პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფლორიდაში ვლადიმერ პუტინი დააკავეს, ოღონდ არა ის...
 ფლორიდაში ვლადიმერ პუტინი დააკავეს, ოღონდ არა ის...

ფლო­რი­დის შტა­ტის ქა­ლაქ უესტ-პალმ-ბიჩ­ში 48 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს ვლა­დი­მერ პუ­ტინს უწო­დებ­და. იგი ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში შე­იჭ­რა, დე­ბო­ში მო­ა­წყო და უარს ამ­ბობ­და მა­ღა­ზი­ის და­ტო­ვე­ბა­ზე. რო­გორც უცხო­უ­რი მე­დია წერს, მას შემ­დეგ, რაც სუ­პერ­მარ­კე­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აგ­რე­სი­უ­ლი მა­მა­კა­ცის დამ­შვი­დე­ბა ვერ შეძ­ლეს, პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს.

და­კა­ვე­ბუ­ლი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი უსახ­ლკა­რო აღ­მოჩ­ნდა. ჟურ­ნა­ლის­ტი გან­მარ­ტავს, რომ ეს არ არის რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი. პო­ლი­ცი­ამ ამე­რი­კე­ლი პუ­ტი­ნი და­ა­კა­ვა და ბრა­ლად წა­უ­ყე­ნა უკა­ნო­ნოდ ყოფ­ნა სხვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და და­კა­ვე­ბის დროს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა.

და­კა­ვე­ბულ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად უარი გა­ნა­ცხა­და ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა­ზე და პო­ლი­ცი­ამ ის ჯონ ჯოუს სა­ხე­ლით და­ა­რე­გის­ტრი­რა, თუმ­ცა, პო­ლი­ცი­ის და­კა­ვე­ბის ოქ­მში ის უკვე ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სა­ხე­ლით და გვა­რი­თაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამე­რი­კე­ლი პუ­ტი­ნი 1000 დო­ლა­რის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

ფლორიდაში ვლადიმერ პუტინი დააკავეს, ოღონდ არა ის...

 ფლორიდაში ვლადიმერ პუტინი დააკავეს, ოღონდ არა ის...

ფლორიდის შტატის ქალაქ უესტ-პალმ-ბიჩში 48 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც საკუთარ თავს ვლადიმერ პუტინს უწოდებდა. იგი ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა, დებოში მოაწყო და უარს ამბობდა მაღაზიის დატოვებაზე. როგორც უცხოური მედია წერს, მას შემდეგ, რაც სუპერმარკეტის თანამშრომლებმა აგრესიული მამაკაცის დამშვიდება ვერ შეძლეს, პოლიცია გამოიძახეს.

დაკავებული ვლადიმერ პუტინი უსახლკარო აღმოჩნდა. ჟურნალისტი განმარტავს, რომ ეს არ არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. პოლიციამ ამერიკელი პუტინი დააკავა და ბრალად წაუყენა უკანონოდ ყოფნა სხვის ტერიტორიაზე და დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევა.

დაკავებულმა თავდაპირველად უარი განაცხადა ვინაობის გამჟღავნებაზე და პოლიციამ ის ჯონ ჯოუს სახელით დაარეგისტრირა, თუმცა, პოლიციის დაკავების ოქმში ის უკვე ვლადიმერ პუტინის სახელით და გვარითაა დაფიქსირებული. მოგვიანებით, ამერიკელი პუტინი 1000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა