­რო­ში". შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" სუ­ლი­ე­რი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ყვე­ლა მატ­ჩის წინ გვე­ძახ­დნენ. რო­დე­საც "დი­ნა­მო" ევ­რო­პის თა­სის მფლო­ბე­ლი გახ­და, მა­შინ ცე­კას მდი­ვან­მა ვიქ­ტო­რია სი­რა­ძემ სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში მი­მიწ­ვია. მოს­კო­ვი­დან სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­ვიდ­ნენ დიდ­მო­ხე­ლე­ე­ბი - მას­შტა­ბუ­რი სა­ზე­ი­მო სა­ღა­მო იყო. მი­თხრეს, ჯერ რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რა უნდა იმ­ღე­რო და მერე "ბითლზე­ბი­სო"...

ბი­ჭებს ვუ­თხა­რი, - არ გვინ­და ეს რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რა, პირ­და­პირ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვანს ვი­წყებ-მეთ­ქი. შე­ვას­რუ­ლე "ბითლზე­ბის" სიმ­ღე­რა, თან სცე­ნა­ზე ვცეკ­ვავ­დი და ცეკ­ვავ­და მთე­ლი დარ­ბა­ზიც. რო­გორც კი და­ვას­რუ­ლე, მე­ო­რე გა­სას­ვლე­ლი­დან გა­ვი­ქე­ცი და ტრო­ლე­ი­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე დავ­დე­ქი... და­მე­დევ­ნენ და მი­თხრეს, - დარ­ბა­ზი არ ცხრე­ბა, ვიქ­ტო­რია სი­რა­ძე გთხოვს,­ ისევ სცე­ნა­ზე დაბ­რუნ­დეო. დავ­ბრუნ­დი, ავი­ღე გი­ტა­რა და ისევ ის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რა შე­ვას­რუ­ლე... რა თქმა უნდა, და­ვი­სა­ჯე და შემ­დეგ არც ერთ სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტზე აღარ გა­მა­ჭა­ჭა­ნეს!

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ქართველი ჩემში არასოდეს მოკვდება!" - თემურ ცაგურიას ამერიკული ცხოვრება და ნოსტალგია

"ქართველი ჩემში არასოდეს მოკვდება!" - თემურ ცაგურიას ამერიკული ცხოვრება და ნოსტალგია

"მთელი ჩემი დრო ახალი სიმღერების შექმნაში იხარჯება. ერთმა ქართველმა მითხრა, - რას წვალობ ამდენს, საქართველოში დაბრუნებას თუ არ აპირებო... მსურს საუკეთესო სიმღერები დავუტოვო ჩემს საქართველოს. დიდი ხანია, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ, მაგრამ ქართველი ჩემში არასოდეს მოკვდება", - ამერიკიდან ქართველმა მომღერალმა თემურ ცაგურიამ განვლილ ცხოვრებას ჩვენთან ერთად გადაავლო თვალი.

- 7 წლამდე ქობულეთში ვიზრდებოდი... სავსე ვარ ბავშვობის სანუკვარი მოგონებებით! ხშირად მაგონდება, როგორ ვთევზაობდით, როგორ ვისწავლე ცურვა, მე და მამა მწყერზე როგორ ვნადირობდით... დილით ადრე ვდგებოდი, რომ ახლომდებარე ქუჩები მომევლო. საყვარელი კატა მყავდა, რომელიც ყველგან დამყვებოდა. მეტად ტკბილად მაგონდება მამაჩემის სულუგუნის გემო - ძროხა გვყავდა და თვალწინ მიდგას, როგორ აკეთებდა­ მამაჩემი სულუგუნს.

ზღვა ჩემი ბავშვობისა და მთელი სიცოცხლის განსაკუთრებული სიყვარულია! მახსოვს, ერთხელ მე და მამაჩემი ნაპირს მივუყვებოდით­. ამ დროს წყალში პატარა თევზები გამოჩნდნენ. მამამ თევზი ნაპირზე ხელით ამოაგდო, - სურვილი ჩაუთქვიო... ეს განსაცვიფრებელი იყო!..

- სიმღერა როდის დაიწყეთ?

- დედამ მასწავლა გიტარაზე დაკვრაც და სიმღერაც. ძალიან ტკბილი ხმა ჰქონდა­. მთელი ახალგაზრდობა სულ დედასთან ერთად ვმღეროდი... მესამე კლასში სკოლის გუნდის სოლისტი ვიყავი. მახსოვს, ერთხელ მაღალი სიცხე მქონდა და მაინც მამღერეს. სცენაზე კარგად გავხდი და სიცხემაც დამიწია...

შემდეგ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ადგილობრივი საესტრადო ორკესტრის სოლისტი გავხდი. ეთერ კაკულია იქ დამხვდა. ძალიან სასიამოვნო იყო მასთან სიმღერა... ათი წელი გავატარე "რეროში". შეიძლება ითქვას, რომ თბილისის "დინამოს" სულიერი მეგობრები ვიყავით. ყველა მატჩის წინ გვეძახდნენ. როდესაც "დინამო" ევროპის თასის მფლობელი გახდა, მაშინ ცეკას მდივანმა ვიქტორია სირაძემ სპორტის სასახლეში მიმიწვია. მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ დიდმოხელეები - მასშტაბური საზეიმო საღამო იყო. მითხრეს, ჯერ რუსული სიმღერა უნდა იმღერო და მერე "ბითლზებისო"...

ბიჭებს ვუთხარი, - არ გვინდა ეს რუსულენოვანი სიმღერა, პირდაპირ ინგლისურენოვანს ვიწყებ-მეთქი. შევასრულე "ბითლზების" სიმღერა, თან სცენაზე ვცეკვავდი და ცეკვავდა მთელი დარბაზიც. როგორც კი დავასრულე, მეორე გასასვლელიდან გავიქეცი და ტროლეიბუსის გაჩერებაზე დავდექი... დამედევნენ და მითხრეს, - დარბაზი არ ცხრება, ვიქტორია სირაძე გთხოვს,­ ისევ სცენაზე დაბრუნდეო. დავბრუნდი, ავიღე გიტარა და ისევ ის ინგლისურენოვანი სიმღერა შევასრულე... რა თქმა უნდა, დავისაჯე და შემდეგ არც ერთ სამთავრობო კონცერტზე აღარ გამაჭაჭანეს!

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება