მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ლორთქიფანიძე გერმანიაში გოეთეს მედლით დაჯილდოვდა
დავით ლორთქიფანიძე გერმანიაში გოეთეს მედლით დაჯილდოვდა

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტი და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო ორ­დე­ნით, გო­ე­თეს მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია 28 აგ­ვის­ტოს ვა­ი­მა­რის სა­სახ­ლე­ში გა­ი­მარ­თა. და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს ჯილ­დო გო­ე­თეს ინ­სტი­ტუ­ტის პრე­ზი­დენ­ტმა, ჰანს-დი­ტერ ლე­მან­მა გა­დას­ცა.

გო­ე­თეს მე­და­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად, გო­ე­თეს ინ­სტი­ტუ­ტის ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სის ჟი­უ­რის მიერ არ­ჩე­ულ სამ უცხო­ელ კან­დი­დატს გა­და­ე­ცე­მა.

გო­ე­თეს მედ­ლით და­ჯილ­დო­ე­ბულ­თა შო­რის არი­ან მწე­რა­ლი გივი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი; ბრი­ტა­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი ნიკ მა­კგ­რე­გო­რი; ამე­რი­კე­ლი რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის­ტი რო­ბერტ უილ­სო­ნი; ინ­გლი­სე­ლი მწე­რა­ლი ჯონ ლე კარე; ის­რა­ე­ლე­ლი მუ­სი­კო­სი და დი­რი­ჟო­რი და­ნი­ელ ბა­რემ­ბო­ი­მი; უნ­გრე­ლი რე­ჟი­სო­რი იშტვან საბო და ავ­სტრი­ე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი სერ კარლ რა­ი­მუნდ პო­პე­რი.

წელს და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს­თან ერ­თად გო­ე­თეს მედ­ლით და­ჯილ­დოვ­დნენ ნი­გე­რი­ე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი და კუ­რა­ტო­რი აკინ­ბო­დე აკინ­ბი­ჯი, უკ­რა­ი­ნე­ლი მწე­რა­ლი, ესე­ის­ტი და მთარ­გმნე­ლი იური ან­დრუ­ხო­ვი­ჩი.

და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე გა­მო­ჩე­ნი­ლი პა­ლე­ო­ან­თრო­პო­ლო­გია. მისი კვლე­ვის შე­დე­გებ­მა, რო­მე­ლიც დმა­ნის­ში გა­თხრე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლი, 1,8 მი­ლი­ო­ნი წლის წი­ნან­დე­ლი, ად­რე­უ­ლი ჰო­მი­ნი­დე­ბის ნაშ­თებს ეფუძ­ნე­ბა, სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა ჩვე­ნი ცოდ­ნა უძ­ვე­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მათი გან­სახ­ლე­ბის შე­სა­ხებ. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი თა­ნა­მედ­რო­ვე და წამ­ყვან კულ­ტუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბად იქცა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მეც­ნი­ე­რი და მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი, აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მეც­ნი­ე­რებ­თან და სა­მეც­ნი­ე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­თან, მათ შო­რი­საა გო­ე­თეს ინ­სტი­ტუ­ტი და ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გერ­მა­ნე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა პრუ­სი­ის კულ­ტუ­რუ­ლი მე­მეკ­ვიდ­რო­ბის ფონ­დი და ფრან­კფურ­ტის ზენ­კენ­ბერ­გის მუ­ზე­უ­მი. და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ასე­ვე, ჰუმ­ბოლ­დტის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

დავით ლორთქიფანიძე გერმანიაში გოეთეს მედლით დაჯილდოვდა

დავით ლორთქიფანიძე გერმანიაში გოეთეს მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით, გოეთეს მედლით დაჯილდოვდა.

დაჯილდოების ცერემონია 28 აგვისტოს ვაიმარის სასახლეში გაიმართა. დავით ლორთქიფანიძეს ჯილდო გოეთეს ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ჰანს-დიტერ ლემანმა გადასცა.

გოეთეს მედალი ყოველწლიურად, გოეთეს ინსტიტუტის ცენტრალური ოფისის ჟიურის მიერ არჩეულ სამ უცხოელ კანდიდატს გადაეცემა.

გოეთეს მედლით დაჯილდოებულთა შორის არიან მწერალი გივი მარგველაშვილი; ბრიტანული მუზეუმის დირექტორი ნიკ მაკგრეგორი; ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი რობერტ უილსონი; ინგლისელი მწერალი ჯონ ლე კარე; ისრაელელი მუსიკოსი და დირიჟორი დანიელ ბარემბოიმი; უნგრელი რეჟისორი იშტვან საბო და ავსტრიელი ფილოსოფოსი სერ კარლ რაიმუნდ პოპერი.

წელს დავით ლორთქიფანიძესთან ერთად გოეთეს მედლით დაჯილდოვდნენ ნიგერიელი ფოტოგრაფი და კურატორი აკინბოდე აკინბიჯი, უკრაინელი მწერალი, ესეისტი და მთარგმნელი იური ანდრუხოვიჩი.

დავით ლორთქიფანიძე გამოჩენილი პალეოანთროპოლოგია. მისი კვლევის შედეგებმა, რომელიც დმანისში გათხრების შედეგად აღმოჩენილი, 1,8 მილიონი წლის წინანდელი, ადრეული ჰომინიდების ნაშთებს ეფუძნება, სრულიად შეცვალა ჩვენი ცოდნა უძველესი ადამიანების განვითარებისა და მათი განსახლების შესახებ. მისი ხელმძღვანელობით ეროვნული მუზეუმი თანამედროვე და წამყვან კულტურულ დაწესებულებად იქცა საქართველოში.

მეცნიერი და მუზეუმის დირექტორი, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებთან და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან, მათ შორისაა გოეთეს ინსტიტუტი და ისეთი მნიშვნელოვანი გერმანელი პარტნიორები, როგორებიცაა პრუსიის კულტურული მემეკვიდრობის ფონდი და ფრანკფურტის ზენკენბერგის მუზეუმი. დავით ლორთქიფანიძე, ასევე, ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება