პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც არ უნდა დაწეროთ, თქვენს უსექსობას ვერაფერს უშველის" - თინა ხიდაშელის მიმართვა "FB-ტროლებს"
"რაც არ უნდა დაწეროთ, თქვენს უსექსობას ვერაფერს უშველის" - თინა ხიდაშელის მიმართვა "FB-ტროლებს"

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე "ტრო­ლებს" მი­მარ­თავს:

"ბევ­რი ვი­ფიქ­რე და­მე­წე­რა თუ არა. სხვა ფორ­მა არ ვიცი რო­გორ შე­გეხ­მი­ა­ნოთ, თქვენ არც სა­ხე­ლი გაქვთ, არც გვა­რი, არც სახე და ამი­ტომ აქე­დან გი­პა­სუ­ხებთ.

ეს პოს­ტი იმ ტრო­ლებს ეძღვნე­ბა სა­კუ­თა­რი მა­მა­კა­ცუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბას ფბ-ზე გი­ნე­ბით რომ ახ­დე­ნენ;

ტრო­ლებს, ორი ათე­უ­ლი წე­ლია ხელ­გაშ­ვე­რი­ლე­ბი და პირ­და­ღე­ბუ­ლი რომ სხე­დან და ელი­ან პირ­ში ვინ რას ჩა­უ­დებთ;

ტრო­ლებს, დიდი მა­ხა­თი რომ უჭი­რავთ, და ერთი დღე ხელი არ გა­უნ­ძრე­ვი­ან არც სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს და არც ოჯა­ხე­ბის და­სა­ცა­ვად;

ტრო­ლებს, სხვი­სი წარ­მა­ტე­ბით რომ იბოღ­მე­ბი­ან და სიბ­ნე­ლის მო­რევ­ში იძი­რე­ბი­ან.

ყო­ვე­ლი გი­ნე­ბა, ყვე­ლა სი­ტყვა, რო­მელ­საც ჩემს კე­დელ­ზე წერთ მე არ მე­კა­რე­ბა, ნუ ირ­ჯე­ბით, ნერ­ვებ­ზე მოქ­მე­დებს, იმი­ტომ რომ ჩემი შვი­ლე­ბი ხში­რად არი­ან აქ და შე­საძ­ლოა ნა­ხონ, მე ვერ მავ­ნებს. გი­ნე­ბის ყო­ვე­ლი სი­ტყვა, ყო­ვე­ლი ბგე­რა მხო­ლოდ თქვენს ცვე­და­ნო­ბას, არა­კა­ცო­ბას, უსუ­სუ­რო­ბას, უგუ­ნუ­რო­ბას ადას­ტუ­რებს.

ნუ და­იხ­რჩო­ბით ბოღ­მის­გან.

თქვენ ალ­ბათ არც იცით ღირ­სე­ბა რას ნიშ­ნავს და ისიც ვიცი ამ პოსტს აზრი არ აქვს, მა­ინც ისე­ვე გა­აგ­რძე­ლებთ, მაგ­რამ ფბ-ზე რაც არ უნდა და­წე­როთ, ეს თქვენს სექ­სუ­ა­ლურ ფან­ტა­ზი­ებს, და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბას, უსექ­სო­ბას და უს­ქე­სო­ბას ვე­რა­ფერს უშ­ვე­ლის.

კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ და თქვე­ნი პატ­რო­ნე­ბი მო­მი­კი­თხეთ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"რაც არ უნდა დაწეროთ, თქვენს უსექსობას ვერაფერს უშველის" - თინა ხიდაშელის მიმართვა "FB-ტროლებს"

"რაც არ უნდა დაწეროთ, თქვენს უსექსობას ვერაფერს უშველის" - თინა ხიდაშელის მიმართვა "FB-ტროლებს"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ტროლებს" მიმართავს:

"ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა. სხვა ფორმა არ ვიცი როგორ შეგეხმიანოთ, თქვენ არც სახელი გაქვთ, არც გვარი, არც სახე და ამიტომ აქედან გიპასუხებთ.

ეს პოსტი იმ ტროლებს ეძღვნება საკუთარი მამაკაცური შესაძლებლობების დამტკიცებას ფბ-ზე გინებით რომ ახდენენ;

ტროლებს, ორი ათეული წელია ხელგაშვერილები და პირდაღებული რომ სხედან და ელიან პირში ვინ რას ჩაუდებთ;

ტროლებს, დიდი მახათი რომ უჭირავთ, და ერთი დღე ხელი არ გაუნძრევიან არც საკუთარი სამშობლოს და არც ოჯახების დასაცავად;

ტროლებს, სხვისი წარმატებით რომ იბოღმებიან და სიბნელის მორევში იძირებიან.

ყოველი გინება, ყველა სიტყვა, რომელსაც ჩემს კედელზე წერთ მე არ მეკარება, ნუ ირჯებით, ნერვებზე მოქმედებს, იმიტომ რომ ჩემი შვილები ხშირად არიან აქ და შესაძლოა ნახონ, მე ვერ მავნებს. გინების ყოველი სიტყვა, ყოველი ბგერა მხოლოდ თქვენს ცვედანობას, არაკაცობას, უსუსურობას, უგუნურობას ადასტურებს.

ნუ დაიხრჩობით ბოღმისგან.

თქვენ ალბათ არც იცით ღირსება რას ნიშნავს და ისიც ვიცი ამ პოსტს აზრი არ აქვს, მაინც ისევე გააგრძელებთ, მაგრამ ფბ-ზე რაც არ უნდა დაწეროთ, ეს თქვენს სექსუალურ ფანტაზიებს, დაუკმაყოფილებლობას, უსექსობას და უსქესობას ვერაფერს უშველის.

კარგად ბრძანდებოდეთ და თქვენი პატრონები მომიკითხეთ".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს