საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამდენ ტყუილს რომ ამბობს, რატომ მეხი არ დაეცემა" - ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძეზე
"ამდენ ტყუილს რომ ამბობს, რატომ მეხი არ დაეცემა" - ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძეზე

საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ მდი­ვანს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს კი­დევ ერთხელ პა­სუ­ხობს. რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, 2012 წლამ­დე კო­ბა­ხი­ძე თა­ვად არ აქ­ტი­უ­რო­ბა და არც ერთ სა­კი­თხზე ხმა­მა­ღალ პო­ზი­ცი­ას არ აფიქ­სი­რებ­და.

"ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ნა­მუ­სი არ აქვს. ეს არის ნა­მუს­გა­რე­ცხი­ლი ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მე­ლიც ზის და რა­ღა­ცე­ებს ჰყვე­ბა. ასეთ უსინ­დი­სო­ბას და უტიფ­რო­ბას რომ ამ­ბობს, მეხი რა­ტომ არ და­ე­ცე­მა.

რა­ტომ მეხი არ და­ე­ცე­მა ამ ტიპს, რო­მე­ლიც ფა­ჩუ­ჩე­ბით იჯდა, კა­ციშ­ვილს არ ახ­სოვს სად­მე გა­მო­სუ­ლი­ყოს და ხმა­მა­ღა­ლი პო­ზი­ცია და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნოს. თა­ვი­დან ცოტა გავ­ბრაზ­დი მის გან­ცხა­დე­ბა­ზე, აგა­რა­კი­დან ჩა­მო­ვე­დი და მი­რე­კა­ვენ, რომ კო­ბა­ხი­ძემ ეს და ის თქვაო. შემ­დეგ ბრი­ფინ­გიც გავ­მარ­თე. მერე რომ ვუს­მენ­დი მის კო­მენ­ტარს ტე­ლე­ვი­ზი­ით მოვ­კვდი სი­ცი­ლით. რას ამ­ბობ­და იცით? სპორ­ტის სა­სახ­ლის უკა­ნა ტე­რი­ტო­რია ასე რომ და­მა­ხინჯდა, ხე­ე­ბი რომ მოჭ­რეს რა­ტომ არ აპ­რო­ტეს­ტებ­და ელი­საშ­ვი­ლიო... თვი­თონ ცხოვ­რობს იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ალექ­სი­ძის ქუ­ჩა­ზე და იმ ხე­ებს რომ ჭრიდ­ნენ, რა­ტომ თვი­თონ არ გა­აპ­რო­ტეს­ტა? მოკ­ლეთ, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი, უნა­მუ­სო და უტი­ფა­რი ბი­ჭია, მაგ­რამ ჩემი ქვე­ყა­ნა მე­ცო­დე­ბა. ეს კაცი სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის იერ­არ­ქი­ით მე­ო­რე პერ­სო­ნაა და ასეთ ხალ­ხს აბა­რი­ათ ხალ­ხის ბედი",- აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, "რაც ტე­ლე­ე­თე­რის მეშ­ვე­ო­ბით, ნატა ფე­რა­ძის და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის სა­ხით ხდე­ბა, ადას­ტუ­რებს, რომ ჩვენ ვართ პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ძა­ლი­ან და­ბალ დო­ნე­ზე".

"არ ვა­პი­რებ ალე­კო ელი­საშ­ვილ­თან პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლას, უბ­რა­ლოდ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ 2012 წლამ­დე მისი აქ­ტი­უ­რო­ბა არ მახ­სოვს, არც მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის მხრი­დან, რისი თვითმხილ­ვე­ლიც ვართ 2012 წლის შემ­დეგ. ზო­გა­დად გე­ტყვით იმ პრო­ექ­ტებს, რო­მელ­თა ერთ-ერთი გან­სა­ხი­ე­რე­ბაც არის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი", - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ამდენ ტყუილს რომ ამბობს, რატომ მეხი არ დაეცემა" - ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძეზე

"ამდენ ტყუილს რომ ამბობს, რატომ მეხი არ დაეცემა" - ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძეზე

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ პასუხობს. როგორც ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ელისაშვილმა განაცხადა, 2012 წლამდე კობახიძე თავად არ აქტიურობა და არც ერთ საკითხზე ხმამაღალ პოზიციას არ აფიქსირებდა.

"ირაკლი კობახიძეს ნამუსი არ აქვს. ეს არის ნამუსგარეცხილი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ზის და რაღაცეებს ჰყვება. ასეთ უსინდისობას და უტიფრობას რომ ამბობს, მეხი რატომ არ დაეცემა.

რატომ მეხი არ დაეცემა ამ ტიპს, რომელიც ფაჩუჩებით იჯდა, კაციშვილს არ ახსოვს სადმე გამოსულიყოს და ხმამაღალი პოზიცია დაეფიქსირებინოს. თავიდან ცოტა გავბრაზდი მის განცხადებაზე, აგარაკიდან ჩამოვედი და მირეკავენ, რომ კობახიძემ ეს და ის თქვაო. შემდეგ ბრიფინგიც გავმართე. მერე რომ ვუსმენდი მის კომენტარს ტელევიზიით მოვკვდი სიცილით. რას ამბობდა იცით? სპორტის სასახლის უკანა ტერიტორია ასე რომ დამახინჯდა, ხეები რომ მოჭრეს რატომ არ აპროტესტებდა ელისაშვილიო... თვითონ ცხოვრობს იმ ტერიტორიაზე, ალექსიძის ქუჩაზე და იმ ხეებს რომ ჭრიდნენ, რატომ თვითონ არ გააპროტესტა? მოკლეთ, არასერიოზული, უნამუსო და უტიფარი ბიჭია, მაგრამ ჩემი ქვეყანა მეცოდება. ეს კაცი საქართველოს მმართველი პარტიის იერარქიით მეორე პერსონაა და ასეთ ხალხს აბარიათ ხალხის ბედი",- აღნიშნა ელისაშვილმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, "რაც ტელეეთერის მეშვეობით, ნატა ფერაძის და ალეკო ელისაშვილის სახით ხდება, ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე".

"არ ვაპირებ ალეკო ელისაშვილთან პოლემიკაში შესვლას, უბრალოდ გავიმეორებ, რომ 2012 წლამდე მისი აქტიურობა არ მახსოვს, არც მისი თანამოაზრეების მხრიდან, რისი თვითმხილველიც ვართ 2012 წლის შემდეგ. ზოგადად გეტყვით იმ პროექტებს, რომელთა ერთ-ერთი განსახიერებაც არის ალეკო ელისაშვილი“, - აღნიშნა კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."