მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში საკვებით ინტოქსიკაციის მასობრივი შემთხვევა დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ სადახლოს ერთ-ერთ რესტორანში ქორწილის სუფრაზე მყოფი150 ადამიანი, მათ შორის 28 ბავშვი მოიწამლა. მოწამლულების ნაწილი მარნეულის საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მათ თავბრუსხვევა და ღებინება ჰქონდათ. პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.