სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ასრულებს სანდრა რულოვსის პროტოტიპის როლს ხაინდრავას ფილმში - "ჩვენი ინტიმური კავშირი არ შედგა, რადგან ხელისუფალი ძალაუფლებას ვერ ერევა"
ვინ ასრულებს სანდრა რულოვსის პროტოტიპის როლს ხაინდრავას ფილმში - "ჩვენი ინტიმური კავშირი არ შედგა, რადგან ხელისუფალი ძალაუფლებას ვერ ერევა"

6 სექ­ტემ­ბრი­დან "იმე­დის" ეთერ­ში, გოგა ხა­ინ­დრა­ვას ფილ­მის "ჰე­როკ­რა­ტი­ის" ჩვე­ნე­ბა და­ი­წყე­ბა. ფილ­მი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ზე არის გა­და­ღე­ბუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის გან­ცხა­დე­ბით, რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზე არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

"ჰე­როკ­რა­ტი­ა­ში" ერთ-ერთ მთა­ვარ როლს ბა­ლე­რი­ნა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­თია ბუნ­ტუ­რი ას­რუ­ლებს. ნა­თია ბუნ­ტურს დღემ­დე სამ­სა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქო­ნია, ის ბოს­ტო­ნის, ნიუ-იორ­კის, პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტის სა­ბა­ლე­ტო და­სის წევ­რი იყო. თუმ­ცა, ბო­ლოს მა­ინც სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და ახლა მა­რი­ამ ალექ­სი­ძის სა­ბა­ლე­ტო და­სის სო­ლის­ტია. ბა­ლე­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად კი, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნია.

ნა­თია "ჰე­როკ­რა­ტი­ა­ში" პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლის, პირ­ვე­ლი ლე­დის როლს ას­რუ­ლებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ფილმში სან­დრა რუ­ლოვსს არის მიმსგავ­სე­ბუ­ლი, ამ­ბობს, რომ მისი პერ­სო­ნა­ჟი წარ­მო­სახ­ვი­თი გმი­რია და არა კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა. სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნა­ჟის შე­სა­ხებ, ნა­თია თა­ვად უამ­ბობს AMBEBI.GE-ს მკი­თხველს:

იხი­ლეთ ვი­დეო: ძა­ლა­დო­ბის სცე­ნე­ბი და მძი­მე კად­რე­ბი ხა­ინ­დრა­ვას სე­რი­ა­ლის თრე­ი­ლერ­ში

- ნა­თია, რო­გორ მოხ­ვდი სე­რი­ალ­ში?

- კას­ტინგზე მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­გორც ჩანს, რე­ჟი­სორს ჩემი ტი­პა­ჟი მო­ე­წო­ნა, მე­ო­რე კას­ტინგზე და­მი­ბა­რეს, გა­ვი­ა­რეთ ტექ­სტე­ბი და და­მამ­ტკი­ცეს. კი­ნო­ში არას­დროს მი­მუ­შა­ვია და ეს ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა. ფილმში მე ვარ პირ­ვე­ლი ლედი, მთა­ვა­რი გმი­რის მე­უღ­ლე ვარ, რო­მე­ლიც წარ­მო­სახ­ვი­თი პერ­სო­ნა­ჟია. ჩემს გმირს უფრო მეტი დატ­ვირ­თვა აქვს, ვიდ­რე მხო­ლოდ პირ­ველ ლე­დის. ეს არის ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რომ­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბაც სურს მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს. ფილმში ბევ­რჯერ ვიც­ვლი იმიჯს, ყვე­ლა სცე­ნარ­ში სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ტი­პა­ჟი ვარ. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი არის ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რო­მელ­საც მხო­ლოდ ხე­ლი­სუ­ფა­ლი ამ­ჩნევს.

- სან­დრა რუ­ლოვ­სი არ არის?

- სან­დრა არ არის, პერ­სო­ნაჟს ჰქვია ლეა. ბევ­რი სცე­ნაა, სა­დაც ის მოძ­რა­ობს, მაგ­რამ ამას მხო­ლოდ პირ­ვე­ლი პირი ხე­დავს, რაც სხვე­ბის­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლია. სან­დრას პრო­ტო­ტი­პი არ არის, მე აჩ­რდი­ლი ვარ. თა­ვი­დან როცა მთა­ვარ პერ­სო­ნაჟს პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩე­ვენ, მას­თან ერ­თად მე­უღ­ლის რან­გში ვარ ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში, ცოლ-ქმრუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვაქვს, როცა ფილ­მს ნა­ხავთ, მიხ­ვდე­ბით ყვე­ლა­ფერს. ხე­ლი­სუ­ფალს სულ აქვს ჩემი და­კარ­გვის შიში.

- ამ­ბო­ბენ, რომ ფილმში ერო­ტი­უ­ლი სცე­ნე­ბიც არის...

- არ არის ერო­ტი­უ­ლი სცე­ნე­ბი, მთლი­ა­ნად ეს­თე­ტი­კა­ზეა აგე­ბუ­ლი ჩემი სცე­ნე­ბი და თუ სად­მე სა­ძი­ნებ­ლის სცე­ნაა, ამას ერო­ტი­კას ვერ და­ვარ­ქმევ. მე ერო­ტი­კა არ მი­თა­მა­შია, ვი­თა­მა­შე პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც არა­რე­ა­ლუ­რია და აქვს დიდი ძალა. მხატ­ვრუ­ლად თავ­გა­სარ­თმე­ვი იყო. აქ სულ სხვა აზრი დევს, ჩვე­ნი ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რი არ შედ­გა, იმი­ტომ რომ ვერ ერე­ვა ხე­ლი­სუ­ფა­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბას.

- ფილ­მს უკვე მოყ­ვა კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი, რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რია ეს შე­ფა­სე­ბე­ბი?

- ერთ-ერთი ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რის კო­მენ­ტა­რი ვნა­ხე და მთე­ლი ღამე ვერ და­ვი­ძი­ნე. ის წერ­და, რე­ა­ლო­ბა ბევ­რად უფრო მტკივ­ნე­უ­ლი იყოო. არ მეს­მის რა­ტომ წე­რენ ცუდ კო­მენ­ტა­რებს, თუმ­ცა ფილ­მი, სპექ­ტაკ­ლი ყვე­ლას ვერ მო­ე­წო­ნე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­ში დიდი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი და შე­ფა­სე­ბი­სას სა­ზო­გა­დო­ე­ბა ზო­მი­ე­რი უნდა იყოს. უნდა ეს­მო­დეს, რომ ეს ბევ­რი ნა­თე­ნე­ბი ღა­მის ფა­სად არის გა­კე­თე­ბუ­ლი.

- ამ­ბო­ბენ, რომ სე­რი­ა­ლის ახლა ჩვე­ნე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ხრი­კია...

- წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ასეთ პა­რა­ლე­ლებს გა­ავ­ლებ­დნენ. ფილ­მის გა­და­ღე­ბა შარ­შან და­ი­წყო და გარ­კვე­ულ სცე­ნებ­ზე უფრო მეტი დრო დას­ჭირ­დათ, ვიდ­რე ეგო­ნათ. სა­ნამ არ შე­იკ­რა, არ მოხ­და ჩვე­ნე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ვინ ასრულებს სანდრა რულოვსის პროტოტიპის როლს ხაინდრავას ფილმში - "ჩვენი ინტიმური კავშირი არ შედგა, რადგან ხელისუფალი ძალაუფლებას ვერ ერევა"

ვინ ასრულებს სანდრა რულოვსის პროტოტიპის როლს ხაინდრავას ფილმში - "ჩვენი ინტიმური კავშირი არ შედგა, რადგან ხელისუფალი ძალაუფლებას ვერ ერევა"

6 სექტემბრიდან "იმედის" ეთერში, გოგა ხაინდრავას ფილმის "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყება. ფილმი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზე არის გადაღებული და შემოქმედებითი ჯგუფის განცხადებით, რეალურ ფაქტებზე არის დაფუძნებული.

"ჰეროკრატიაში" ერთ-ერთ მთავარ როლს ბალერინა და ტელეწამყვანი ნათია ბუნტური ასრულებს. ნათია ბუნტურს დღემდე სამსახიობო გამოცდილება არ ჰქონია, ის ბოსტონის, ნიუ-იორკის, პენსილვანიის შტატის საბალეტო დასის წევრი იყო. თუმცა, ბოლოს მაინც საქართველოში დაბრუნდა და ახლა მარიამ ალექსიძის საბალეტო დასის სოლისტია. ბალეტის პარალელურად კი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე დილის გადაცემის წამყვანია.

ნათია "ჰეროკრატიაში" პრეზიდენტის მეუღლის, პირველი ლედის როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფილმში სანდრა რულოვსს არის მიმსგავსებული, ამბობს, რომ მისი პერსონაჟი წარმოსახვითი გმირია და არა კონკრეტული პიროვნება. საკუთარი პერსონაჟის შესახებ, ნათია თავად უამბობს AMBEBI.GE-ს მკითხველს:

იხილეთ ვიდეო: ძალადობის სცენები და მძიმე კადრები ხაინდრავას სერიალის თრეილერში

- ნათია, როგორ მოხვდი სერიალში?

- კასტინგზე მივიღე მონაწილეობა, როგორც ჩანს, რეჟისორს ჩემი ტიპაჟი მოეწონა, მეორე კასტინგზე დამიბარეს, გავიარეთ ტექსტები და დამამტკიცეს. კინოში არასდროს მიმუშავია და ეს ჩემთვის საინტერესოა. ფილმში მე ვარ პირველი ლედი, მთავარი გმირის მეუღლე ვარ, რომელიც წარმოსახვითი პერსონაჟია. ჩემს გმირს უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე მხოლოდ პირველ ლედის. ეს არის ძალაუფლება, რომლის ხელში ჩაგდებაც სურს მთავარი როლის შემსრულებელს. ფილმში ბევრჯერ ვიცვლი იმიჯს, ყველა სცენარში სხვადასხვანაირი ტიპაჟი ვარ. ჩემი პერსონაჟი არის ძალაუფლება, რომელსაც მხოლოდ ხელისუფალი ამჩნევს.

- სანდრა რულოვსი არ არის?

- სანდრა არ არის, პერსონაჟს ჰქვია ლეა. ბევრი სცენაა, სადაც ის მოძრაობს, მაგრამ ამას მხოლოდ პირველი პირი ხედავს, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველია. სანდრას პროტოტიპი არ არის, მე აჩრდილი ვარ. თავიდან როცა მთავარ პერსონაჟს პრეზიდენტად აირჩევენ, მასთან ერთად მეუღლის რანგში ვარ ინაუგურაციაზე. დანარჩენ შემთხვევაში, ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ გვაქვს, როცა ფილმს ნახავთ, მიხვდებით ყველაფერს. ხელისუფალს სულ აქვს ჩემი დაკარგვის შიში.

- ამბობენ, რომ ფილმში ეროტიული სცენებიც არის...

- არ არის ეროტიული სცენები, მთლიანად ესთეტიკაზეა აგებული ჩემი სცენები და თუ სადმე საძინებლის სცენაა, ამას ეროტიკას ვერ დავარქმევ. მე ეროტიკა არ მითამაშია, ვითამაშე პერსონაჟი, რომელიც არარეალურია და აქვს დიდი ძალა. მხატვრულად თავგასართმევი იყო. აქ სულ სხვა აზრი დევს, ჩვენი ინტიმური კავშირი არ შედგა, იმიტომ რომ ვერ ერევა ხელისუფალი ძალაუფლებას.

- ფილმს უკვე მოყვა კრიტიკული შეფასებები, რამდენად ობიექტურია ეს შეფასებები?

- ერთ-ერთი ყოფილი პატიმრის კომენტარი ვნახე და მთელი ღამე ვერ დავიძინე. ის წერდა, რეალობა ბევრად უფრო მტკივნეული იყოო. არ მესმის რატომ წერენ ცუდ კომენტარებს, თუმცა ფილმი, სპექტაკლი ყველას ვერ მოეწონება. ამ ყველაფერში დიდი შრომაა ჩადებული და შეფასებისას საზოგადოება ზომიერი უნდა იყოს. უნდა ესმოდეს, რომ ეს ბევრი ნათენები ღამის ფასად არის გაკეთებული.

- ამბობენ, რომ სერიალის ახლა ჩვენება წინასაარჩევნო ხრიკია...

- წარმომედგინა, რომ ასეთ პარალელებს გაავლებდნენ. ფილმის გადაღება შარშან დაიწყო და გარკვეულ სცენებზე უფრო მეტი დრო დასჭირდათ, ვიდრე ეგონათ. სანამ არ შეიკრა, არ მოხდა ჩვენება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი