საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ყველაზე მასშტაბური აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც უსასტიკესი მეთოდებით ჩაახშეს
საქართველოს ყველაზე მასშტაბური აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც უსასტიკესი მეთოდებით ჩაახშეს

1924 წლის აჯან­ყე­ბა, ერთ-ერთი მძი­მე ფურ­ცე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. ეს იყო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის იდე­ის გაბ­რძო­ლე­ბა, რო­მე­ლიც ოკუ­პან­ტმა ქარ­თველ­თა ხე­ლით სას­ტი­კად ჩა­ახ­შო. რა უძღო­და წინ აჯან­ყე­ბას, ვინ იდგა სა­თა­ვე­ში - ამ და სხვა კი­თხებ­ზე პა­სუ­ხი ის­ტო­რი­კოს ბექა კო­ბა­ხი­ძეს ვთხო­ვეთ:

- 1921 წლის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ მა­ლე­ვე მოხ­და აჯან­ყე­ბა სვა­ნეთ­ში, მერე 1922 წელს ხევ­სუ­რეთ­ში ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით. ამის მერე შე­იქ­მნა სამ­ხედ­რო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებ­და, სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რებს და მა­შინ­დელ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას. ასე­ვე შე­იქ­მნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტი, იგი­ვე პა­რი­ტე­ტუ­ლი კო­მი­ტე­ტი, სა­დაც ყვე­ლა პარ­ტი­ის თითო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­დი­ო­და, რათა ეს ყო­ფი­ლი­ყო სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბა და არა მხო­ლოდ ერთი, რო­მე­ლი­მე ჯგუ­ფის ორი­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, "ჩეკა" მოქ­მე­დებ­და ძა­ლი­ან ძლი­ე­რად და და­უნ­დობ­ლად და 1923 წელს, სამ­ხედ­რო ცენ­ტრი გა­ცე­მულ იქნა და "ჩე­კამ" გა­მო­ამ­ჟღავ­ნა მისი წევ­რე­ბი (რომ­ლე­ბიც დახ­ვრი­ტეს დღე­ვან­დე­ლი ვა­კის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც სამ­წუ­ხა­როდ მერე კო­მუ­ნის­ტებ­მა ტუ­ა­ლე­ტი აა­შე­ნეს) ანუ ის ელი­ტა, ვი­საც უნდა ეხელ­მძღვა­ნე­ლა აჯან­ყე­ბი­სათ­ვის, ჩა­ვარ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აჯან­ყე­ბის­თვის მზა­დე­ბა გაგ­რძელ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვად მოქ­მე­დებ­და შე­ფი­ცულ­თა რაზ­მი ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით, ემიგ­რა­ცი­ი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ გა­მო­ჩე­ნი­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი მოღ­ვა­წე­ე­ბი: სა­ხალ­ხო გვარ­დი­ის მე­თა­უ­რი - ვა­ლი­კო ჯუ­ღე­ლი, თბი­ლი­სის ქა­ლა­ქის თავი ანუ მერი - ბე­ნია ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი, მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის მი­ნის­ტრი - ნოე ხო­მე­რი­კი და სხვა. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სხვა მი­ზა­ნი, გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა, არ არ­სე­ბობ­და. ეს თა­ნაბ­რად ეხე­ბათ, რო­გორც სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებს, ისე ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტებს. არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლამ­დე და­წე­რი­ლი ვა­ლი­კო ჯუ­ღე­ლის წე­რი­ლი, სა­დაც ის წერს - "თუ ჩვენ სამ­შობ­ლო­ში არ დავ­ბრუნ­დით და სამ­შობ­ლო არ ვიხ­სე­ნით, მა­შინ ჩვენს ცხოვ­რე­ბას რა აზრი აქ­ვსო". იყო სხვა ნი­უ­ან­სე­ბიც და ასე ნელ-ნელა მი­დი­ო­და მზა­დე­ბა 1924 წლის აჯან­ყე­ბი­სათ­ვის.

- ცნო­ბი­ლია, რომ აჯან­ყე­ბა მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თდრო­უ­ლად უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო 29 აგ­ვის­ტოს, თუმ­ცა ჭი­ა­თუ­რა­ში და­ი­წყო ერთი დღით ადრე 28 აგ­ვის­ტოს, რა­მაც აჯან­ყე­ბულ­თა გეგ­მე­ბი არია. რო­გორ ფიქ­რობთ, 29 აგ­ვის­ტოს რომ და­წყე­ბუ­ლი­ყო, შე­დე­გი შე­იც­ვლე­ბო­და, თუ უბ­რა­ლოდ დრო­ში გა­ი­წე­ლე­ბო­და აჯან­ყე­ბა, თუმ­ცა დას­რულ­დე­ბო­და იმა­ვე შე­დე­გით?

