ვინ და რატომ დაუშვა იმ კომპანიის შემოსვლა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს?!

ვინ და რატომ დაუშვა იმ კომპანიის შემოსვლა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს?!

ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში რუსული კომპანიის "იანდექს ტაქსის" შემოსვლას, რომელმაც მომსახურება თბილისში 23 აგვისტოდან დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, "იანდექს ტაქსმა" ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო თბილისში არსებულ ტაქსების კომპანიებთან. ამ დროისთვის, თბილისში 6 პარტნიორი კომპანია ჰყავთ უკვე. ბუნებრივად დაისვა კითხვა, რამდენად ნორმალურია ოკუპანტი ქვეყნის კომპანიების ასეთი აქტიურობა, მით უფრო, მომსახურების ამგვარ სფეროში?! პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ წარმოჩინდა, რაც გაირკვა, რომ "იანდექსის" რუკაზე საქართველო წარმოდგენილია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.

წარმოადგენს თუ არა ეს საკითხი პრობლემას, კომპანიის წარმომადგნელი "ნეტგაზეთს" ასე პასუხობს: "რაც შეეხება თავად "იანდექსის" რუკებს, იცით, ჩვენი სათაო ოფისი მუშობს რუსეთში და რუსეთი აღიარებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას. ამის მიუხედავად, მიმდინარეობს რუკის კორექტირება, რაც საკმაოდ რთული პროცედურაა პროგრამულად ამ თემის გასწორება. რუსული მხარე წამოვიდა იმაზე, რომ საქართველოში ეს რუკა გასწორდეს. არაუგვიანებს 1 ოქტომბრამდე, მე გპირდებით, რომ ეს გამოსწორებული იქნება".

თუმცა კითხვა კითხვად რჩება, საერთოდ ვინ და რატომ დაუშვა იმ კომპანიის ქვეყანაში შემოსვლა, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს?!

გთავაზობთ მედიისა თუ სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ რამდენიმე კომენტარს:

კახა კალაძე, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი: "ურთიერთობების დალაგებას ვცდილობთ, ეს არის ჩვენი პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების რჩევაც, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე. ამ მიმართულებით კომპრომისი არ იქნება. ვიცი, რომ საქართველოში წლებია არსებობს სხვადასხვა რუსული კომპანიები. ვფიქრობ, რომ ხელის შეშლა ბიზნესის თვალსაზრისით ზოგადად არ იქნებოდა სწორი. ქვეყანაში ბიზნესის კეთება ნებისმიერ კომპანიას შეუძლია. მთავარია ბოროტად არ გამოიყენონ ეს მიმართულება. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია ეს ფაქტი".

დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკის მინისტრი: " შემიძლია გითხრათ, მეც მაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ირღვეოდეს ოკუპაციის შესახებ კანონი. ერთმნიშვნელოვნად კანონი ქვეყანაში უნდა იყოს დაცული. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს

უზრინველყოფილი. არც მე და არც ჩემს გუნდს არანაირი შეხება ამ კომპანიასთან არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ თავად კომპანია, რამდენადაც მე მოვიკითხე და გავერკვიე, არის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა. რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნისა და მიწოდების თანხვედრას".

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი