პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ტიტული ხელახლა უნდა მოვიპოვო" - ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან
"ყველა ტიტული ხელახლა უნდა მოვიპოვო" - ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან

ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვილ­მა რიოს ოლიმ­პი­ა­და­ზე ზღვა სი­ხა­რუ­ლი მოგ­ვი­ტა­ნა, თუმ­ცა იგი სი­ა­მა­ყის სა­ფუძ­ველს ძა­ლი­ან ხში­რად გვაძ­ლევს და წარ­მა­ტე­ბე­ბი­თაც გვა­ნე­ბივ­რებს. გო­რე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე 25 წლი­საა და უკვე ევ­რო­პის 2-გზის, აგ­რეთ­ვე, მსოფ­ლი­ოს და ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნია.

რი­ო­ში ხინ­ჩე­გაშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ მა­ღა­ლი კლა­სის სპორ­ტსმე­ნი და სუ­პერკლა­სის მო­ჭი­და­ვეა. მან 2012 წელს ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი აიღო, წლე­ულს რი­ო­ში კი, ზუს­ტად 19 აგ­ვის­ტოს, ფე­რიც­ვა­ლე­ბას, მის­მა ოლიმ­პი­ურ­მა მე­დალ­მა "ფერი იც­ვა­ლა" და დამ­სა­ხუ­რე­ბულ ოქ­როდ გა­და­იქ­ცა.

ლა­დოს თით­ქმის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ჯიბ­რე­ბის შემ­დეგ სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­უ­ზი­ა­რე­ბია გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის მო­საზ­რე­ბე­ბი თა­ვი­სი ას­პა­რე­ზო­ბის შე­სა­ხებ.

ახლა, ძი­რი­თა­დად, სწო­რედ რიოს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის თა­ო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რეთ.

- 25 წლის ასაკ­ში ფლობთ ყვე­ლა იმ ტი­ტულს, რო­მე­ლიც მო­ჭი­და­ვეს შე­უძ­ლია, რომ კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე და­იმ­სა­ხუ­როს...

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს დიდი პლუ­სია რო­გორც სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის­თვის, ისე ჩემი ცხოვ­რე­ბის­თვის. ახლა გა­ცი­ლე­ბით მშვი­დად ვიქ­ნე­ბი. ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დატ­ვირ­თვა, რად­გან ყვე­ლა ტი­ტუ­ლი მო­პო­ვე­ბუ­ლი მაქვს და ამი­ე­რი­დან მე­ო­რედ უნდა შე­ვუდ­გე მათ­თვის ბრძო­ლას.

- ეს ფაქ­ტო­რი რო­გორ იმოქ­მე­დებს სა­მო­მავ­ლოდ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე?

- მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბა მე­ო­რედ უფრო გა­მი­ად­ვილ­და, ვიდ­რე პირ­ვე­ლად. უკვე მიღ­წე­უ­ლი სიმ­შვი­დის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს და მე­ო­რედ მის­თვის და­მა­ტე­ბი­თი წნე­ხის გა­რე­შე ვიბ­რძვი.

- გარ­და მედ­ლე­ბის ხა­რის­ხი­სა, რით იყო რი­ო­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თქვე­ნი გა­მოს­ვლა ლონ­დონ­თან შე­და­რე­ბით?

- უწი­ნა­რე­სად, გა­მოც­დი­ლე­ბით. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს ორი იმ­დე­ნი გა­ვი­ა­რე, რაც ლონ­დო­ნამ­დე მქონ­და გავ­ლი­ლი. მარ­თა­ლია, ლონ­დონ­შიც უკვე ვით­ვლე­ბო­დი ფა­ვო­რი­ტებს შო­რის, მაგ­რამ რი­ო­ში ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც ბევ­რად წინ ვი­ყა­ვი. თა­ნაც, ახლა უფრო დახ­ვე­წი­ლი მქონ­და ჭი­და­ო­ბის სტი­ლი. სპორ­ტსმე­ნი ყო­ვე­ლი შე­ჯიბ­რე­ბის შემ­დეგ იზ­რდე­ბა. მეც გა­ვი­ზარ­დე ყვე­ლა ას­პექ­ტში, თუმ­ცა პროგ­რე­სი ჯერ არ და­მიმ­თავ­რე­ბია.

- ოლიმ­პი­ა­და­ზე შემ­თხვე­ვით არ ხვდე­ბი­ან და ეს პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ში სა­ნა­ევ­თა­ნაც გა­მოჩ­ნდა...

- რო­დე­საც ჩემ­პი­ო­ნო­ბა­ზე ფიქ­რობ, ცხა­დია, არ უნდა წა­ა­გო და ყვე­ლა პა­ექ­რო­ბა­ზე ისე­თი გან­წყო­ბით უნდა გახ­ვი­დე, რო­გორც ფი­ნალ­ზე. თა­ნაც სა­ნა­ე­ვი (ყა­ზა­ხე­თი) ხომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მო­ჭი­და­ვეა. იგი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც და­ვა­მარ­ცხე, მაგ­რამ მე­ტად და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში 7:6. მას­თან ამ­ჯე­რა­დაც სა­თა­ნა­დოდ გან­წყო­ბი­ლი გა­ვე­დი და, მარ­თა­ლია, ისევ მი­ნი­მა­ლუ­რი ან­გა­რი­შით, 4:3 ვა­ჯო­ბე, მაგ­რამ შეხ­ვედ­რის დი­ნა­მი­კას სა­ი­მე­დოდ ვა­კონ­ტრო­ლებ­დი.

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მშრა­ლი სტა­ტის­ტი­კის უკან ბევ­რი დე­ტა­ლია, მაგ­რამ ამ ოლიმ­პი­ა­და­ზე ამ ან­გა­რი­შით სამ­ჯერ იმარ­ჯვეთ, ოღონდ ჩან­და, რომ თავ­და­ჯე­რე­ბას არც ან­გა­რიშ­ში ჩა­მორ­ჩე­ნი­სას კარ­გავ­დით...

- სწო­რად შე­გი­ნიშ­ნავთ, ყვე­ლა შეხ­ვედ­რას მარ­თლაც ვა­კონ­ტრო­ლებ­დი და, შე­საძ­ლოა, მა­ინ­ცდა­მა­ინც ნა­ხე­ვარ წუთ­ში რა უნდა მომ­ხდა­რი­ყო, გათ­ვლი­ლი არ მექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ სა­და­ვე­ე­ბი ხე­ლი­დან არ­ცერ­თხელ გამ­ქცე­ვია, თუ არ ჩავ­თვლით აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ალი­ევ­თან პა­ექ­რო­ბას... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ყველა ტიტული ხელახლა უნდა მოვიპოვო" - ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან

"ყველა ტიტული ხელახლა უნდა მოვიპოვო" - ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე ზღვა სიხარული მოგვიტანა, თუმცა იგი სიამაყის საფუძველს ძალიან ხშირად გვაძლევს და წარმატებებითაც გვანებივრებს. გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 25 წლისაა და უკვე ევროპის 2-გზის, აგრეთვე, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია.

რიოში ხინჩეგაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის სპორტსმენი და სუპერკლასის მოჭიდავეა. მან 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აიღო, წლეულს რიოში კი, ზუსტად 19 აგვისტოს, ფერიცვალებას, მისმა ოლიმპიურმა მედალმა "ფერი იცვალა" და დამსახურებულ ოქროდ გადაიქცა.

ლადოს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრების შემდეგ სიამოვნებით გაუზიარებია გულშემატკივრებისთვის მოსაზრებები თავისი ასპარეზობის შესახებ.

ახლა, ძირითადად, სწორედ რიოს ოლიმპიური თამაშების თაობაზე ვისაუბრეთ.

- 25 წლის ასაკში ფლობთ ყველა იმ ტიტულს, რომელიც მოჭიდავეს შეუძლია, რომ კარიერის მანძილზე დაიმსახუროს...

- რასაკვირველია, ეს დიდი პლუსია როგორც სპორტული კარიერისთვის, ისე ჩემი ცხოვრებისთვის. ახლა გაცილებით მშვიდად ვიქნები. ნაკლები იქნება ფსიქოლოგიური დატვირთვა, რადგან ყველა ტიტული მოპოვებული მაქვს და ამიერიდან მეორედ უნდა შევუდგე მათთვის ბრძოლას.

- ეს ფაქტორი როგორ იმოქმედებს სამომავლოდ მოტივაციაზე?

- მაგალითად, ევროპის ჩემპიონობა მეორედ უფრო გამიადვილდა, ვიდრე პირველად. უკვე მიღწეული სიმშვიდის საფუძველს მაძლევს და მეორედ მისთვის დამატებითი წნეხის გარეშე ვიბრძვი.

- გარდა მედლების ხარისხისა, რით იყო რიოში განსხვავებული თქვენი გამოსვლა ლონდონთან შედარებით?

- უწინარესად, გამოცდილებით. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ორი იმდენი გავიარე, რაც ლონდონამდე მქონდა გავლილი. მართალია, ლონდონშიც უკვე ვითვლებოდი ფავორიტებს შორის, მაგრამ რიოში ამ თვალსაზრისითაც ბევრად წინ ვიყავი. თანაც, ახლა უფრო დახვეწილი მქონდა ჭიდაობის სტილი. სპორტსმენი ყოველი შეჯიბრების შემდეგ იზრდება. მეც გავიზარდე ყველა ასპექტში, თუმცა პროგრესი ჯერ არ დამიმთავრებია.

- ოლიმპიადაზე შემთხვევით არ ხვდებიან და ეს პირველივე შეხვედრაში სანაევთანაც გამოჩნდა...

- როდესაც ჩემპიონობაზე ფიქრობ, ცხადია, არ უნდა წააგო და ყველა პაექრობაზე ისეთი განწყობით უნდა გახვიდე, როგორც ფინალზე. თანაც სანაევი (ყაზახეთი) ხომ ძალიან ძლიერი მოჭიდავეა. იგი მსოფლიოს ჩემპიონატზეც დავამარცხე, მაგრამ მეტად დაძაბულ ბრძოლაში 7:6. მასთან ამჯერადაც სათანადოდ განწყობილი გავედი და, მართალია, ისევ მინიმალური ანგარიშით, 4:3 ვაჯობე, მაგრამ შეხვედრის დინამიკას საიმედოდ ვაკონტროლებდი.

- რასაკვირველია, მშრალი სტატისტიკის უკან ბევრი დეტალია, მაგრამ ამ ოლიმპიადაზე ამ ანგარიშით სამჯერ იმარჯვეთ, ოღონდ ჩანდა, რომ თავდაჯერებას არც ანგარიშში ჩამორჩენისას კარგავდით...

- სწორად შეგინიშნავთ, ყველა შეხვედრას მართლაც ვაკონტროლებდი და, შესაძლოა, მაინცდამაინც ნახევარ წუთში რა უნდა მომხდარიყო, გათვლილი არ მექნებოდა, მაგრამ სადავეები ხელიდან არცერთხელ გამქცევია, თუ არ ჩავთვლით აზერბაიჯანელ ალიევთან პაექრობას... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი