პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოქალაქეობრივ ვალად ჩავთვალე, ზურგი­ მექცია "ნაციონალებ­ისა" და მათი ტელევიზიისთვის" - რას ამბობენ მსახიობები, რომლებმაც "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვეს
"მოქალაქეობრივ ვალად ჩავთვალე, ზურგი­ მექცია "ნაციონალებ­ისა" და მათი ტელევიზიისთვის" - რას ამბობენ მსახიობები, რომლებმაც "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვეს

9 სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" "რუს­თა­ვის 2"-ის ეთერ­ში­ ნამ­დვი­ლად არ უჩი­ო­და მა­ყუ­რე­ბელ­თა გულ­გრი­ლო­ბას. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვა­ლი გმი­რი შე­ვიყ­ვა­რეთ - მერე და­ვი­წყე­ბა­საც მი­ვე­ცით (სე­რი­ა­ლის ფუნ­ქცი­აც ხომ ეს არის).

სექ­ტემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მე­ა­თე სე­ზო­ნი აი­ღებს სტარტს. სა­ნამ ახა­ლი სე­ზო­ნის ნახ­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცე­მა, მა­ნამ იმ რამ­დე­ნი­მე გმირ­ზე ვი­სა­უბ­როთ, რო­მელ­თაც­ - დრო­ე­ბით ან სა­მუ­და­მოდ - შე­წყვი­ტეს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" არ­სე­ბო­ბა. "კვი­რის­ პა­ლიტ­რამ" რამ­დე­ნი­მე მათ­განს ერთი და იმა­ვე კი­თხვით მი­მარ­თა: რა­ტომ და­ტო­ვეთ სე­რი­ა­ლი?

ერთ-ერთი პირ­ველ­თა­გა­ნი, ვინც "რუს­თა­ვი 2"-დან GDS-ში გა­და­ი­ნაც­ვლა, მსა­ხი­ო­ბი რე­ვაზ ნა­სი­ძე იყო. სე­რი­ალ­ში იგი მი­ნის­ტრ მა­კას ვაჟს - გიოს ასა­ხი­ე­რებ­და.

რე­ვაზ ნა­სი­ძე: "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" აღარ ვარ. GDS-ის სე­რი­ალ­ში - "ქერ­ჩი",­ ჩემი დიდი ბა­ბუა უნდა გან­მე­სა­ხი­ე­რე­ბი­ნა. ამ­ბრო­სი შენ­გე­ლია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ქერჩში იბ­რძო­და. რად­გან "რუს­თა­ვი 2"-სა­­ და GDS-ს შო­რის გრა­ფიკს ვერ ვა­თავ­სებ­დი, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" წა­მო­ვე­დი, თან ჩემს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ ვა­ლად ჩავ­თვა­ლე, რომ ზურ­გი­ შე­მექ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ობ­ისა" და მა­თი­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის. "ქერ­ჩის" გა­და­ღე­ბე­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ სპექ­ტაკლში ვი­თა­მა­შე - თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში. მას შემ­დეგ, უკვე 6 თვეა, სხვა საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, ასე ვთქვათ, პა­უ­ზა მაქვს აღე­ბუ­ლი....

"კვი­რის პა­ლიტ­რა" "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" პრო­დი­უ­სერ­საც და­უ­კავ­შირ­და.

ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე: "მი­ზე­ზე­ბი, თუ რა­ტომ და­ტო­ვეს მსა­ხი­ო­ბებ­მა სე­რი­ა­ლი, ში­და­სამ­ზა­რე­უ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­აა, რო­მე­ლიც­ მუშა-პრო­ცე­სის ნა­წი­ლია და სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის­თვის არ მეჩ­ვე­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ. მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი - რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა მუ­შა­ობ­დეს ვი­ღა­ცა ან არ მუ­შა­ობ­დეს - და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რო­გორ ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თო­ მი­ზანს".

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 29 აგ­ვის­ტოს ნო­მერ­ში, ან გახ­დით სა­ი­ტის ხელ­მომ­წე­რი და იხი­ლეთ სტა­ტია: " რა­ტომ ტო­ვე­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მოქალაქეობრივ ვალად ჩავთვალე, ზურგი­ მექცია "ნაციონალებ­ისა" და მათი ტელევიზიისთვის" - რას ამბობენ მსახიობები, რომლებმაც "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვეს

"მოქალაქეობრივ ვალად ჩავთვალე, ზურგი­ მექცია "ნაციონალებ­ისა" და მათი ტელევიზიისთვის" - რას ამბობენ მსახიობები, რომლებმაც "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვეს

9 სეზონის განმავლობაში სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" "რუსთავის 2"-ის ეთერში­ ნამდვილად არ უჩიოდა მაყურებელთა გულგრილობას. ამ ხნის განმავლობაში მრავალი გმირი შევიყვარეთ - მერე დავიწყებასაც მივეცით (სერიალის ფუნქციაც ხომ ეს არის).

სექტემბრის მეორე ნახევრიდან "ჩემი ცოლის დაქალების" მეათე სეზონი აიღებს სტარტს. სანამ ახალი სეზონის ნახვისა და შეფასების საშუალება მოგვეცემა, მანამ იმ რამდენიმე გმირზე ვისაუბროთ, რომელთაც­ - დროებით ან სამუდამოდ - შეწყვიტეს "ჩემი ცოლის დაქალებში" არსებობა. "კვირის­ პალიტრამ" რამდენიმე მათგანს ერთი და იმავე კითხვით მიმართა: რატომ დატოვეთ სერიალი?

ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც "რუსთავი 2"-დან GDS-ში გადაინაცვლა, მსახიობი რევაზ ნასიძე იყო. სერიალში იგი მინისტრ მაკას ვაჟს - გიოს ასახიერებდა.

რევაზ ნასიძე: "ჩემი ცოლის დაქალებში" აღარ ვარ. GDS-ის სერიალში - "ქერჩი",­ ჩემი დიდი ბაბუა უნდა განმესახიერებინა. ამბროსი შენგელია მეორე მსოფლიო ომის დროს ქერჩში იბრძოდა. რადგან "რუსთავი 2"-სა­­ და GDS-ს შორის გრაფიკს ვერ ვათავსებდი, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" წამოვედი, თან ჩემს მოქალაქეობრივ ვალად ჩავთვალე, რომ ზურგი­ შემექცია "ნაციონალური მოძრაობ­ისა" და მათივე ტელევიზიისთვის. "ქერჩის" გადაღებების შეწყვეტის შემდეგ სპექტაკლში ვითამაშე - თეატრალურ სარდაფში. მას შემდეგ, უკვე 6 თვეა, სხვა საქმით ვარ დაკავებული, ასე ვთქვათ, პაუზა მაქვს აღებული....

"კვირის პალიტრა" "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერსაც დაუკავშირდა.

ირაკლი საღინაძე: "მიზეზები, თუ რატომ დატოვეს მსახიობებმა სერიალი, შიდასამზარეულო ინფორმაციაა, რომელიც­ მუშა-პროცესის ნაწილია და საჯარო განხილვისთვის არ მეჩვენება საინტერესოდ. მთავარი ამოსავალი წერტილი - რატომ შეიძლება მუშაობდეს ვიღაცა ან არ მუშაობდეს - დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ემსახურება ეს ყველაფერი საერთო­ მიზანს".

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 29 აგვისტოს ნომერში, ან გახდით საიტის ხელმომწერი და იხილეთ სტატია: " რატომ ტოვებენ მსახიობები "ჩემი ცოლის დაქალებს"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება