საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ქართველი ფოტოგრაფი, რომელმაც რიოს ოლიმპიადის ყველაზე ემოციური კადრები გადაიღო
გაიცანით ქართველი ფოტოგრაფი, რომელმაც რიოს ოლიმპიადის ყველაზე ემოციური კადრები გადაიღო

თა­მარ ყუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია იმ ქარ­თველ ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტებს შო­რის, რო­მელ­საც რიოს ოლიმ­პი­ა­დის შთამ­ბეჭ­დავ და ემო­ცი­ურ კად­რებს უნდა ვუ­მად­ლო­დეთ. ოლიმ­პი­ა­დის მსვლე­ლო­ბი­სას, სამი კვი­რის მან­ძილ­ზე, მის­მა ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტივ­მა უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი თუ ეპი­ზო­დი და­ა­ფიქ­სი­რა...

უკვე მეშ­ვი­დე წე­ლია სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში მუ­შა­ობს, სა­დაც სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა - მას­წავ­ლე­ბელ­მა ლელი ბლა­გონ­რა­ვო­ვამ (პრე­ზი­დენ­ტის ფო­ტოგ­რა­ფი) ურ­ჩია და ცნო­ბილ სპორ­ტულ ფო­ტოგ­რაფს მი­უყ­ვა­ნა. "ბად­რი კე­თი­ლა­ძემ ბევ­რი რამ მას­წავ­ლა, რაც მთა­ვა­რია, მო­მენ­ტის სწო­რად შერ­ჩე­ვას და გა­და­ღე­ბას და­ვე­უფ­ლე" - ამ­ბობს თა­მა­რი. გა­ნათ­ლე­ბით იუ­რის­ტი ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნობს და სპორ­ტი იმა­ზე მე­ტად უყ­ვარს, ვიდ­რე მა­ნამ­დე, სა­ნამ ამ სფე­როს გა­და­ღე­ბას და­ი­წყებ­და...

დღეს სპორ­ტის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერც კი წარ­მო­უდ­გე­ნია. ხოლო იმა­ზე, თუ რო­გორ მოხ­ვდა ოლიმ­პი­ა­და­ზე, უდი­დეს სპორ­ტულ მოვ­ლე­ნა­ზე, ასე გვპა­სუ­ხობს: "2010 წლი­დან სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში ვმუ­შა­ობ, ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბო­დი ამ მოვ­ლე­ნის­თვის. იქ მოხ­ვედ­რა და მუ­შა­ო­ბა ოც­ნე­ბა იყო. თუმ­ცა, ჩემ­თვის პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა მა­ინც 2014 წლის სო­ჭის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და აღ­მოჩ­ნდა, რაც რიოს წინ რე­პე­ტი­ცია გახ­ლდათ. ვცდი­ლობ­დი, და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ რი­ო­ში გამ­გზავ­რე­ბას ვიმ­სა­ხუ­რებ­დი," - ამ­ბობს თა­მუ­ნა, რო­მელ­საც ხან­გრძლი­ვი მო­ლო­დი­ნი­სა და შრო­მის შემ­დეგ ოც­ნე­ბა აუხ­და. სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ, ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს 2 ფო­ტოგ­რა­ფი, მე და ჩემი კო­ლე­გა, ლაშა კუპ­რაშ­ვი­ლი ვახ­ლდით. გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, ორი­ვე მა­რა­კა­ნას ლე­გენ­და­რულ სტა­დი­ონ­ზე რომ მოვ­ხვდით, ერ­თმა­ნეთს გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი ვუ­ყუ­რებ­დით და ვე­კი­თხე­ბო­დით: - ეს სად ვართ? იქ 4 სა­ა­თით ადრე მი­ვე­დით და ჩვე­ნი ად­გი­ლე­ბი და­ვი­კა­ვეთ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შეგ­რძნე­ბა იყო, ირ­გვლივ თით­ქმის სულ ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ ენერ­გი­ი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე­ე­ბი... ისე კი, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი გვქონ­და, მუდ­მი­ვად დარ­ბა­ზი­დან დარ­ბაზ­ში გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბო­დით და შეგ­რძნე­ბა, რომ რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო­ში ვი­ყა­ვით, ამის გამო, არ გვქონ­და", - ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

იმ­დე­ნად ბევ­რი რამ იყო გა­და­სა­ღე­ბი, რომ არა მარ­ტო ფო­ტოგ­რა­ფებს, ზო­გა­დად, ჟურ­ნა­ლის­ტებს დროც კი არ ჰყოფ­ნი­დათ. სა­ქარ­თვე­ლო­დან ოლიმ­პი­ა­და­ზე 40 სპორ­ტსმე­ნი იყო და ისე ხდე­ბო­და, რომ ერ­თდრო­უ­ლად 2-3 მა­ინც გა­მო­დი­ო­და. "თან, რიო იმ­ხე­ლაა, ად­გი­ლი­დან ად­გი­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლად სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი მა­ინც გვჭირ­დე­ბო­და. მოკ­ლედ, დრო არ გვყოფ­ნი­და, დი­ლით ადრე უნდა გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით, რომ მეტ­ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვეს­წრო. ოლიმ­პი­ა­დის მო­ნა­წი­ლე­ებს ტრან­სპორ­ტი კი გვემ­სა­ხუ­რე­ბო­და, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვერ მოგ­ვერ­გე­ბო­და, რად­გა­ნაც თა­ვი­სი გან­რი­გი ჰქონ­დათ", - გვე­უბ­ნე­ბა თა­მუ­ნა.

მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კად­რე­ბი ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბის ტრი­უმ­ფი, მედ­ლე­ბი, ფი­ნალ­ში გას­ვლა, ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის­თვის ბრძო­ლა იყო, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი და ემო­ცი­უ­რი გა­მო­ვი­და, მაგ­რამ როცა კი მცი­რე დრო გა­მოჩ­ნდე­ბო­და, სხვა სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზეც გარ­ბოდ­ნენ, სა­დაც სპორ­ტის ლე­გენ­დე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ. "კორ­ტებ­ზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის თა­მაშს ვე­ლო­დე­ბო­დით, 2-3 სა­ა­თით გვი­ან და­ი­წყო და იმ პე­რი­ოდ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ დები უი­ლი­ამ­სე­ბი თა­მა­შობ­დნენ. შე­ვე­დით სა­ნა­ხა­ვად, სა­ოც­რე­ბა იყო... ჩოგ­ბურ­თის ლე­გენ­და - სე­რე­ნა უი­ლი­ამ­სის ას­პა­რე­ზო­ბი­სას, ერთი სა­ინ­ტე­რე­სო კად­რი და­ვა­ფიქ­სი­რე, - მისი სახე არ ჩანს, მხო­ლოდ ტა­ნის ნა­წი­ლი, და ხელი, რო­მელ­შიც ბურ­თი უჭი­რავს, - აქვს გრძე­ლი, ლა­მა­ზი მა­ნი­კი­უ­რი­ა­ნი ფრჩხი­ლე­ბი. ძა­ლი­ან სა­ხა­სი­ა­თო მო­მენ­ტია. შემ­დეგ მა­იკლ ფელფ­სის (ამე­რი­კე­ლი მო­ცუ­რა­ვე ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, 23 მე­და­ლი აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი) გა­მოს­ვლას და­ვეს­წა­რით, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. შემ­დეგ უსა­ინ ბოლ­ტის 100 მეტრზე გარ­ბენს (ფი­ნა­ლი). სავ­სე სტა­დი­ო­ნი ფი­ნა­ლის წინ უცებ გა­ჩუმ­და და როცა გარ­ბე­ნი და­ი­წყო, ისე­თი გუ­გუ­ნი ატყდა, გა­ვოც­დით...

- ლაშა ტა­ლა­ხა­ძის გა­მოს­ვლამ, პი­რა­დად ჩემ­ზე დიდი ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნა. იქ­ნებ გა­იხ­სე­ნო მისი ას­პა­რე­ზო­ბაც...

- ეგ დღე უკარ­გე­სი იყო ჩვე­ნი სპორ­ტის­თვის, - ჯერ ჭი­და­ო­ბა­ში შმა­გი ბოლ­ქვა­ძემ მო­ი­პო­ვა ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი და უკვე ძა­ლი­ან კარ­გი ხა­სი­ა­თით გა­და­ვერ­თეთ ძა­ლოს­ნო­ბა­ზე, გვჯე­რო­და ლაშა ტა­ლა­ხა­ძის, ძლი­ე­რი პორ­ტსმე­ნია და მის­გან მე­დალს ვე­ლო­დე­ბო­დით. მოკ­ლედ, მაგ დღეს 2 ქარ­თვე­ლი - ლაშა ტა­ა­ხა­ძე და ირაკ­ლი თურ­მა­ნი­ძე ავი­და კვარ­ცხლბეკ­ზე. ორი ქარ­თუ­ლი დრო­შა აფ­რი­ალ­და. თან, ლა­შამ მსოფ­ლიო ოლიმ­პი­უ­რი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა.

თუმ­ცა, ლა­შას გა­მოს­ვლამ­დე ირა­ნელ­მა ძა­ლო­სან­მა წონა ვერ აწია, რა­მაც ირა­ნელ გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში აგ­რე­სია გა­მო­იწ­ვია, რომ­ლე­ბიც დარ­ბაზ­ში საკ­მა­ოდ იყ­ვნენ. ამი­ტომ ლა­შას გა­მოს­ვლა­ზე სტვე­ნა და ყვი­რი­ლი ატე­ხეს, მაგ­რამ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ფსი­ქო­ლო­გი­ურ მომ­ზა­დე­ბას, ლა­შამ ეს ბა­რი­ე­რიც დაძ­ლია. როცა წონა ას­წია, დარ­ბაზ­ში არა მარ­ტო ქარ­თვე­ლი, უცხო­ე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც აღ­ფრთო­ვან­და, დიდი ემო­ცი­ე­ბი იყო. ფო­ტო­ებს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან იღებ­დნენ. ჩვენც ცხა­დია, დავ­რბო­დით...

ლადო ხინ­ჩე­გაშ­ვილ­მა რომ მო­ი­გო, ყვე­ლას გაგ­ვი­ხარ­და. ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ი­დან, სა­დაც ვი­დე­ქით, კარ­გად ჩან­და ყვე­ლა­ფე­რი და ვე­ლო­დე­ბო­დი იმ მო­მენ­ტის კულ­მი­ნა­ცი­ას, როცა ლადო დრო­შით გა­მო­იქ­ცე­ო­და, რა­საც გა­და­ვი­ღებ­დი. მო­ვემ­ზა­დე, და­ვი­ნა­ხე სახე ჩემ­სკენ ჰქონ­და, კა­მე­რა­ში ვი­ყუ­რე­ბო­დი და შუა კადრში მო­უ­ლოდ­ნე­ლად "კრა­ნი" ამო­ვი­და და ლა­დოს სახე და­ფა­რა. ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი.

და­ჯილ­დო­ე­ბის დრო რომ მო­ვი­და და ლაშა კუპ­რაშ­ვილ­მა ლა­დოს გა­მარ­ჯვე­ბა მო­მი­ლო­ცა, მე იქვე შევ­ჩივ­ლე, რომ კად­რი არ მქონ­და... მოკ­ლედ, ვი­ნერ­ვი­უ­ლე და სიმ­წრის ცრე­ლე­ბი წა­მო­მი­ვი­და. იმ მო­მენ­ტში სპორ­ტის მი­ნის­ტრი - ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი და მო­ად­გი­ლე­ე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ. და­მი­ნა­ხეს, რომ ვტი­რო­დი. რა გჭირ­სო? - მკი­თხეს. ამა­ზე უფრო ამე­ტი­რა, ვე­ღარ ვჩერ­დე­ბო­დი. ასე­თი კად­რი ვერ გა­და­ვი­ღე, აქ ყოფ­ნის ღირ­სი არ ვარ-მეთ­ქი. რას ამ­ბობ? იმ­დე­ნი კად­რი გაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, ვერც კი წარ­მო­იდ­გე­ნო, - მი­თხრა მი­ნის­ტრმა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ასე­თი ჟეს­ტი გა­ა­კე­თა: ლადო ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლის ოქ­როს მე­და­ლი აიღო, დამ­კი­და და ფოტო გა­და­მი­ღო, - ამას იმ­სა­ხუ­რე­ბო, რა­ზეც კი­დევ მე­ტად ამე­ტი­რა...

- მოკ­ლედ, დიდ გა­წა­მა­წი­ა­ში გი­წევ­დათ ყოფ­ნა, ორი აპა­რა­ტით, ობი­ექ­ტი­ვე­ბით, მა­შუ­ქე­ბით, ლეპ­ტო­პე­ბით, აი­პა­დე­ბით და ყვე­ლა­ნა­ი­რი ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი დარ­ბო­დით და წუთი მოც­ლა არ გქონ­დათ. ამის ფონ­ზე რიოს დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა შე­ძე­ლით?

- ერ­თა­დერ­თი და ისიც ძლივს, ქრის­ტეს ქან­და­კე­ბა და კო­პა­გა­ბა­ნას სა­ო­ცა­რი პლა­ჟის ნახ­ვა შევ­ძე­ლით. რო­დე­საც ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნი, ზაზა ნა­დი­რა­ძე კა­ნო­ე­თი ას­პა­რე­ზობ­და, ის ად­გი­ლი ცენ­ტრთან ახ­ლოს იყო. ვი­ნა­ი­დან ზა­ზას გა­მოს­ვლა დი­ლას იყო და მერე გარ­კვე­უ­ლი დრო რჩე­ბო­და, ვი­ფიქ­რეთ, ნა­ხე­ვა­რი დღე ქა­ლა­ქის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა და ქრის­ტეს ქან­და­კე­ბა­ზე ავე­დით. შაქ­რის მთა, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვნა­ხეთ, ამინ­დი გა­ფუჭ­და, სა­მა­გი­ე­როდ, მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ კო­პა­კა­ბა­ნაც, ლე­გენ­და­რუ­ლი პლა­ჟი. შთამ­ბეჭ­და­ვი იყო ქრის­ტეს ქან­და­კე­ბა, სა­დაც ცნო­ბი­ლია, რომ ყო­ველ­თვის ბევ­რი ტუ­რის­ტია, ხელს ვერ გაშ­ლი და ფო­ტოს ვერ გა­და­ი­ღებ, მაგ­რამ მო­ვა­ხერ­ხეთ. იქი­დან რი­ო­ზე კარ­გი ხე­დია... კო­პა­კა­ბა­ნა ალ­ბათ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­გა­რი პლა­ჟია მთელს მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხი იყო თავ­მოყ­რი­ლი, ყვე­ლა ის­ვე­ნებ­და, ცხოვ­რე­ბა უხა­რო­დათ. უყ­ვართ მზე, ოკე­ა­ნე, წყა­ლი, ქვი­შა, თა­მა­შო­ბენ ოკე­ა­ნეს­თან ფრენ­ბურთს და ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან ისე, რომ ამ ენერ­გი­ას და ემო­ცი­ას შენც გად­მოგ­ცე­მენ. მარ­თლა სა­ო­ცა­რი ატ­მოს­ფე­როა პლაჟ­ზე...

ბრა­ზი­ლია სა­ერ­თოდ, კონ­ტრას­ტე­ბის ქვე­ყა­ნაა, ის, რაც ხდე­ბა პლაჟ­ზე, და­სახ­ლე­ბებ­ში ამას ვერ ნა­ხავ, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს. იქ ღრმად ვერ შე­ვე­დით, მაგ­რამ ტრან­სპორ­ტი­დან ჩან­და, რომ ხალ­ხს უჭირს ცხოვ­რე­ბა და პლაჟ­ზე, რო­გორც შე­უძ­ლი­ათ, ვაჭ­რო­ბენ, რა­ღა­ცე­ბის გა­ყიდ­ვით ირ­ჩენს თავს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ სამ­ბა ყველ­გან ჟღერ­და და სა­დაც უნდა იყოს ბრა­ზი­ლი­ე­ლი, ყვე­ლა­ფერს თავს ანე­ბებს და ცეკ­ვას იწყებს. სამ­ბა ის­მის კა­ფე­ში, პლაჟ­ზე, რეს­ტო­რან­ში, ოლიმ­პი­ა­დის და­ხურ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, - მთე­ლი იმ დღე­ე­ბის ლე­იტ­მო­ტი­ვი იყო, რად­გან სამ­ბა იქ სის­ხლში აქვთ. ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბამ ინ­გლი­სუ­რი არ იცის, ამი­ტომ, კო­მუ­ნი­კა­ცია ცოტა ჭირ­და, მაგ­რამ იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო ხალ­ხია, რომ ეს ბა­რი­ე­რიც იკარ­გე­ბო­და...

ჩემს კო­ლე­გებს ვე­უბ­ნე­ბო­დი, არ მგო­ნია, რომ სამი კვი­რა გა­ვი­და, ისეთ რიტ­მში ვმუ­შა­ობ­დით და ვცხოვ­რობ­დით, დღე­ე­ბი გაფ­რინ­და და და­მი­ტო­ვა შეგ­რძნე­ბა, რომ ის ყვე­ლა­ფე­რი იყო ერთი გრძე­ლი და ცე­ცხლო­ვა­ნი დღე... უზარ­მა­ზა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ჩემს კა­რი­ე­რა­ში დიდი ნა­ბი­ჯი იყო. მოკ­ლედ, არას­დროს მი­ნა­ნია, რომ სა­მუ­შა­ოდ სპორ­ტში მი­ვე­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთ-ერთი რთუ­ლი დარ­გია...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გაიცანით ქართველი ფოტოგრაფი, რომელმაც რიოს ოლიმპიადის ყველაზე ემოციური კადრები გადაიღო

გაიცანით ქართველი ფოტოგრაფი, რომელმაც რიოს ოლიმპიადის ყველაზე ემოციური კადრები გადაიღო

თამარ ყულუმბეგაშვილი ერთ-ერთია იმ ქართველ ფოტოჟურნალისტებს შორის, რომელსაც რიოს ოლიმპიადის შთამბეჭდავ და ემოციურ კადრებს უნდა ვუმადლოდეთ. ოლიმპიადის მსვლელობისას, სამი კვირის მანძილზე, მისმა ფოტოობიექტივმა უამრავი საინტერესო ფაქტი თუ ეპიზოდი დააფიქსირა...

უკვე მეშვიდე წელია სპორტულ ჟურნალისტიკაში მუშაობს, სადაც სრულიად შემთხვევით მოხვდა - მასწავლებელმა ლელი ბლაგონრავოვამ (პრეზიდენტის ფოტოგრაფი) ურჩია და ცნობილ სპორტულ ფოტოგრაფს მიუყვანა. "ბადრი კეთილაძემ ბევრი რამ მასწავლა, რაც მთავარია, მომენტის სწორად შერჩევას და გადაღებას დავეუფლე" - ამბობს თამარი. განათლებით იურისტი ფოტოჟურნალისტიკაში თავს შესანიშნავად გრძნობს და სპორტი იმაზე მეტად უყვარს, ვიდრე მანამდე, სანამ ამ სფეროს გადაღებას დაიწყებდა...

დღეს სპორტის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენია. ხოლო იმაზე, თუ როგორ მოხვდა ოლიმპიადაზე, უდიდეს სპორტულ მოვლენაზე, ასე გვპასუხობს: "2010 წლიდან სპორტის სამინისტროში ვმუშაობ, ბოლო წლების მანძილზე ინტენსიურად ვემზადებოდი ამ მოვლენისთვის. იქ მოხვედრა და მუშაობა ოცნება იყო. თუმცა, ჩემთვის პირველი მასშტაბური სპორტული ღონისძიება მაინც 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა აღმოჩნდა, რაც რიოს წინ რეპეტიცია გახლდათ. ვცდილობდი, დამემტკიცებინა, რომ რიოში გამგზავრებას ვიმსახურებდი," - ამბობს თამუნა, რომელსაც ხანგრძლივი მოლოდინისა და შრომის შემდეგ ოცნება აუხდა. სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

"საქართველოს ნაკრებს 2 ფოტოგრაფი, მე და ჩემი კოლეგა, ლაშა კუპრაშვილი ვახლდით. გახსნის ცერემონიაზე, ორივე მარაკანას ლეგენდარულ სტადიონზე რომ მოვხვდით, ერთმანეთს გაოცებულები ვუყურებდით და ვეკითხებოდით: - ეს სად ვართ? იქ 4 საათით ადრე მივედით და ჩვენი ადგილები დავიკავეთ. არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო, ირგვლივ თითქმის სულ ბრაზილიელები იყვნენ ენერგიითა და სიყვარულით სავსეები... ისე კი, ძალიან დატვირთული რეჟიმი გვქონდა, მუდმივად დარბაზიდან დარბაზში გადავაადგილდებოდით და შეგრძნება, რომ რიო-დე-ჟანეიროში ვიყავით, ამის გამო, არ გვქონდა", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

იმდენად ბევრი რამ იყო გადასაღები, რომ არა მარტო ფოტოგრაფებს, ზოგადად, ჟურნალისტებს დროც კი არ ჰყოფნიდათ. საქართველოდან ოლიმპიადაზე 40 სპორტსმენი იყო და ისე ხდებოდა, რომ ერთდროულად 2-3 მაინც გამოდიოდა. "თან, რიო იმხელაა, ადგილიდან ადგილამდე მისასვლელად საათნახევარი მაინც გვჭირდებოდა. მოკლედ, დრო არ გვყოფნიდა, დილით ადრე უნდა გავქცეულიყავით, რომ მეტნაკლებად ყველაფერი მოგვესწრო. ოლიმპიადის მონაწილეებს ტრანსპორტი კი გვემსახურებოდა, მაგრამ ყოველთვის ვერ მოგვერგებოდა, რადგანაც თავისი განრიგი ჰქონდათ", - გვეუბნება თამუნა.

მისთვის მნიშვნელოვანი კადრები ჩვენი სპორტსმენების ტრიუმფი, მედლები, ფინალში გასვლა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა იყო, რომლებიც ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური გამოვიდა, მაგრამ როცა კი მცირე დრო გამოჩნდებოდა, სხვა სპორტულ ღონისძიებებზეც გარბოდნენ, სადაც სპორტის ლეგენდები გამოდიოდნენ. "კორტებზე ნიკოლოზ ბასილაშვილის თამაშს ველოდებოდით, 2-3 საათით გვიან დაიწყო და იმ პერიოდში აღმოვაჩინეთ, რომ დები უილიამსები თამაშობდნენ. შევედით სანახავად, საოცრება იყო... ჩოგბურთის ლეგენდა - სერენა უილიამსის ასპარეზობისას, ერთი საინტერესო კადრი დავაფიქსირე, - მისი სახე არ ჩანს, მხოლოდ ტანის ნაწილი, და ხელი, რომელშიც ბურთი უჭირავს, - აქვს გრძელი, ლამაზი მანიკიურიანი ფრჩხილები. ძალიან სახასიათო მომენტია. შემდეგ მაიკლ ფელფსის (ამერიკელი მოცურავე ოლიმპიურ თამაშებზე, 23 მედალი აქვს მოპოვებული) გამოსვლას დავესწარით, რაც ასევე ძალიან საინტერესო იყო. შემდეგ უსაინ ბოლტის 100 მეტრზე გარბენს (ფინალი). სავსე სტადიონი ფინალის წინ უცებ გაჩუმდა და როცა გარბენი დაიწყო, ისეთი გუგუნი ატყდა, გავოცდით...

