პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილი სიყვარულის ნაყოფია..." - რა საერთო აქვთ ფეხმძიმე ინდირა ჯგერნაიას შვილსა და ანრი ჯოხაძეს
"ჩემი შვილი სიყვარულის ნაყოფია..." - რა საერთო აქვთ ფეხმძიმე ინდირა ჯგერნაიას შვილსა და ანრი ჯოხაძეს

24 წლის მომ­ღე­რა­ლი ინ­დი­რა ჯგერ­ნა­ია მა­ყუ­რებ­ლის­თვის ცნო­ბი­ლი სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სი­დან გახ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო დროს ეკ­რან­ზე ისე აქ­ტი­უ­რად აღარ ჩანს, სიმ­ღე­რას მა­ინც არ ღა­ლა­ტობს და ეს სფე­რო მისი ყო­ველ­დღი­უ­რი სამ­სა­ხუ­რია. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, მომ­ღე­რა­ლი დე­დო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. სულ მალე ქვე­ყა­ნას პა­ტა­რა ან­დრია მო­ევ­ლი­ნე­ბა. მომ­ღე­რალს ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი" ესა­უბ­რა:

ინ­დი­რა: უკვე მე­ცხრე თვე­ში ვარ, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ. ფეხ­მძი­მო­ბის პე­რი­ოდ­ში ქუ­თა­ის­ში ვარ, თუ არ ჩავ­თვლით, ექი­მებ­თან ვი­ზი­ტებს, რის­თვი­საც ჩა­მოვ­დი­ვარ ხოლ­მე თბი­ლის­ში, ფეხ­მძი­მო­ბა ავად­მყო­ფო­ბა არ არის, ამი­ტომ ჩვე­ულ რიტ­მში ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას. აქ ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ვმღე­რი ყო­ველ სა­ღა­მოს. ბავ­შვის სა­ხე­ლი მე შე­ვარ­ჩიე, მა­მა­მის­თან შე­თან­ხმე­ბით. თა­ვი­დან არ უნ­დო­და ეს სა­ხე­ლი, რაც მას მოს­წონ­და, მე არ მომ­წონ­და და აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გვქონ­და მთე­ლი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ, ბო­ლოს მა­ინც ან­დრი­ა­ზე შევ­თან­ხმდით.

- ბავ­შვის მა­მას­თან და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ ხარ და ამ ფაქ­ტმა ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია...

- ამ თე­მა­ზე იმ­დე­ნი ით­ქვა და და­ი­წე­რა, რომ გა­დავ­წყვი­ტე, ტაბუ და­ვა­დო და აღარ ვი­სა­ბუ­რო. ჩვენ არ ვართ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი და ერ­თად არ ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ ჩემი შვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ნა­ყო­ფია. ბავ­შვის მამა ბავ­შვთან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი - თი­თო­ე­უ­ლი ანა­ლი­ზი­დან და­წყე­ბუ­ლი, ექოს­კო­პი­ი­თა და ბავ­შვის გუ­ლის ცე­მით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ყო­ვე­ლი ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ და ასე შემ­დეგ. მე მგო­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბად არის ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მა­მე­ბი შვი­ლებს უარ­ყო­ფენ. მე ასე­თი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს და იმე­დია არ ვცდე­ბი.

- შენს "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გე­წე­რა - მი­მი­ფურ­თხე­ბია ისე­თი ქა­ლის­თვის, ვინც იმა­ზე და­მი­წყებს სა­უ­ბარს, რომ არა­კა­ნო­ნი­ე­რად ვა­ჩენ შვილ­სო. ეს ვინ­მეს ეძღვნე­ბო­და კონ­კრე­ტუ­ლად?

- არა, ეს ისე, ზო­გა­დად. თუმ­ცა, იმ პე­რი­ოდ­ში მომ­დი­ო­და ისე­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, რისი პა­სუ­ხიც იყო ეს. ერთი მწერ­და და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ში­ნა­არ­სის შე­ტყო­ბი­ნე­ბას: შენ თუ გგო­ნია ბავ­შვით კაცს და­ა­კა­ვებ, ძა­ლი­ან ცდე­ბიო. მე ვუ­თხა­რი, შვილს იმის­თვის არ ვა­ჩენ, რომ მა­მა­კა­ცი იყოს ჩემს გვერ­დით. მე მინ­დო­და შვი­ლი და ამი­ტო­მაც ვა­ჩენ-მეთ­ქი.

- რა რე­აქ­ცია გქონ­და, რო­დე­საც გა­ი­გე, რომ ორ­სუ­ლად იყა­ვი?

- რო­დე­საც გა­ვი­გე, ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია რაც მქონ­და, იყო ის, რომ ჩემს თავს ვუ­თხა­რი: უნდა გავ­ჩუმ­დე და სა­დამ­დეც "გავ­ქა­ჩავ", არ უნდა გა­ვამ­ჟღავ­ნო-მეთ­ქი. ვი­ცო­დი, რომ გან­სჯის სა­გა­ნი გავ­ხდე­ბო­დი. მარ­თლაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი არა­ვის­თვის არა­ფე­რი მით­ქვას, რა თქმა უნდა, გა­მი­ხარ­და. მე ვფიქ­რობ, რო­დე­საც ქალს უფა­ლი აჯილ­დო­ებს იმით, რომ დედა გახ­დეს, ეს შან­სი ხე­ლი­დან არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა გა­უშ­ვას. ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა არ­ცერ­თმა ქალ­მა არ უნდა გა­მო­ტო­ვოს.

- ბავ­შვის ნათ­ლია მარ­თლა ანრი ჯო­ხა­ძე იქ­ნე­ბა?

- დიახ. რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­მოვ­ჩნდი "ჯე­ოს­ტარ­ზე", იმ პე­რი­ო­დი­დან ვმე­გობ­რობ მას­თან. ან­რის უყ­ვარს ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და მე ძა­ლი­ან ბევ­რი სი­კე­თე მახ­სოვს მის­გან. ში­ნა­გა­ნად, ხა­სი­ა­თე­ბი­თაც ძა­ლი­ან ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს. ისე მოხ­და, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­ში იყო ანრი ჩემ­თან და მი­თხრა, მე მო­გი­ნათ­ლავ შვილ­სო, თან, ისე და­ემ­თხვა, რომ ან­რი­საც ან­დრია ჰქვია ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლი. ბევ­რი ნათ­ლია არ ეყო­ლე­ბა. ისე­თი ნათ­ლი­ე­ბი მინ­და ჰყავ­დეს, ვის­თა­ნაც ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ექ­ნე­ბა.

ნინო კან­დე­ლა­კი

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ჩემი შვილი სიყვარულის ნაყოფია..." - რა საერთო აქვთ ფეხმძიმე ინდირა ჯგერნაიას შვილსა და ანრი ჯოხაძეს

"ჩემი შვილი სიყვარულის ნაყოფია..." - რა საერთო აქვთ ფეხმძიმე ინდირა ჯგერნაიას შვილსა და ანრი ჯოხაძეს

24 წლის მომღერალი ინდირა ჯგერნაია მაყურებლისთვის ცნობილი სხვადასხვა კონკურსიდან გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ეკრანზე ისე აქტიურად აღარ ჩანს, სიმღერას მაინც არ ღალატობს და ეს სფერო მისი ყოველდღიური სამსახურია. ყველაფერთან ერთად, მომღერალი დედობისთვის ემზადება. სულ მალე ქვეყანას პატარა ანდრია მოევლინება. მომღერალს ჟურნალი "თბილისელები" ესაუბრა:

ინდირა: უკვე მეცხრე თვეში ვარ, მაგრამ ამის მიუხედავად, აქტიურად ვმუშაობ. ფეხმძიმობის პერიოდში ქუთაისში ვარ, თუ არ ჩავთვლით, ექიმებთან ვიზიტებს, რისთვისაც ჩამოვდივარ ხოლმე თბილისში, ფეხმძიმობა ავადმყოფობა არ არის, ამიტომ ჩვეულ რიტმში ვაგრძელებ ცხოვრებას. აქ ერთ-ერთ რესტორანში ვმღერი ყოველ საღამოს. ბავშვის სახელი მე შევარჩიე, მამამისთან შეთანხმებით. თავიდან არ უნდოდა ეს სახელი, რაც მას მოსწონდა, მე არ მომწონდა და აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა მთელი 9 თვის განმავლობაში, მაგრამ, ბოლოს მაინც ანდრიაზე შევთანხმდით.

- ბავშვის მამასთან დაქორწინებული არ ხარ და ამ ფაქტმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია...

- ამ თემაზე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ გადავწყვიტე, ტაბუ დავადო და აღარ ვისაბურო. ჩვენ არ ვართ დაქორწინებულები და ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ ჩემი შვილი სიყვარულის ნაყოფია. ბავშვის მამა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა პროცესში აქტიურადაა ჩართული - თითოეული ანალიზიდან დაწყებული, ექოსკოპიითა და ბავშვის გულის ცემით დამთავრებული. ინფორმირებულია ყოველი ექიმთან კონსულტაციის შესახებ და ასე შემდეგ. მე მგონი, საქართველოში ნაკლებად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მამები შვილებს უარყოფენ. მე ასეთი წარმოდგენა მაქვს და იმედია არ ვცდები.

- შენს "ფეისბუქგვერდზე" გეწერა - მიმიფურთხებია ისეთი ქალისთვის, ვინც იმაზე დამიწყებს საუბარს, რომ არაკანონიერად ვაჩენ შვილსო. ეს ვინმეს ეძღვნებოდა კონკრეტულად?

- არა, ეს ისე, ზოგადად. თუმცა, იმ პერიოდში მომდიოდა ისეთი შეტყობინებები, რისი პასუხიც იყო ეს. ერთი მწერდა დაახლოებით ასეთი შინაარსის შეტყობინებას: შენ თუ გგონია ბავშვით კაცს დააკავებ, ძალიან ცდებიო. მე ვუთხარი, შვილს იმისთვის არ ვაჩენ, რომ მამაკაცი იყოს ჩემს გვერდით. მე მინდოდა შვილი და ამიტომაც ვაჩენ-მეთქი.

- რა რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ ორსულად იყავი?

- როდესაც გავიგე, ორსულად ვიყავი, პირველი რეაქცია რაც მქონდა, იყო ის, რომ ჩემს თავს ვუთხარი: უნდა გავჩუმდე და სადამდეც "გავქაჩავ", არ უნდა გავამჟღავნო-მეთქი. ვიცოდი, რომ განსჯის საგანი გავხდებოდი. მართლაც გარკვეული პერიოდი არავისთვის არაფერი მითქვას, რა თქმა უნდა, გამიხარდა. მე ვფიქრობ, როდესაც ქალს უფალი აჯილდოებს იმით, რომ დედა გახდეს, ეს შანსი ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას. ეს ბედნიერება არცერთმა ქალმა არ უნდა გამოტოვოს.

- ბავშვის ნათლია მართლა ანრი ჯოხაძე იქნება?

- დიახ. როდესაც პირველად გამოვჩნდი "ჯეოსტარზე", იმ პერიოდიდან ვმეგობრობ მასთან. ანრის უყვარს ნიჭიერი ადამიანები და მე ძალიან ბევრი სიკეთე მახსოვს მისგან. შინაგანად, ხასიათებითაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ისე მოხდა, როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, ზუსტად იმ პერიოდში იყო ანრი ჩემთან და მითხრა, მე მოგინათლავ შვილსო, თან, ისე დაემთხვა, რომ ანრისაც ანდრია ჰქვია ნათლობის სახელი. ბევრი ნათლია არ ეყოლება. ისეთი ნათლიები მინდა ჰყავდეს, ვისთანაც ხშირი ურთიერთობა ექნება.

ნინო კანდელაკი

ჟურნალი "თბილისელები"

ხვალიდან მეგაშოუ "დიდი სცენის" ლა­ივ­კონ­ცერ­ტე­ბი იწყება

გია ყანჩელი - საშობაო კონცერტი და კინოჩვენება ამირანში

როგორ გამოიყურება ბინა ვაკეში, რომელიც 6 მლნ ლარამდე ღირს (ფოტო)