Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წადი დალაქი ნახე, თმა დაგვარცხნოს" - ელისაშვილი კობახიძეს პასუხობს
"წადი დალაქი ნახე, თმა დაგვარცხნოს" - ელისაშვილი კობახიძეს პასუხობს

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ მდი­ვანს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს პა­სუ­ხობს:

"გუ­შინ სე­რი­ო­ზუ­ლად გავ­ბრაზ­დი ამ ტიპ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნია მა­ინც. მარა აი ამ ახა­ლი გან­ცხა­დე­ბის მერე რო­გორ ვე­ლა­პა­რა­კო ამ თმა­ბუ­წუ­წას სე­რი­ო­ზუ­ლად. სპორ­ტის სა­სახ­ლის უკან მშე­ნებ­ლო­ბე­ბი რატო არ გა­ა­ჩე­რა უგუ­ლა­ვას დროს ელი­საშ­ვილ­მაო და ის თუ იცი გოგ­ლი­მოგ­ლო ორი კვი­რის წინ ნარ­მა­ნი­ამ სპორ­ტის სა­სახ­ლის უკან რვა 15 სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის პრო­ექ­ტი რომ შე­მო­ი­ტა­ნა და წი­ვილ კი­ვი­ლით გა­ვა­ჩე­რე­ბი­ნეთ? იცი ესა? კი­დევ ჯი­უ­ტად რომ იმე­ო­რებს ელი­საშ­ვი­ლი 2012 წლამ­დე არ აქ­ტი­უ­რობ­დაო. წადი და­ლა­ქი ნახე, თმა დაგ­ვარ­ცხნოს. ეს ოც­ნე­ბა კიდე სად აგ­რო­ვებს ასე­თებს ჭკვი­ა­ნებს ერთი ეს გა­მა­გა­ბი­ნა რა. გოგ­ლი­მოგ­ლი ესა", - წერს ელი­საშ­ვი­ლი.

რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, "რაც ტე­ლე­ე­თე­რის მეშ­ვე­ო­ბით, ნატა ფე­რა­ძის და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის სა­ხით ხდე­ბა, ადას­ტუ­რებს, რომ ჩვენ ვართ პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ძა­ლი­ან და­ბალ დო­ნე­ზე".

"არ ვა­პი­რებ ალე­კო ელი­საშ­ვილ­თან პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლას, უბ­რა­ლოდ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ 2012 წლამ­დე მისი აქ­ტი­უ­რო­ბა არ მახ­სოვს, არც მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის მხრი­დან, რისი თვითმხილ­ვე­ლიც ვართ 2012 წლის შემ­დეგ. ზო­გა­დად გე­ტყვით იმ პრო­ექ­ტებს, რო­მელ­თა ერთ-ერთი გან­სა­ხი­ე­რე­ბაც არის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი. კარ­გად მახ­სოვს რო­გორ შე­იქ­მნა ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის­გან "რუს­თა­ვი 2"-ის მიერ ხატი, რო­გორც გუ­ლან­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის, ეს ის დრო იყო, როცა "რუს­თა­ვი 2"-ში ბუ­ზიც ვერ შეფ­რინ­დე­ბო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ნე­ბარ­თვის გარ­შე. ეს პრო­ექ­ტი და­ი­წყო 2012 წლამ­დე და გრძელ­დე­ბა ახ­ლაც", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში და დას­ძი­ნა, რომ იყო კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ჰყავ­და კონ­კრე­ტუ­ლი დამ­კვე­თე­ბი და ამ პრო­ექ­ტე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბი იყ­ვნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და იგი­ვე გრძელ­დე­ბა ახ­ლაც.

ჟურ­ნა­ლის­ტის რეპ­ლი­კა­ზე, რომ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი პრინ­ცი­პუ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და გიგი უგუ­ლა­ვას დროს სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, კო­ბა­ხი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ ამას ის არა­სო­დეს აკე­თებ­და იქ, სა­დაც ამას პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და.

"სპორ­ტის სა­სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია არის ერთ-ერთი სიმ­ბო­ლო ქა­ლა­ქის და­მა­ხინ­ჯე­ბის. სწო­რედ უგუ­ლა­ვას მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ფუნ­და­მენ­ტუ­რად და­მა­ხინჯდა ქა­ლა­ქის იერ­სა­ხე, გამ­წვა­ნე­ბა­ზე ზუს­ტად იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას. ერთ კონ­კრე­ტულ ლო­კა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ათი ათა­სო­ბით ხე გა­ი­ჩე­ხა უგუ­ლა­ვას მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში. თქვენ თუ შე­გიძ­ლი­ათ და­მი­სა­ხე­ლოთ ერთი შემ­თხვე­ვა მა­ინც, რო­დე­საც ან ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა, ან ნატა ფე­რა­ძემ, ან რო­მე­ლი­მე მათ­მა თა­ნა­მო­აზ­რემ გა­აპ­რო­ტეს­ტა ასე­თი რამ, მა­შინ მე შე­მიძ­ლია ხე­ლე­ბი ავ­წიო, მაგ­რამ ასე­თი რამ რე­ა­ლუ­რად არ მომ­ხდა­რა და მი­ზე­ზი ამ ყვე­ლაფ­რის ზუს­ტად ის იყო, რაც ვთქვი. ანუ, კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­საც ყავ­და კონ­კრე­ტუ­ლი დამ­კვე­თე­ბი და სწო­რედ ამ პრო­ექ­ტე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბი იყ­ვნენ მა­ში­ნაც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და ამ პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბი არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი 2012 წლის შემ­დე­გაც. ეს არის რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი...

ის, რაც ხდე­ბა ტე­ლე­ე­თე­რის მეშ­ვე­ო­ბით, ნატა ფე­რა­ძის და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის სა­ხით, არის ერთ-ერთი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ჩვენ ვართ პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ძა­ლი­ან და­ბალ დო­ნე­ზე, თუმ­ცა ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან მალე შე­იც­ვლე­ბა და ძა­ლი­ან მალე აღიკ­ვე­თე­ბა ჩვენს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა და სი­ძულ­ვი­ლის ენა, რომ­ლის გან­მა­სა­ხი­ე­რებ­ლე­ბი არი­ან ელი­საშ­ვი­ლი და ნატა ფე­რა­ძე", - აღ­ნიშ­ნა პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა.

კი­თხვა­ზე, რა ფორ­მით აღიკ­ვე­თე­ბა სი­ძულ­ვი­ლის ენა და ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა, იგუ­ლის­ხმე­ბა თუ არა ამა­ში სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, კო­ბა­ხი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ნა­ირ რეპ­რე­სი­ულ ზე­წო­ლას არ გეგ­მავს, უბ­რა­ლოდ გან­ვი­თარ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო კულ­ტუ­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რას აკე­თებ­და თა­ვად ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე 2012 წლამ­დე, პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი გან­მარ­ტავს, რომ ის ერთ-ერთი პრო­ფე­სორ­თა­გა­ნი იყო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­მე­ლიც თა­ვის პო­ზი­ცი­ას ყო­ველ­თვის აფიქ­სი­რებ­და.

"იმ დროს, როცა ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ჩარ­თუ­ლი იყო იმ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, რო­მელ­თა ავ­ტო­რიც და­გი­სა­ხე­ლეთ, მა­შინ მე სულ გა­მოვ­ხა­ტავ­დი ჩემს პრინ­ცი­პულ პო­ზი­ცი­ას, სა­მო­ქა­ლა­ქო ატი­ვო­ბე­ბის და აქ­ცი­ე­ბის სა­ხით. მათ შო­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ტა­რებ­დი ლექ­ცი­ებს. მე ვი­ყა­ვი ერ­თა­დერ­თი პრო­ფე­სო­რი, რომლმაც გა­აპ­რო­ტეს­ტა იქ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მა­შინ როცა ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ახორ­ცი­ე­ლებ­და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის პრო­ექ­ტებს, მე გა­მო­მაგ­დეს თსუ-დან, ხოლო 2011 წლი­დან ჩა­ვერ­თე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვო­ბებ­ში", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"წადი დალაქი ნახე, თმა დაგვარცხნოს" - ელისაშვილი კობახიძეს პასუხობს

"წადი დალაქი ნახე, თმა დაგვარცხნოს" - ელისაშვილი კობახიძეს პასუხობს

ალეკო ელისაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს:

"გუშინ სერიოზულად გავბრაზდი ამ ტიპზე, საქართველოს მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანია მაინც. მარა აი ამ ახალი განცხადების მერე როგორ ველაპარაკო ამ თმაბუწუწას სერიოზულად. სპორტის სასახლის უკან მშენებლობები რატო არ გააჩერა უგულავას დროს ელისაშვილმაო და ის თუ იცი გოგლიმოგლო ორი კვირის წინ ნარმანიამ სპორტის სასახლის უკან რვა 15 სართულიანი კორპუსის პროექტი რომ შემოიტანა და წივილ კივილით გავაჩერებინეთ? იცი ესა? კიდევ ჯიუტად რომ იმეორებს ელისაშვილი 2012 წლამდე არ აქტიურობდაო. წადი დალაქი ნახე, თმა დაგვარცხნოს. ეს ოცნება კიდე სად აგროვებს ასეთებს ჭკვიანებს ერთი ეს გამაგაბინა რა. გოგლიმოგლი ესა", - წერს ელისაშვილი.

როგორც ირაკლი კობახიძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, "რაც ტელეეთერის მეშვეობით, ნატა ფერაძის და ალეკო ელისაშვილის სახით ხდება, ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე".

"არ ვაპირებ ალეკო ელისაშვილთან პოლემიკაში შესვლას, უბრალოდ გავიმეორებ, რომ 2012 წლამდე მისი აქტიურობა არ მახსოვს, არც მისი თანამოაზრეების მხრიდან, რისი თვითმხილველიც ვართ 2012 წლის შემდეგ. ზოგადად გეტყვით იმ პროექტებს, რომელთა ერთ-ერთი განსახიერებაც არის ალეკო ელისაშვილი. კარგად მახსოვს როგორ შეიქმნა ალეკო ელისაშვილისგან „რუსთავი 2"-ის მიერ ხატი, როგორც გულანთებული ადამიანის, ეს ის დრო იყო, როცა "რუსთავი 2"-ში ბუზიც ვერ შეფრინდებოდა "ნაციონალების" ნებართვის გარშე. ეს პროექტი დაიწყო 2012 წლამდე და გრძელდება ახლაც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის" ეთერში და დასძინა, რომ იყო კონკრეტული პროექტები, რომლებსაც ჰყავდა კონკრეტული დამკვეთები და ამ პროექტების განმახორციელებლები იყვნენ ეს ადამიანები და იგივე გრძელდება ახლაც.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ალეკო ელისაშვილი პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა გიგი უგულავას დროს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, კობახიძემ უპასუხა, რომ ამას ის არასოდეს აკეთებდა იქ, სადაც ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

"სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის ერთ-ერთი სიმბოლო ქალაქის დამახინჯების. სწორედ უგულავას მმართველობის პერიოდში ფუნდამენტურად დამახინჯდა ქალაქის იერსახე, გამწვანებაზე ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას. ერთ კონკრეტულ ლოკალურ ტერიტორიაზე ათი ათასობით ხე გაიჩეხა უგულავას მმართველობის პერიოდში. თქვენ თუ შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც ან ალეკო ელისაშვილმა, ან ნატა ფერაძემ, ან რომელიმე მათმა თანამოაზრემ გააპროტესტა ასეთი რამ, მაშინ მე შემიძლია ხელები ავწიო, მაგრამ ასეთი რამ რეალურად არ მომხდარა და მიზეზი ამ ყველაფრის ზუსტად ის იყო, რაც ვთქვი. ანუ, კონკრეტული პროექტები, რომელსაც ყავდა კონკრეტული დამკვეთები და სწორედ ამ პროექტების განმახორციელებლები იყვნენ მაშინაც ეს ადამიანები და ამ პროექტის განმახორციელებლები არიან ეს ადამიანები 2012 წლის შემდეგაც. ეს არის რეალური სურათი...

ის, რაც ხდება ტელეეთერის მეშვეობით, ნატა ფერაძის და ალეკო ელისაშვილის სახით, არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე, თუმცა ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და ძალიან მალე აღიკვეთება ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა, რომლის განმასახიერებლები არიან ელისაშვილი და ნატა ფერაძე", - აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

კითხვაზე, რა ფორმით აღიკვეთება სიძულვილის ენა და ბილწსიტყვაობა, იგულისხმება თუ არა ამაში საკანონმდებლო ცვლილებები, კობახიძემ უპასუხა, რომ ხელისუფლება არანაირ რეპრესიულ ზეწოლას არ გეგმავს, უბრალოდ განვითარდება პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურა.

რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებდა თავად ირაკლი კობახიძე 2012 წლამდე, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რომ ის ერთ-ერთი პროფესორთაგანი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც თავის პოზიციას ყოველთვის აფიქსირებდა.

"იმ დროს, როცა ალეკო ელისაშვილი ჩართული იყო იმ პროექტების განხორციელებაში, რომელთა ავტორიც დაგისახელეთ, მაშინ მე სულ გამოვხატავდი ჩემს პრინციპულ პოზიციას, სამოქალაქო ატივობების და აქციების სახით. მათ შორის უნივერსიტეტში, სადაც წლების განმავლობაში ვატარებდი ლექციებს. მე ვიყავი ერთადერთი პროფესორი, რომლმაც გააპროტესტა იქ საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" განახორციელა. მაშინ როცა ალეკო ელისაშვილი ახორციელებდა "ნაცმოძრაობის პროექტებს, მე გამომაგდეს თსუ-დან, ხოლო 2011 წლიდან ჩავერთე "ქართული ოცნების" აქტივობებში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."