საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი მოთხრობა მასწავლებელზე" - ლიტერატურული კონკურსი მწერლებისთვის
"ერთი მოთხრობა მასწავლებელზე" - ლიტერატურული კონკურსი მწერლებისთვის

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ და­სა­წე­რი გაქვთ თემა "მას­წავ­ლებ­ლის სახე ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში", რა გა­გახ­სენ­დე­ბათ? - კარ­გი არც არა­ფე­რი. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში პე­და­გო­გებ­ზე ბევ­რი არა­ფე­რი შექ­მნი­ლა, რაც და­ი­წე­რა,არც ისე და­დე­ბი­თი­კონ­ტექ­სტის მა­ტა­რე­ბე­ლია. თუმ­ცა, წარ­სულ­შიც და ახ­ლაც, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და დღემ­დე მოღ­ვა­წე­ობს. ისი­ნი თა­ო­ბებს ზრდი­ან და პრო­ფე­სი­ას ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი მწერ­ლე­ბის­თვის ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურსს აცხა­დებს.

კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და სკო­ლის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სამი სა­უ­კე­თე­სო მო­თხრო­ბა გა­მოვ­ლინ­დე­ბა. კონ­კურ­სის სამ გა­მარ­ჯვე­ბულს (I,II,III ად­გი­ლი) ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი 5 ოქ­ტომ­ბერს, მას­წავ­ლებ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა­ზე და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან და მათ სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცე­მათ პერ­სო­ნა­ლუ­რი პორ­ტა­ტუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, ასე­ვე ფუ­ლა­დი პრი­ზი: I ად­გი­ლი - 1000 ლარი; II ად­გი­ლი - 700 ლარი; III ად­გი­ლი - 500 ლარი.

ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურსს­მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ჟურ­ნა­ლი "მას­წავ­ლე­ბე­ლი" და ინ­ტერ­ნეტ­გა­ზე­თი mastsavlebeli.ge, ფარ­მა­ცე­ტუ­ლი კომ­პა­ნია PSP-ს მხარ­და­ჭე­რით აცხა­დებს.

რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ კონ­კურ­სან­ტებ­მა,ვინ და რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ა­ფა­სებს ნაშ­რო­მებს და რა სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს კონ­კურ­სი მო­ნა­წი­ლე­სა და ზო­გა­დად, მას­წავ­ლებ­ლის იმიჯს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, Ambebi.ge კონ­კურ­სის იდე­ის ავ­ტორს, ჟურ­ნალ "მას­წავ­ლებ­ლი­სა" და ინ­ტერ­ნეტ­გა­ზეთ mastsavlebeli.ge -ს მთა­ვარ რე­დაქ­ტორს ნატო ინ­გო­როყ­ვას ესა­უბ­რა:

- ქალ­ბა­ტო­ნო ნატო, "ერთი მო­თხრო­ბა მას­წავ­ლე­ბელ­ზე" - რამ გა­ნა­პი­რო­ბა­აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის სურ­ვი­ლი და რა არის მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი?

- მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია და მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ხე­ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ძა­ლი­ან მწი­რად არის, ისიც, ხში­რად და­სა­ცი­ნი პერ­სო­ნა­ჟია. ალ­ბათ გახ­სოვთ ზაბ­ლო­ნა მას­წავ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე, კი­ნო­ფილ­მებ­შიც არის ამის პრობ­ლე­მა, ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენს მას­წავ­ლებ­ლებს არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის, ასე­ვე ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბის მიერ და­ნა­ხუ­ლი ახა­ლი მას­წავ­ლებ­ლის სა­ხის გა­ჩე­ნის­თვის შექ­მნი­ლი­ყო ისე­თი მო­თხრო­ბე­ბი, სა­დაც ასა­ხუ­ლი იქ­ნე­ბო­და თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლებ­ლის სახე, მისი ყოფა-ცხოვ­რე­ბა. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას გა­უ­წევს თა­ვად პრო­ფე­სი­ას და ჩვენ დაგ­ვა­ნა­ხებს რო­გორ მას­წავ­ლე­ბელს ხე­და­ვენ, ან რო­გორ მას­წავ­ლე­ბელს ითხო­ვენ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში.

- ვის შე­უძ­ლია კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა?

-კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ მცხოვ­რებ ქარ­თველ მწერ­ლებს, რომ­ლე­ბიც გა­მოთ­ქვა­მენ სურ­ვილს თა­ვი­ან­თი შე­მოქ­მე­დე­ბა და დრო და­უთ­მონ მას­წავ­ლებ­ლის სა­ხის შექ­მნას მო­თხრო­ბა­ში. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, მათ შო­რის მას­წავ­ლე­ბელს, თუ მას სურ­ვი­ლი აქვს, რომ მწერ­ლის ოს­ტა­ტო­ბით აღ­წე­როს მისი და­ნა­ხუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. გვინ­და ნამ­დვი­ლად ღი­რე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და­ი­დოს.

- თქვენ ბრძან­დე­ბით კონ­კურ­სის იდე­ის ავ­ტო­რი და ბუ­ნებ­რი­ვია, თქვენ­ზე უკეთ ვე­რა­ვინ იტყვის, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­წო­ნე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ებ­ში? რა აქ­ცენ­ტე­ბის გა­კე­თე­ბას ურ­ჩევ­დით მწერ­ლებს?

-მწე­რალსშეკ­ვე­თას ვერ მივ­ცემ, რო­გორ­მას­წავ­ლე­ბელ­ზე უნდა წე­როს მან, ან რო­გო­რი იქ­ნე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის სახე. ეს იქ­ნე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ნამ­დვი­ლად, მარ­თლად და ოს­ტა­ტუ­რად ასა­ხავს თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლებ­ლის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას. რა თქმა უნდა, სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლი იყოს მი­სა­ბა­ძი, ისე­თი, რო­გორ­ზეც დღეს მო­თხოვ­ნა არის, თუმ­ცა, ცხა­დია, ჩვენ ამას ავ­ტორს ვერ შე­ვუკ­ვე­თავთ. კონ­კურ­სან­ტე­ბი რო­გორ მას­წავ­ლე­ბელ­საც და­ი­ნა­ხა­ვენ, ისე­თი დარ­ჩე­ბა. ჟი­უ­რიც ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­დუქტს შე­ა­ფა­სებს და არა იმას, ვინ რო­გო­რი სახე შექ­მნა.

- სწო­რედ ჟი­უ­რის შე­სა­ხებ მინ­და გკი­თხოთ, რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, მათი ვი­ნა­ო­ბა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია, თუმ­ცა სხვა, რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბის შე­სა­ხებ?

- ჟი­უ­რი 5 წევ­რის­გან შედ­გე­ბა. მათ შო­რის არი­ან რო­გორც პრო­ზა­ი­კო­სე­ბი, ასე­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის კრი­ტი­კო­სე­ბი. ისი­ნი არი­ან ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სეო ლი­ტე­რა­ტუ­რის მცოდ­ნე და შემ­ფა­სებ­ლე­ბი.თა­ვი­ანთ კო­ლე­გებს "სუ­ბი­ექ­ტუ­რად ობი­ექ­ტუ­რად" შე­ა­ფა­სე­ბენ. შე­ვარ­ჩი­ეთ ისე­თი ჟი­უ­რის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ღირ­სე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი არ გა­მო­ე­პა­რე­ბათ და არა­ვინ და­ი­ჩაგ­რე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა პრი­ზებს, რო­გორც ვიცი, ჯილ­დო მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რე­ბი­თა და ფუ­ლა­დი პრე­მი­ით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

-დიახ, სა­უ­კე­თე­სო მო­თხრო­ბე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ინ­ტერ­ნეტ­გა­ზეთ­ში mastsavlebeli.ge აღ­ნიშ­ნულ პორ­ტალს მკი­თხვე­ლი ნამ­დვი­ლად ჰყავს და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ი­ტია არა მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლებ­ში. ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში სა­იტს ყო­ველ­წლი­უ­რად ორ მი­ლი­ონ­ზე მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს. ეს ცოტა არ არის. თი­თო­ე­ულ მომ­ხმა­რე­ბელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ექ­ნე­ბა სა­იტ­ზე წა­ი­კი­თხოს მას­წავ­ლე­ბელ­ზე შექ­მნი­ლი მო­თხრო­ბე­ბი. ამას გარ­და, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მო­თხრო­ბე­ბი და­ი­ბეჭ­დე­ბა ბეჭ­დურ ჟურ­ნალ­ში "მას­წავ­ლე­ბე­ლი", რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა სოფ­ლის ყვე­ლა სკო­ლა­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო PSP-ს, ჩვენ სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცია ვართ და რომ არა მათი მხარ­და­ჭე­რა, მწერ­ლებ­ზე ფუ­ლად პრე­მი­ებ­სვერ გავ­ცემ­დით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ჟი­უ­რის წევ­რებს, ჩემს კო­ლე­გა მწერ­ლებს მათი კე­თილ­გან­წყო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის, რათა ისი­ნი ჟი­უ­რის წევ­რე­ბი უან­გა­როდ, ყო­ველ­გვა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე გამ­ხდა­რიყ­ვნენ.

- კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად არ­სე­ბობს რა­ი­მე დათ­ქმა პი­რო­ბა, გარ­და იმი­სა, რომ მო­თხრო­ბა მას­წავ­ლე­ბელ­ზე უნდა და­ი­წე­როს?

-ჟან­რი შე­ზღუ­დუ­ლი არ არის. მო­ცუ­ლო­ბა სა­სურ­ვე­ლია8-დან 15 გვერ­დამ­დე იყოს, თუმ­ცა, თუ ნა­შო­რი­მი, მა­გა­ლი­თად, 18 გვერ­დი იქ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, წა­უ­კი­თხავს არ დავ­ტო­ვებთ.კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში მხო­ლოდ სა­კონ­კურ­სო პე­რი­ოდ­ში შექ­მნი­ლი მო­თხრო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა 2016 წლის 20 სექ­ტემ­ბრამ­დე, ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე: tpdc.georgia@gmail.com გზავ­ნილ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა და სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, მხო­ლოდ სა­კონ­კურ­სო პე­რი­ოდ­ში შექ­მნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, სა­მო­მავ­ლო პერ­პექ­ტი­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი მას­წავ­ლებ­ლის იმიჯს რამ­დე­ნად წა­ად­გე­ბა?

- თქვენ იცით რამ­დე­ნად კარ­გად მუ­შა­ობს "ხმა­უ­რი". ეს ერ­თგვა­რი "კე­თი­ლი ხმა­უ­რია", რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად, სიგ­ნალ­საც იძ­ლე­ვა, რომ ჩვენს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ფე­სი­ას და­ბე­რე­ბა ემუქ­რე­ბა, რად­გან ახა­ლი თა­ო­ბა პე­და­გო­გო­ბით ნაკ­ლე­ბად ინ­ტე­რეს­დე­ბა. მას მეტი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია სჭირ­დე­ბა და ეს ერ­თგვა­რი ხერ­ხია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ანა მარ­შა­ნია, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"ერთი მოთხრობა მასწავლებელზე" - ლიტერატურული კონკურსი მწერლებისთვის

"ერთი მოთხრობა მასწავლებელზე" - ლიტერატურული კონკურსი მწერლებისთვის

წარმოიდგინეთ, რომ დასაწერი გაქვთ თემა "მასწავლებლის სახე ქართულ ლიტერატურაში", რა გაგახსენდებათ? - კარგი არც არაფერი. სამწუხაროდ, ქართულ მწერლობაში პედაგოგებზე ბევრი არაფერი შექმნილა, რაც დაიწერა,არც ისე დადებითიკონტექსტის მატარებელია. თუმცა, წარსულშიც და ახლაც, განათლების სისტემაში ბევრი ღირსეული მასწავლებელი იყო და დღემდე მოღვაწეობს. ისინი თაობებს ზრდიან და პროფესიას ერთგულად ემსახურებიან.

მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისათვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მწერლებისთვის ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს.

კონკურსის ფარგლებში მასწავლებლის საქმიანობისა და სკოლის ცხოვრების შესახებ სამი საუკეთესო მოთხრობა გამოვლინდება. კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულები 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე დაჯილდოვდებიან და მათ საჩუქრად გადაეცემათ პერსონალური პორტატული კომპიუტერები, ასევე ფულადი პრიზი: I ადგილი - 1000 ლარი; II ადგილი - 700 ლარი; III ადგილი - 500 ლარი.

ლიტერატურულ კონკურსსმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი "მასწავლებელი" და ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge, ფარმაცეტული კომპანია PSP-ს მხარდაჭერით აცხადებს.

რა უნდა გაითვალისწინონ კონკურსანტებმა,ვინ და რა კრიტერიუმებით შეაფასებს ნაშრომებს და რა სარგებელს მოუტანს კონკურსი მონაწილესა და ზოგადად, მასწავლებლის იმიჯს, ამასთან დაკავშირებით, Ambebi.ge კონკურსის იდეის ავტორს, ჟურნალ "მასწავლებლისა" და ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge -ს მთავარ რედაქტორს ნატო ინგოროყვას ესაუბრა:

- ქალბატონო ნატო, "ერთი მოთხრობა მასწავლებელზე" - რამ განაპირობააღნიშნული კონკურსის ჩატარების სურვილი და რა არის მისი მთავარი მიზანი?

- მასწავლებლის პროფესია და მასწავლებელი, როგორც ლიტერატურული სახექართულ ლიტერატურაში ძალიან მწირად არის, ისიც, ხშირად დასაცინი პერსონაჟია. ალბათ გახსოვთ ზაბლონა მასწავლებელი. ასევე, კინოფილმებშიც არის ამის პრობლემა, ქართველი ავტორები ხშირ შემთხვევაში ჩვენს მასწავლებლებს არც თუ ისე სახარბიელო კონტექსტში მოიხსენიებენ. ამიტომ, გადავწყვიტე, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, ასევე ქართულ ლიტერატურაში თანამედროვე მწერლების მიერ დანახული ახალი მასწავლებლის სახის გაჩენისთვის შექმნილიყო ისეთი მოთხრობები, სადაც ასახული იქნებოდა თანამედროვე მასწავლებლის სახე, მისი ყოფა-ცხოვრება. ეს გარკვეულწილად პოპულარიზაციას გაუწევს თავად პროფესიას და ჩვენ დაგვანახებს როგორ მასწავლებელს ხედავენ, ან როგორ მასწავლებელს ითხოვენ 21-ე საუკუნეში.

- ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

-კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველ მწერლებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს თავიანთი შემოქმედება და დრო დაუთმონ მასწავლებლის სახის შექმნას მოთხრობაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მასწავლებელს, თუ მას სურვილი აქვს, რომ მწერლის ოსტატობით აღწეროს მისი დანახული მასწავლებელი. გვინდა ნამდვილად ღირებული ლიტერატურული პროდუქტები დაიდოს.

- თქვენ ბრძანდებით კონკურსის იდეის ავტორი და ბუნებრივია, თქვენზე უკეთ ვერავინ იტყვის, რა შეიძლება იყოს ყველაზე მეტად მოწონებული ნაწარმოებში? რა აქცენტების გაკეთებას ურჩევდით მწერლებს?

-მწერალსშეკვეთას ვერ მივცემ, როგორმასწავლებელზე უნდა წეროს მან, ან როგორი იქნება გამარჯვებული მასწავლებლის სახე. ეს იქნება ნაწარმოები, რომელიც ყველაზე ნამდვილად, მართლად და ოსტატურად ასახავს თანამედროვე მასწავლებლის ყოველდღიურ ცხოვრებას. რა თქმა უნდა, სასურველი იქნება მასწავლებელი იყოს მისაბაძი, ისეთი, როგორზეც დღეს მოთხოვნა არის, თუმცა, ცხადია, ჩვენ ამას ავტორს ვერ შევუკვეთავთ. კონკურსანტები როგორ მასწავლებელსაც დაინახავენ, ისეთი დარჩება. ჟიურიც ლიტერატურულ პროდუქტს შეაფასებს და არა იმას, ვინ როგორი სახე შექმნა.

- სწორედ ჟიურის შესახებ მინდა გკითხოთ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათი ვინაობა კონფიდენციალურია, თუმცა სხვა, რა შეგიძლიათ გვითხრათ ჟიურის შემადგენლობის შესახებ?

- ჟიური 5 წევრისგან შედგება. მათ შორის არიან როგორც პროზაიკოსები, ასევე ლიტერატურის კრიტიკოსები. ისინი არიან ძალიან გემოვნებიანი და საინტერესეო ლიტერატურის მცოდნე და შემფასებლები.თავიანთ კოლეგებს "სუბიექტურად ობიექტურად" შეაფასებენ. შევარჩიეთ ისეთი ჟიურის წევრები, რომლებსაც ღირსეული ნაწარმოებები არ გამოეპარებათ და არავინ დაიჩაგრება.

- რაც შეეხება პრიზებს, როგორც ვიცი, ჯილდო მხოლოდ კომპიუტერებითა და ფულადი პრემიით არ შემოიფარგლება.

-დიახ, საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთში mastsavlebeli.ge აღნიშნულ პორტალს მკითხველი ნამდვილად ჰყავს და ძალიან პოპულარული საიტია არა მხოლოდ მასწავლებლებში. ამ პატარა ქვეყანაში საიტს ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ეს ცოტა არ არის. თითოეულ მომხმარებელს საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ შესაძლებლობაექნება საიტზე წაიკითხოს მასწავლებელზე შექმნილი მოთხრობები. ამას გარდა, გამარჯვებული მოთხრობები დაიბეჭდება ბეჭდურ ჟურნალში "მასწავლებელი", რომელიც საქართველოს ყველა სოფლის ყველა სკოლაში ხელმისაწვდომია. მადლობა მინდა გადავუხადო PSP-ს, ჩვენ საბიუჯეტო ორგანიზაცია ვართ და რომ არა მათი მხარდაჭერა, მწერლებზე ფულად პრემიებსვერ გავცემდით. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჟიურის წევრებს, ჩემს კოლეგა მწერლებს მათი კეთილგანწყობისა და მხარდაჭერისათვის, რათა ისინი ჟიურის წევრები უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გამხდარიყვნენ.

- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არსებობს რაიმე დათქმა პირობა, გარდა იმისა, რომ მოთხრობა მასწავლებელზე უნდა დაიწეროს?

-ჟანრი შეზღუდული არ არის. მოცულობა სასურველია8-დან 15 გვერდამდე იყოს, თუმცა, თუ ნაშორიმი, მაგალითად, 18 გვერდი იქნება, რა თქმა უნდა, წაუკითხავს არ დავტოვებთ.კონკურსის ფარგლებში მხოლოდ საკონკურსო პერიოდში შექმნილი მოთხრობები განიხილება. ლიტერატურული ნაწარმოებები მიიღება 2016 წლის 20 სექტემბრამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: tpdc.georgia@gmail.com გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. გასათვალისწინებელია, რომ პირობების თანახმად, მხოლოდ საკონკურსო პერიოდში შექმნილი ნაწარმოებები განიხილება.

- როგორ ფიქრობთ, სამომავლო პერპექტივაში აღნიშნული კონკურსი მასწავლებლის იმიჯს რამდენად წაადგება?

- თქვენ იცით რამდენად კარგად მუშაობს "ხმაური". ეს ერთგვარი "კეთილი ხმაურია", რომელიც ამავდროულად, სიგნალსაც იძლევა, რომ ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან პროფესიას დაბერება ემუქრება, რადგან ახალი თაობა პედაგოგობით ნაკლებად ინტერესდება. მას მეტი პოპულარიზაცია სჭირდება და ეს ერთგვარი ხერხია ამ მიმართულებით.

ანა მარშანია, Ambebi.ge

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი