კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემ შვილს დაკარგულად არ ვთვლი, ის ისევ სამხედრო სამსახურშია..." - რაზე ესაუბრა იაგო შარაძის დედას ტელეფონით თავდაცვის მინისტრი
"ჩემ შვილს დაკარგულად არ ვთვლი, ის ისევ სამხედრო სამსახურშია..." - რაზე ესაუბრა იაგო შარაძის დედას ტელეფონით თავდაცვის მინისტრი

11-დღი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ, თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ხო­მალ­დის ეკი­პაჟ­მა, შავ ზღვა­ში წვრთნის დროს და­კარ­გუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო ეკი­პა­ჟის გარ­და და­კარ­გუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ძებ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­მაც შე­წყვი­ტა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახლა შემ­დგო­მი პრო­ცე­დუ­რე­ბი და­ი­წყე­ბა, რაც წვრთნის დროს და­კარ­გუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის გარ­დაც­ვლი­ლე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბა­სა და ოჯა­ხე­ბის კომ­პენ­სი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. და­კარ­გუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი მო­ი­თხო­ვენ, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ შე­წყდეს.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ლე­ვან იზო­რია გო­ნი­ო­ში, ზღვა­ში და­კარ­გუ­ლი ერთ-ერთი სამ­ხედ­როს, იაგო შა­რა­ძის დე­დას, ელე­ნე მაკ­რი­დისს ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა. ელე­ნე მაკ­რი­დის­მა მი­ნისტრს სთხო­ვა, არ შე­ე­წყვი­ტა სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლებ­და სი­ცო­ცხლეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"მი­ნის­ტრმა მი­თხრა, რომ თურ­ქულ­მა გემ­მა შე­წყვი­ტა სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ყვე­ლა ღონე იხ­მა­რეს, მაგ­რამ ვერ იპო­ვეს ცხედ­რე­ბი და თქვე­ნი შვი­ლი და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბაო. არ მინ­და შეგ­პირ­დეთ რა­მეს და იმე­დე­ბი გა­გიც­რუ­ო­თო. მე სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ძებ­ნის შე­წყვე­ტის, უნდა გაგ­რძელ­დეს სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სხვა ქვეყ­ნის გე­მე­ბი ჩა­მო­იყ­ვა­ნონ ამ ჩემი შვი­ლის ცხედ­რის გა­რე­შე ნა­პი­რი­დან ცო­ცხა­ლი არ წა­ვალ", - აღ­ნიშ­ნა ელე­ნე მაკ­რი­დის­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

"ჩემ შვილს დაკარგულად არ ვთვლი, ის ისევ სამხედრო სამსახურშია..." - რაზე ესაუბრა იაგო შარაძის დედას ტელეფონით თავდაცვის მინისტრი

"ჩემ შვილს დაკარგულად არ ვთვლი, ის ისევ სამხედრო სამსახურშია..." - რაზე ესაუბრა იაგო შარაძის დედას ტელეფონით თავდაცვის მინისტრი

11-დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა, შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. თურქეთის სამხედრო ეკიპაჟის გარდა დაკარგული ჯარისკაცების ძებნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც შეწყვიტა.

უწყების ინფორმაციით, ახლა შემდგომი პროცედურები დაიწყება, რაც წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვლილებად გამოცხადებასა და ოჯახების კომპენსირებას გულისხმობს. დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრები კი მოითხოვენ, სამძებრო სამუშაოები არ შეწყდეს.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოში, ზღვაში დაკარგული ერთ-ერთი სამხედროს, იაგო შარაძის დედას, ელენე მაკრიდისს ტელეფონით ესაუბრა. ელენე მაკრიდისმა მინისტრს სთხოვა, არ შეეწყვიტა სამძებრო ღონისძიებები, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით დაასრულებდა სიცოცხლეს.

იხილეთ ვიდეო

"მინისტრმა მითხრა, რომ თურქულმა გემმა შეწყვიტა სამძებრო ღონისძიებები. ყველა ღონე იხმარეს, მაგრამ ვერ იპოვეს ცხედრები და თქვენი შვილი დაკარგულად ითვლებაო. არ მინდა შეგპირდეთ რამეს და იმედები გაგიცრუოთო. მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ძებნის შეწყვეტის, უნდა გაგრძელდეს სამძებრო ღონისძიებები, სხვა ქვეყნის გემები ჩამოიყვანონ ამ ჩემი შვილის ცხედრის გარეშე ნაპირიდან ცოცხალი არ წავალ", - აღნიშნა ელენე მაკრიდისმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი