მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა საახალწლოდ დანამატის სახით 29 000 ლარი მიიღო
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა საახალწლოდ დანამატის სახით 29 000 ლარი მიიღო

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2015 წელს, შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის" ზა­რა­ლის ოდე­ნო­ბამ 76,3 მი­ლი­ონ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. მწვა­ვე ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წლის ბო­ლოს კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა არ­ჩილ ცა­ბუ­ტაშ­ვილ­მა სა­ა­ხალ­წლო და­ნა­მა­ტის სა­ხით 29 000 ლარი მი­ი­ღო, მის­მა პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ - 25 500 ლარი, ხოლო ოთხ მო­ად­გი­ლეს სა­ერ­თო ჯამ­ში 85 800 ლარი ერგო, თი­თო­ე­ულს - 21 450 ლარი. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მხო­ლოდ კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის წლი­ურ­მა ოდე­ნო­ბამ 142 500 ლარი შე­ად­გი­ნა.

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის" საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის აუ­დი­ტის დას­კვნა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

დას­კვნის თა­ნახ­მად, 2010 წელს კომ­პა­ნი­ის წლი­ურ­მა ფი­ნან­სურ­მა ზა­რალ­მა 10 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლარი შე­ად­გი­ნა, 2011 წელს - 8,5 მი­ლი­ო­ნამ­დე ლარი, 2012 წელს - 5,3 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლარი, 2013 წელს - 19,5 მი­ლი­ონ­ზე მეტი, 2014 წელს - 19,8 მი­ლი­ონ­ზე მეტი, 2015 წელს კი ზა­რა­ლის ოდე­ნო­ბამ 76,3 მი­ლი­ონ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. ამ­რი­გად, არ­სე­ბო­ბის 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­წარ­მოს ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლის ოდე­ნო­ბა 140 მი­ლი­ონ ლარს აღ­წევს.

აუ­დი­ტის დას­კვნა­ში ნათ­ქვა­მია, რომ, მი­უ­ხე­და­ვად მწვა­ვე ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა, 2013 წელს კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბულ პირ­თა ხელ­ფა­სებ­ზე 14,6 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი და­ი­ხარ­ჯა, ხოლო და­ნა­მა­ტე­ბის სა­ხით გა­ცე­მულ იქნა 2,9 მი­ლი­ო­ნამ­დე ლარი. 2014 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფა­სებ­ში გა­ი­ცა 18,2 მი­ლი­ო­ნამ­დე ლარი, ხოლო და­ნა­მა­ტის სა­ხით - 2,5 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მარ­ტო კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას 2013 წლის ივ­ლის­სა და დე­კემ­ბერ­ში ჯამ­ში მი­ღე­ბუ­ლი აქვს 219 650 ლა­რის და­ნა­მა­ტი, რაც მა­თი­ვე წლი­უ­რი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს 99%-ს შე­ად­გენს.

დას­კვნა­ში მოყ­ვა­ნი­ლია სხვა სა­გუ­ლის­ხმო ფაქ­ტე­ბიც:

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა საახალწლოდ დანამატის სახით 29 000 ლარი მიიღო

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა საახალწლოდ დანამატის სახით 29 000 ლარი მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს, შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ზარალის ოდენობამ 76,3 მილიონ ლარს გადააჭარბა. მწვავე ფინანსური პრობლემების მიუხედავად, წლის ბოლოს კომპანიის დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა საახალწლო დანამატის სახით 29 000 ლარი მიიღო, მისმა პირველმა მოადგილემ - 25 500 ლარი, ხოლო ოთხ მოადგილეს საერთო ჯამში 85 800 ლარი ერგო, თითოეულს - 21 450 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ კომპანიის დირექტორის შრომის ანაზღაურების წლიურმა ოდენობამ 142 500 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა.

დასკვნის თანახმად, 2010 წელს კომპანიის წლიურმა ფინანსურმა ზარალმა 10 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა, 2011 წელს - 8,5 მილიონამდე ლარი, 2012 წელს - 5,3 მილიონზე მეტი ლარი, 2013 წელს - 19,5 მილიონზე მეტი, 2014 წელს - 19,8 მილიონზე მეტი, 2015 წელს კი ზარალის ოდენობამ 76,3 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამრიგად, არსებობის 5 წლის განმავლობაში საწარმოს ფინანსური ზარალის ოდენობა 140 მილიონ ლარს აღწევს.

აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ, მიუხედავად მწვავე ფინანსური პრობლემებისა, 2013 წელს კომპანიაში დასაქმებულ პირთა ხელფასებზე 14,6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო დანამატების სახით გაცემულ იქნა 2,9 მილიონამდე ლარი. 2014 წლის განმავლობაში ხელფასებში გაიცა 18,2 მილიონამდე ლარი, ხოლო დანამატის სახით - 2,5 მილიონ ლარზე მეტი.

აღსანიშნავია, რომ მარტო კომპანიის ხელმძღვანელობას 2013 წლის ივლისსა და დეკემბერში ჯამში მიღებული აქვს 219 650 ლარის დანამატი, რაც მათივე წლიური თანამდებობრივი სარგოს 99%-ს შეადგენს.

დასკვნაში მოყვანილია სხვა საგულისხმო ფაქტებიც:

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა