ალბათ ნებისმიერმა, ვინც ასტროლოგიაში ასე თუ ისე ერკვევა იცის, რომ პლანეტები ცაზე გარკვეული ტრაექტორიითა და სიჩქარით მოძრაობენ. შესაბამისად, იწვევენ კიდეც მოვლენებს, ზოგჯერ კარგს, ზოგჯერ ცუდს, ზოგჯერ - ნეიტრალურს. წლევანდელი წლის მნიშვნელოვანი ტრანზიტი კი სულ ცოტა ხანში შევა ძალაში, ე.წ. "დიდი სიხარულისა" და წარმატების მომტანი პლანეტის - იუპიტერის ქალწულის ზოდიაქოდან, სასწორის ზოდიაქოში გადანაცვლებას უკავშირდება. იუპიტერისთვის სასწორის ზოდიაქო საკმაოდ "მშობლიური" გარემოა, რასაც ვერ ვიტყვით ქალწულის ზოდიაქოზე, რომელშიც ეს გულკეთილი პლანეტა უახლოესი ერთი წლის მანძილზე იყო განლაგებული. ქალწულის ზოდიაქო იუპიტერს ეკონომიურობას აიძულებდა, შესაბამისად, მისი სიკეთეები ესოდენ განვრცობილად არ მოქმედებდა კაცობრიობაზე. ამიერიდან კი, როცა იგი სასწორის ნიშანში დაიდებს ერთი წლით ბინას, მაქსიმალურად "მიხედავს" სახელოვნებო სფეროებს, სასიყვარულო ფრონტს და საერთაშორისო პოლიტიკურ სარბიელზე სიტუაციის ასე თუ ისე დარეგულირების ალბათობას. თუმცა, მარტო იუპიტერის იმედად მაინც ვერ იქნება კაცი.
მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელოთ და ამჯერად იმაზე მოგითხრობთ, კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს რა სიკეთეებით გაანებივრებს იუპიტერის ტრანზიტი სასწორში:
ვერძის ცხოვრებაში იუპიტერს პარტნიორული თემის გააქტიურება მოაქვს. ეს შესაძლოა ქორწინების წელი იყოს ბევრი ვერძის ცხოვრებაში. ასევე გაიზრდება თქვენი კონტაქტების ბაზა და საჭირო ადამიანებსაც დაიმეგობრებთ, ძვირფასო ვერძებო.
კუროების ცხოვრებაში სამუშაო სფეროს გაუმჯობესებას მოიტანს იუპიტერი. შესაძლოა ახალი სამსახურის დაწყების წინა პირობაც იყოს. ზოგადად სამუშაო ბევრი გექნებათ, ძვირფასო კუროებო და უშრომლად ნამდვილად არ მოიწყენთ.
ტყუპთან იუპიტერს ახალი სიყვარულის, რომანის, ფლირტის დაწყების შანსები მოაქვს. ეს წელი ასევე შეიძლება ბევრი დაოჯახებული ტყუპისთვის იქცეს შვილის დაბადების სიხარულის განცდის პერიოდად... განაგრძეთ კითხვა