- ლაშა ტალახაძის გამოსვლამ, პირადად ჩემზე დიდი ზემოქმედება მოახდინა. იქნებ გაიხსენო მისი ასპარეზობაც...

- ეგ დღე უკარგესი იყო ჩვენი სპორტისთვის, - ჯერ ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძემ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი და უკვე ძალიან კარგი ხასიათით გადავერთეთ ძალოსნობაზე, გვჯეროდა ლაშა ტალახაძის, ძლიერი პორტსმენია და მისგან მედალს ველოდებოდით. მოკლედ, მაგ დღეს 2 ქართველი - ლაშა ტაახაძე და ირაკლი თურმანიძე ავიდა კვარცხლბეკზე. ორი ქართული დროშა აფრიალდა. თან, ლაშამ მსოფლიო ოლიმპიური რეკორდი დაამყარა.

თუმცა, ლაშას გამოსვლამდე ირანელმა ძალოსანმა წონა ვერ აწია, რამაც ირანელ გულშემატკივრებში აგრესია გამოიწვია, რომლებიც დარბაზში საკმაოდ იყვნენ. ამიტომ ლაშას გამოსვლაზე სტვენა და ყვირილი ატეხეს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მომზადებას, ლაშამ ეს ბარიერიც დაძლია. როცა წონა ასწია, დარბაზში არა მარტო ქართველი, უცხოელი გულშემატკივარიც აღფრთოვანდა, დიდი ემოციები იყო. ფოტოებს სხვადასხვა კუთხიდან იღებდნენ. ჩვენც ცხადია, დავრბოდით...

ლადო ხინჩეგაშვილმა რომ მოიგო, ყველას გაგვიხარდა. ჩვენი პოზიციიდან, სადაც ვიდექით, კარგად ჩანდა ყველაფერი და ველოდებოდი იმ მომენტის კულმინაციას, როცა ლადო დროშით გამოიქცეოდა, რასაც გადავიღებდი. მოვემზადე, დავინახე სახე ჩემსკენ ჰქონდა, კამერაში ვიყურებოდი და შუა კადრში მოულოდნელად "კრანი" ამოვიდა და ლადოს სახე დაფარა. ძალიან გავბრაზდი.

დაჯილდოების დრო რომ მოვიდა და ლაშა კუპრაშვილმა ლადოს გამარჯვება მომილოცა, მე იქვე შევჩივლე, რომ კადრი არ მქონდა... მოკლედ, ვინერვიულე და სიმწრის ცრელები წამომივიდა. იმ მომენტში სპორტის მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი და მოადგილეები შემოვიდნენ. დამინახეს, რომ ვტიროდი. რა გჭირსო? - მკითხეს. ამაზე უფრო ამეტირა, ვეღარ ვჩერდებოდი. ასეთი კადრი ვერ გადავიღე, აქ ყოფნის ღირსი არ ვარ-მეთქი. რას ამბობ? იმდენი კადრი გაქვს გადაღებული, ვერც კი წარმოიდგენო, - მითხრა მინისტრმა და მოულოდნელად ასეთი ჟესტი გააკეთა: ლადო ხინჩეგაშვილის ოქროს მედალი აიღო, დამკიდა და ფოტო გადამიღო, - ამას იმსახურებო, რაზეც კიდევ მეტად ამეტირა...

- მოკლედ, დიდ გაწამაწიაში გიწევდათ ყოფნა, ორი აპარატით, ობიექტივებით, მაშუქებით, ლეპტოპებით, აიპადებით და ყველანაირი ტექნიკით აღჭურვილები დარბოდით და წუთი მოცლა არ გქონდათ. ამის ფონზე რიოს დათვალიერება შეძელით?

- ერთადერთი და ისიც ძლივს, ქრისტეს ქანდაკება და კოპაგაბანას საოცარი პლაჟის ნახვა შევძელით. როდესაც ჩვენი სპორტსმენი, ზაზა ნადირაძე კანოეთი ასპარეზობდა, ის ადგილი ცენტრთან ახლოს იყო. ვინაიდან ზაზას გამოსვლა დილას იყო და მერე გარკვეული დრო რჩებოდა, ვიფიქრეთ, ნახევარი დღე ქალაქის დასათვალიერებლად გამოგვეყენებინა და ქრისტეს ქანდაკებაზე ავედით. შაქრის მთა, სამწუხაროდ, ვერ ვნახეთ, ამინდი გაფუჭდა, სამაგიეროდ, მოვინახულეთ კოპაკაბანაც, ლეგენდარული პლაჟი. შთამბეჭდავი იყო ქრისტეს ქანდაკება, სადაც ცნობილია, რომ ყოველთვის ბევრი ტურისტია, ხელს ვერ გაშლი და ფოტოს ვერ გადაიღებ, მაგრამ მოვახერხეთ. იქიდან რიოზე კარგი ხედია... კოპაკაბანა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პლაჟია მთელს მსოფლიოში, სადაც ძალიან თავისუფალი ხალხი იყო თავმოყრილი, ყველა ისვენებდა, ცხოვრება უხაროდათ. უყვართ მზე, ოკეანე, წყალი, ქვიშა, თამაშობენ ოკეანესთან ფრენბურთს და ბედნიერები არიან ისე, რომ ამ ენერგიას და ემოციას შენც გადმოგცემენ. მართლა საოცარი ატმოსფეროა პლაჟზე...

ბრაზილია საერთოდ, კონტრასტების ქვეყანაა, ის, რაც ხდება პლაჟზე, დასახლებებში ამას ვერ ნახავ, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. იქ ღრმად ვერ შევედით, მაგრამ ტრანსპორტიდან ჩანდა, რომ ხალხს უჭირს ცხოვრება და პლაჟზე, როგორც შეუძლიათ, ვაჭრობენ, რაღაცების გაყიდვით ირჩენს თავს. მნიშვნელოვანი იყო, რომ სამბა ყველგან ჟღერდა და სადაც უნდა იყოს ბრაზილიელი, ყველაფერს თავს ანებებს და ცეკვას იწყებს. სამბა ისმის კაფეში, პლაჟზე, რესტორანში, ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე, - მთელი იმ დღეების ლეიტმოტივი იყო, რადგან სამბა იქ სისხლში აქვთ. ქალაქის მოსახლეობამ ინგლისური არ იცის, ამიტომ, კომუნიკაცია ცოტა ჭირდა, მაგრამ იმდენად საინტერესო ხალხია, რომ ეს ბარიერიც იკარგებოდა...

ჩემს კოლეგებს ვეუბნებოდი, არ მგონია, რომ სამი კვირა გავიდა, ისეთ რიტმში ვმუშაობდით და ვცხოვრობდით, დღეები გაფრინდა და დამიტოვა შეგრძნება, რომ ის ყველაფერი იყო ერთი გრძელი და ცეცხლოვანი დღე... უზარმაზარი გამოცდილება მივიღე. ჩემს კარიერაში დიდი ნაბიჯი იყო. მოკლედ, არასდროს მინანია, რომ სამუშაოდ სპორტში მივედი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი რთული დარგია...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი