პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგების გამოცდის შედეგებზე - აღნიშნულ შედეგებში განსაკუთრებით ცუდი არაფერია
ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგების გამოცდის შედეგებზე - აღნიშნულ შედეგებში განსაკუთრებით ცუდი არაფერია

ჩემი აზ­რით, ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოც­და, რო­მე­ლიც პრე­ტენ­დენ­ტე­ბის 70%-80%-ს ჩაჭ­რის ან ბა­რი­ერს ვერ გა­და­ა­ლა­ხი­ნებს, მგო­ნია, რომ არ არის კარ­გი გა­მოც­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს მას­წავ­ლებ­ლის საგ­ნის გა­მოც­დის შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მი­ნის­ტრის მო­საზ­რე­ბით, აღ­ნიშ­ნულ შე­დე­გებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ცუდი არა­ფე­რია.

"ვფიქ­რობ, პრობ­ლე­მა არ გვაქვს. გვაქვს კი­დევ ერთი გა­მოც­დის შე­დე­გე­ბი. ჩემი პო­ზი­ცია ამ გა­მოც­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იცით. ჩემი აზ­რით, ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოც­და, რო­მე­ლიც პრე­ტენ­დენ­ტე­ბის 70%-80%-ს ჩაჭ­რის ან ბა­რი­ერს ვერ გა­და­ა­ლა­ხი­ნებს, მგო­ნია, რომ არ არის კარ­გი გა­მოც­და. ეს დღეს უკვე იმ­დე­ნად პრობ­ლე­მა არ არის, რო­გორც იყო, რად­გან ჩვენ მას­წავ­ლებ­ლებს უკვე დავ­პირ­დით, რომ იქ­ნე­ბა გა­მოც­დის ბევ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. საგ­ნის გა­მოც­და მხო­ლოდ ერთი მე­თო­დი იქ­ნე­ბა, ასე­ვე იქ­ნე­ბა პე­და­გო­გი­კის უნა­რე­ბის გა­მოც­და, ადრე იყო და და­ვაბ­რუ­ნებთ, ოღონდ ეს იქ­ნე­ბა არ­ჩე­ვი­თი. მას­წავ­ლებ­ლებს ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­და­წყვი­ტონ რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიდ­ნენ. ასე­ვე, გვექ­ნე­ბა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, მას­წავ­ლებ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ბავ­შვებ­თან, მშობ­ლებ­თან, ოჯა­ხებ­თან მუ­შა­ო­ბა, რათა ბავ­შვე­ბი მე­ტად და­ა­მო­ტი­ვი­რონ, მა­გა­ლი­თად, პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის კუ­თხით ან პატ­რი­ო­ტიზ­მის კუ­თხით", - აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი ფიქ­რობს, რომ პე­და­გოგ­თა საგ­ნის გა­მოც­დე­ბი მო­მა­ვალ­შიც გა­ი­მარ­თე­ბა, თუმ­ცა სა­ბო­ლოო შე­დე­გის დად­გო­მა­ში ეს მხო­ლოდ ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი იქ­ნე­ბა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას­წავ­ლებ­ლებს სა­ვა­რა­უ­დოდ შე­მოდ­გო­მა­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი ექ­ნე­ბათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან 2016 წლის ზა­ფხულ­ში ჩა­ტა­რე­ბულ საგ­ნის გა­მოც­დის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ო­ბა­ზე, სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­თხო­ვა.

2016 წლის ზა­ფხუ­ლის საგ­ნის გა­მოც­და­ზე 22 799 მას­წავ­ლე­ბე­ლი/მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი და­რე­გის­ტრირ­და. მათ­გან გა­მოც­და­ზე არ გა­მო­ცხად­და 5 662.

საგ­ნის გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი 17 137 მას­წავ­ლებ­ლი­დან და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი­დან, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რის გა­და­ლახ­ვა 13 673-მა ვერ მო­ა­ხერ­ხა.

2016 წლის ზა­ფხულ­ში ჩა­ტა­რე­ბულ საგ­ნის გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი და­წყე­ბი­თი კლა­სის 3024 მას­წავ­ლებ­ლი­დან და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი­დან, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი მხო­ლოდ 31-მა გა­და­ლა­ხა.

ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგების გამოცდის შედეგებზე - აღნიშნულ შედეგებში განსაკუთრებით ცუდი არაფერია

ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგების გამოცდის შედეგებზე - აღნიშნულ შედეგებში განსაკუთრებით ცუდი არაფერია

ჩემი აზრით, ნებისმიერი გამოცდა, რომელიც პრეტენდენტების 70%-80%-ს ჩაჭრის ან ბარიერს ვერ გადაალახინებს, მგონია, რომ არ არის კარგი გამოცდა, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს მასწავლებლის საგნის გამოცდის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

მინისტრის მოსაზრებით, აღნიშნულ შედეგებში განსაკუთრებით ცუდი არაფერია.

"ვფიქრობ, პრობლემა არ გვაქვს. გვაქვს კიდევ ერთი გამოცდის შედეგები. ჩემი პოზიცია ამ გამოცდებთან დაკავშირებით იცით. ჩემი აზრით, ნებისმიერი გამოცდა, რომელიც პრეტენდენტების 70%-80%-ს ჩაჭრის ან ბარიერს ვერ გადაალახინებს, მგონია, რომ არ არის კარგი გამოცდა. ეს დღეს უკვე იმდენად პრობლემა არ არის, როგორც იყო, რადგან ჩვენ მასწავლებლებს უკვე დავპირდით, რომ იქნება გამოცდის ბევრი ალტერნატივა. საგნის გამოცდა მხოლოდ ერთი მეთოდი იქნება, ასევე იქნება პედაგოგიკის უნარების გამოცდა, ადრე იყო და დავაბრუნებთ, ოღონდ ეს იქნება არჩევითი. მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, გადაწყვიტონ რომელი მიმართულებით წავიდნენ. ასევე, გვექნება კრიტერიუმები, მასწავლებლის სოციალური აქტივობა, ბავშვებთან, მშობლებთან, ოჯახებთან მუშაობა, რათა ბავშვები მეტად დაამოტივირონ, მაგალითად, პროფესიული ორიენტაციის კუთხით ან პატრიოტიზმის კუთხით", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრი ფიქრობს, რომ პედაგოგთა საგნის გამოცდები მომავალშიც გაიმართება, თუმცა საბოლოო შედეგის დადგომაში ეს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი იქნება. მისივე ინფორმაციით, მასწავლებლებს სავარაუდოდ შემოდგომაზე ჩამოყალიბებული ალტერნატივები ექნებათ.

"ინტერპრესნიუსმა" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდის სტატისტიკური მონაცემების თაობაზე, საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

2016 წლის ზაფხულის საგნის გამოცდაზე 22 799 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. მათგან გამოცდაზე არ გამოცხადდა 5 662.

საგნის გამოცდაზე გასული 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა 13 673-მა ვერ მოახერხა.

2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე გასული დაწყებითი კლასის 3024 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 31-მა გადალახა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."