- ის­ტო­რი­ას არ უყ­ვარს "თუ" კა­ტე­გო­რია, მაგ­რამ დიდი ალ­ბა­თო­ბით დრო­ში გა­ი­წე­ლე­ბო­და და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მა­ინც იმ შე­დე­გით დას­რულ­დე­ბო­და, რო­გორც დას­რულ­და, ვი­ნა­ი­დან აჯან­ყე­ბუ­ლებს არ ჰქონ­დათ საკ­მა­რი­სი არც ადა­მი­ა­ნუ­რი, არც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი და არც შე­ი­ა­რა­ღე­ბა, რა­საც ვერ ვი­ტყვით იმ დრო­ინ­დელ ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც ზურგს უმაგ­რებ­და რუ­სე­თი. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ამ დროს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი უკვე შე­სუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. 1924 წელს საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ამ­ყა­რა ბრი­ტა­ნეთ­მა (ამ დროს ბრი­ტა­ნეთ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში პირ­ვე­ლი ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი მთავ­რო­ბა იყო, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და რამ­ზეი მაკ­დო­ნალდსი, რო­მე­ლიც 1920 წელს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და), რო­მე­ლიც იმ დროს ძა­ლი­ან ან­გა­რიშ­გა­სა­წევ ძა­ლას წარ­მო­ად­გენ­და, არა მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი მას­შტა­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, ში­ნა­გა­ნად ბევ­რი და­სავ­ლუ­რი ქვე­ყა­ნა უთა­ნაგ­რძნობ­და პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს, თუმ­ცა უკვე გაძ­ლი­ე­რე­ბულ და შინა ომებ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან სა­ქარ­თვე­ლოს გამო არა­ვინ გა­ი­ფუ­ჭებ­და ურ­თი­ერ­თო­ბას. ის კი არა, გა­ცი­ლე­ბით დიდი მას­შტა­ბის მოვ­ლე­ნის, 1940 წლის ფი­ნეთ­თან ომის დრო­საც ვერ მოხ­და და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როს მო­ბი­ლი­ზე­ბა.

- რამ­დე­ნად ჯე­როვ­ნა­დაა შეს­წავ­ლი­ლი ეს აჯან­ყე­ბა?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ აჯან­ყე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თით­ქმის მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე ხდე­ბო­და, თუმ­ცა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სის გამო, ძა­ლი­ან ძნელ­დე­ბო­და ქვეყ­ნის მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად ამის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა რე­გი­ონ­ში აჯან­ყე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ხდე­ბო­და ცალ-ცალ­კე (ზუს­ტად ამი­ტომ მოხ­და უზუს­ტო­ბა და ჭი­ა­თუ­რა­ში ერთი დღით ადრე და­ი­წყო აჯან­ყე­ბა), ამი­ტომ ჩემი აზ­რით, სა­ჭი­როა ყვე­ლა რე­გი­ო­ნის ცალ-ცალ­კე შეს­წავ­ლა. მაგ. ის­ტო­რი­კოს­მა ლე­ვან ჯი­ქი­ამ აწარ­მოა კვლე­ვა, მხო­ლოდ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე. მე ვფიქ­რობ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გვექ­ნე­ბა კვლე­ვა ქარ­თლზე, მთა-თუ­შეთ­ზე, ხევ­სუ­რეთ­ზე და სხვა. ყვე­ლა იმ რე­გი­ონ­ზე, რო­მელ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო აჯან­ყე­ბა­ში. აჯან­ყე­ბის შეს­წავ­ლი­სას უფრო მე­ტად მე­მუ­ა­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვეყ­რდნო­ბით, ისეთს რო­გო­რი­ცაა სო­ლო­მონ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბე­ბი; ალექ­სან­დრე სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის - "მო­გო­ნე­ბე­ბი შე­ფი­ცულ­თა რაზმზე" და სხვა. თუმ­ცა ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტი და­კარ­გუ­ლია და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ამ ყვე­ლაფ­რის აღ­დგე­ნა მოხ­დეს და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მაც უნდა იცოდ­ნენ ამ აჯან­ყე­ბის შე­სა­ხებ.

- საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია, თუ ახ­სე­ნებ­და ამ თა­რიღს?

- საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია ცდი­ლობ­და არ შე­ხე­ბო­და ამ თა­რიღს, თუმ­ცა ის ის­ტო­რი­კო­სე­ბი, რო­მელ­თაც ამ პე­რი­ო­დის კვლე­ვა უწევ­დათ, გვერდს ვერ უვ­ლიდ­ნენ 24 წლის აჯან­ყე­ბას და ნათ­ლავ­დნენ რო­გორც ან­ტი­ხალ­ხურ კონ­ტრრე­ვო­ლუ­ცი­ას, და­სავ­ლე­ლი იმ­პე­რი­ა­ლის­ტე­ბის ინ­სპი­რი­რე­ბულ აჯან­ყე­ბას.

- რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი ის ფაქ­ტი, რომ როცა შო­რა­პან­ში ვა­გო­ნებ­ში დახ­ვრი­ტეს აჯან­ყე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­ნი, ქარ­თველ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა უარი თქვეს დახ­ვრე­ტა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე და მხო­ლოდ არა­ქარ­თვე­ლებ­მა ეს­რო­ლეს ვა­გონ­ში ჩა­კე­ტილ ბრალ­დე­ბუ­ლებს...

- ასე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი მეც მსმე­ნია. ზო­გა­დად ასე­თი გად­მო­ცე­მე­ბი ხში­რად გროვ­დე­ბა ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბა­ში, თუმ­ცა ამ აჯან­ყე­ბის ძა­ლი­ან ბევ­რი ეპი­ზო­დი სწო­რედ ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბით მო­ვი­და ჩვე­ნამ­დე (ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, როცა სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძეს უთხრეს, რომ შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა აჯან­ყე­ბა­ში ბრალ­დე­უ­ლი ვაჟა ფშა­ვე­ლას ვაჟი, რა­ზეც სერ­გომ უპა­სუ­ხა, რომ არა­თუ ვა­ჟას ვაჟს, არა­მედ თა­ვად ვა­ჟაც რომ იყოს, მა­საც დახ­ვრეტ­და). ამ ამ­ბე­ბის ნა­წი­ლი მო­გო­ნი­ლია, ზოგი ნა­წი­ლობ­რივ მარ­თა­ლია და ზო­გიც სრულ სი­მარ­თლეს წარ­მო­ად­გენს. თქვენს მიერ ნახ­სე­ნე­ბი ფაქ­ტი რამ­დე­ნად მარ­თა­ლია, ვერ გე­ტყვით, თუმ­ცა ეს არ ცვლის იმ რე­ა­ლო­ბას, რომ ეს გმი­რუ­ლი აჯან­ყე­ბა ჩახ­შო­ბი­ლი იყო ყვე­ლა­ზე მკაც­რი და და­უნ­დო­ბე­ლი მე­თო­დე­ბით. სხვა­თა შო­რის, ასე­თი ფაქ­ტიც არის ცნო­ბი­ლი, რომ რუ­სე­თი­დან მო­ვი­და დე­პე­შა, სა­დაც ეწე­რა, რომ შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ დახ­ვრე­ტე­ბი, თუმ­ცა სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძემ თა­ნა­მებ­რძო­ლებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ჯერ არ მი­ექ­ცი­ათ ყუ­რა­დღე­ბა დე­პე­შის­თვის და როცა სრუ­ლად ამო­ძირ­კვავ­დნენ აჯან­ყე­ბუ­ლებს და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პი­რებს, მხო­ლოდ მა­შინ გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნათ დე­პე­შის ში­ნა­არ­სი. ამა­ზეც ვერ დავ­დებთ თავს, რომ უდაო ფაქ­ტია, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბას­თან ახ­ლო­საა, რად­გან სერ­გოს ჰქონ­და ასე­თი პო­ზი­ცია, ვი­ნა­ი­დან ის მოს­კოვ­ში კა­რი­ე­რას იკე­თებ­და კავ­კა­სი­ით, 1937 წლამ­დე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ის გა­ნა­გებ­და კავ­კა­სი­ას და ბუ­ნებ­რი­ვია, მოს­კო­ვის თვალ­ში ის თა­ვის გა­მო­ჩე­ნას ცდი­ლობ­და და რა­დი­კა­ლურ ზო­მებს არ ერი­დე­ბო­და.

- რა შეც­ვა­ლა იმ დრო­ინ­დე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში 1924 წლის აჯან­ყე­ბამ?

- ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში არა მარ­ტო მა­შინ მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა, არა­მედ დღე­საც დიდ როლს ას­რუ­ლებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ის ხალ­ხი, ვის თვა­ლებ­შიც ჰე­რო­ი­კულ ეპი­ზო­დე­ბად შე­მორ­ჩა 1924 წლის აჯან­ყე­ბა, თუ იმა­ვე წელს არ დახ­ვრი­ტეს ან ემიგ­რა­ცი­ა­ში არ წა­ვიდ­ნენ, 37 წლის რეპ­რე­სი­ებს თით­ქმის ვე­რა­ვინ გა­და­ურ­ჩა. მაგ­რამ ის ფაქ­ტი, რომ ქვე­ყა­ნა იყო შე­უ­რი­გე­ბე­ლი ოკუ­პან­ტი­სად­მი, ეს ასულ­დგმუ­ლებ­და იმ ეროვ­ნულ ნა­რა­ტივს, რაც 70-იანი წლე­ბის ბო­ლოს და 80-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის და­წყე­ბის სა­წყის მუხ­ტად იქცა და დღემ­დე, ამ ფაქ­ტის გახ­სე­ნე­ბა იდე­ო­ლო­გი­ურ სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს, ვებ­რძო­ლოთ ოკუ­პანტს და მე ვფიქ­რობ, ეს არის უდი­დე­სი შე­დე­გი ამ აჯან­ყე­ბი­სა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

საქართველოს ყველაზე მასშტაბური აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც უსასტიკესი მეთოდებით ჩაახშეს

საქართველოს ყველაზე მასშტაბური აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც უსასტიკესი მეთოდებით ჩაახშეს

1924 წლის აჯანყება, ერთ-ერთი მძიმე ფურცელია საქართველოს ისტორიაში. ეს იყო დამოუკიდებლობის იდეის გაბრძოლება, რომელიც ოკუპანტმა ქართველთა ხელით სასტიკად ჩაახშო. რა უძღოდა წინ აჯანყებას, ვინ იდგა სათავეში - ამ და სხვა კითხებზე პასუხი ისტორიკოს ბექა კობახიძეს ვთხოვეთ:

- 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ მალევე მოხდა აჯანყება სვანეთში, მერე 1922 წელს ხევსურეთში ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით. ამის მერე შეიქმნა სამხედრო ცენტრი, რომელიც აერთიანებდა, სამხედრო მეთაურებს და მაშინდელ პოლიტიკურ ელიტას. ასევე შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი, იგივე პარიტეტული კომიტეტი, სადაც ყველა პარტიის თითო წარმომადგენელი შედიოდა, რათა ეს ყოფილიყო საერთო ეროვნული სახალხო აჯანყება და არა მხოლოდ ერთი, რომელიმე ჯგუფის ორიგანიზებული. ბუნებრივია, "ჩეკა" მოქმედებდა ძალიან ძლიერად და დაუნდობლად და 1923 წელს, სამხედრო ცენტრი გაცემულ იქნა და "ჩეკამ" გამოამჟღავნა მისი წევრები (რომლებიც დახვრიტეს დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე, სადაც სამწუხაროდ მერე კომუნისტებმა ტუალეტი ააშენეს) ანუ ის ელიტა, ვისაც უნდა ეხელმძღვანელა აჯანყებისათვის, ჩავარდა. მიუხედავად ამისა, აჯანყებისთვის მზადება გაგრძელდა. საქართველოში მუდმივად მოქმედებდა შეფიცულთა რაზმი ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით, ემიგრაციიდან ჩამოვიდნენ გამოჩენილი სოციალ-დემოკრატი მოღვაწეები: სახალხო გვარდიის მეთაური - ვალიკო ჯუღელი, თბილისის ქალაქის თავი ანუ მერი - ბენია ჩხიკვიშვილი, მიწათმოქმედების მინისტრი - ნოე ხომერიკი და სხვა. ამ ადამიანებისთვის სხვა მიზანი, გარდა საქართველოს გათავისუფლებისა, არ არსებობდა. ეს თანაბრად ეხებათ, როგორც სოციალ-დემოკრატებს, ისე ეროვნულ-დემოკრატებს. არსებობს საქართველოში წამოსვლამდე დაწერილი ვალიკო ჯუღელის წერილი, სადაც ის წერს - "თუ ჩვენ სამშობლოში არ დავბრუნდით და სამშობლო არ ვიხსენით, მაშინ ჩვენს ცხოვრებას რა აზრი აქვსო". იყო სხვა ნიუანსებიც და ასე ნელ-ნელა მიდიოდა მზადება 1924 წლის აჯანყებისათვის.

- ცნობილია, რომ აჯანყება მთელ საქართველოში ერთდროულად უნდა დაწყებულიყო 29 აგვისტოს, თუმცა ჭიათურაში დაიწყო ერთი დღით ადრე 28 აგვისტოს, რამაც აჯანყებულთა გეგმები არია. როგორ ფიქრობთ, 29 აგვისტოს რომ დაწყებულიყო, შედეგი შეიცვლებოდა, თუ უბრალოდ დროში გაიწელებოდა აჯანყება, თუმცა დასრულდებოდა იმავე შედეგით?

- ისტორიას არ უყვარს "თუ" კატეგორია, მაგრამ დიდი ალბათობით დროში გაიწელებოდა და საბოლოო ჯამში მაინც იმ შედეგით დასრულდებოდა, როგორც დასრულდა, ვინაიდან აჯანყებულებს არ ჰქონდათ საკმარისი არც ადამიანური, არც მატერიალური რესურსი და არც შეიარაღება, რასაც ვერ ვიტყვით იმ დროინდელ ადგილობრივ ხელისუფლებაზე, რომელსაც ზურგს უმაგრებდა რუსეთი. გაითვალისწინეთ ის გარემოებაც, რომ ამ დროს საბჭოთა კავშირი უკვე შესულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. 1924 წელს საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ბრიტანეთმა (ამ დროს ბრიტანეთში, ხელისუფლების სათავეში პირველი ლეიბორისტული მთავრობა იყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა რამზეი მაკდონალდსი, რომელიც 1920 წელს დამოუკიდებელ საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა), რომელიც იმ დროს ძალიან ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა, არა მხოლოდ ევროპული მასშტაბით. ბუნებრივია, შინაგანად ბევრი დასავლური ქვეყანა უთანაგრძნობდა პატარა საქართველოს, თუმცა უკვე გაძლიერებულ და შინა ომებში გამარჯვებულ საბჭოთა კავშირთან საქართველოს გამო არავინ გაიფუჭებდა ურთიერთობას. ის კი არა, გაცილებით დიდი მასშტაბის მოვლენის, 1940 წლის ფინეთთან ომის დროსაც ვერ მოხდა დასავლური სამყაროს მობილიზება.

- რამდენად ჯეროვნადაა შესწავლილი ეს აჯანყება?

- მოგეხსენებათ, რომ აჯანყების ორგანიზება, მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის მთელი წლის მანძილზე ხდებოდა, თუმცა კომუნიკაციის შეზღუდული რესურსის გამო, ძალიან ძნელდებოდა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ცენტრალიზებულად ამის ორგანიზება. ფაქტობრივად, ყველა რეგიონში აჯანყების ორგანიზება ხდებოდა ცალ-ცალკე (ზუსტად ამიტომ მოხდა უზუსტობა და ჭიათურაში ერთი დღით ადრე დაიწყო აჯანყება), ამიტომ ჩემი აზრით, საჭიროა ყველა რეგიონის ცალ-ცალკე შესწავლა. მაგ. ისტორიკოსმა ლევან ჯიქიამ აწარმოა კვლევა, მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე. მე ვფიქრობ კარგი იქნება, თუ გვექნება კვლევა ქართლზე, მთა-თუშეთზე, ხევსურეთზე და სხვა. ყველა იმ რეგიონზე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აჯანყებაში. აჯანყების შესწავლისას უფრო მეტად მემუარულ ლიტერატურას ვეყრდნობით, ისეთს როგორიცაა სოლომონ ზალდასტანიშვილის მოგონებები; ალექსანდრე სულხანიშვილის - ”მოგონებები შეფიცულთა რაზმზე” და სხვა. თუმცა ძალიან ბევრი ფაქტი დაკარგულია და აუცილებელია, რომ ამ ყველაფრის აღდგენა მოხდეს და სკოლის მოსწავლეებმაც უნდა იცოდნენ ამ აჯანყების შესახებ.

- საბჭოთა ისტორიოგრაფია, თუ ახსენებდა ამ თარიღს?

- საბჭოთა ისტორიოგრაფია ცდილობდა არ შეხებოდა ამ თარიღს, თუმცა ის ისტორიკოსები, რომელთაც ამ პერიოდის კვლევა უწევდათ, გვერდს ვერ უვლიდნენ 24 წლის აჯანყებას და ნათლავდნენ როგორც ანტიხალხურ კონტრრევოლუციას, დასავლელი იმპერიალისტების ინსპირირებულ აჯანყებას.

- რამდენად რეალური ის ფაქტი, რომ როცა შორაპანში ვაგონებში დახვრიტეს აჯანყებაში ბრალდებულნი, ქართველმა ჯარისკაცებმა უარი თქვეს დახვრეტაში მონაწილეობის მიღებაზე და მხოლოდ არაქართველებმა ესროლეს ვაგონში ჩაკეტილ ბრალდებულებს...

- ასეთი რაღაცეები მეც მსმენია. ზოგადად ასეთი გადმოცემები ხშირად გროვდება ზეპირსიტყვიერებაში, თუმცა ამ აჯანყების ძალიან ბევრი ეპიზოდი სწორედ ზეპირსიტყვიერებით მოვიდა ჩვენამდე (ცნობილი ფაქტია, როცა სერგო ორჯონიკიძეს უთხრეს, რომ შეეწყალებინა აჯანყებაში ბრალდეული ვაჟა ფშაველას ვაჟი, რაზეც სერგომ უპასუხა, რომ არათუ ვაჟას ვაჟს, არამედ თავად ვაჟაც რომ იყოს, მასაც დახვრეტდა). ამ ამბების ნაწილი მოგონილია, ზოგი ნაწილობრივ მართალია და ზოგიც სრულ სიმართლეს წარმოადგენს. თქვენს მიერ ნახსენები ფაქტი რამდენად მართალია, ვერ გეტყვით, თუმცა ეს არ ცვლის იმ რეალობას, რომ ეს გმირული აჯანყება ჩახშობილი იყო ყველაზე მკაცრი და დაუნდობელი მეთოდებით. სხვათა შორის, ასეთი ფაქტიც არის ცნობილი, რომ რუსეთიდან მოვიდა დეპეშა, სადაც ეწერა, რომ შეეჩერებინათ დახვრეტები, თუმცა სერგო ორჯონიკიძემ თანამებრძოლებს განუცხადა, რომ ჯერ არ მიექციათ ყურადღება დეპეშისთვის და როცა სრულად ამოძირკვავდნენ აჯანყებულებს და მათთან დაკავშირებულ პირებს, მხოლოდ მაშინ გაეთვალისწინებინათ დეპეშის შინაარსი. ამაზეც ვერ დავდებთ თავს, რომ უდაო ფაქტია, თუმცა რეალობასთან ახლოსაა, რადგან სერგოს ჰქონდა ასეთი პოზიცია, ვინაიდან ის მოსკოვში კარიერას იკეთებდა კავკასიით, 1937 წლამდე, ფაქტობრივად, ის განაგებდა კავკასიას და ბუნებრივია, მოსკოვის თვალში ის თავის გამოჩენას ცდილობდა და რადიკალურ ზომებს არ ერიდებოდა.

- რა შეცვალა იმ დროინდელი ქართველების ცნობიერებაში 1924 წლის აჯანყებამ?

- ცნობიერებაში არა მარტო მაშინ მოახდინა გავლენა, არამედ დღესაც დიდ როლს ასრულებს. ბუნებრივია, ის ხალხი, ვის თვალებშიც ჰეროიკულ ეპიზოდებად შემორჩა 1924 წლის აჯანყება, თუ იმავე წელს არ დახვრიტეს ან ემიგრაციაში არ წავიდნენ, 37 წლის რეპრესიებს თითქმის ვერავინ გადაურჩა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ქვეყანა იყო შეურიგებელი ოკუპანტისადმი, ეს ასულდგმულებდა იმ ეროვნულ ნარატივს, რაც 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში ეროვნული მოძრაობის დაწყების საწყის მუხტად იქცა და დღემდე, ამ ფაქტის გახსენება იდეოლოგიურ საფუძველს გვაძლევს, ვებრძოლოთ ოკუპანტს და მე ვფიქრობ, ეს არის უდიდესი შედეგი ამ აჯანყებისა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი