1783 წელს ერეკლე II-მ ხელი მოაწერა რუსეთთან ხელშეკრულებას, რომელიც "გეორგიევსკის ტრაქტატის" სახელით არის ცნობილი. ხელშეკრულებით საქართველო აღიარებდა რუსეთის საიმპერატორო ტახტის უზენაესობას, სანაცვლოდ რუსეთს ქართლ-კახეთის სამეფოსთვის სამხედრო დახმარება უნდა აღმოეჩინა. რუსეთმა არ შეასრულა პირობა და 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, ქართველებს არ დაეხმარა. ერეკლეს მემკვიდრის, გიორგი XII-ის, გარდაცვალების შემდეგ კი ქართლ-კახეთის მეფედ არ დაამტკიცა მისი ვაჟი დავითი და 1801 წელს სამეფო ოჯახის წევრები რუსეთში გადაასახლა.
ქართლ-კახეთი იმპერიის შემადგენელ ნაწილად იქცა და რუსეთის გუბერნიად გამოცხადდა. გიორგი XII-ის ნუმიზმატიკური მემკვიდრეობიდან შემოგვრჩა სპილენძის მონეტა.
ნახევარი ბისტი. სპილენძი. გიორგი XII (1798-1800). თბილისი. 1798-1799
AV. გამოსახულია თევზი
RV. ქართული ასომთავრული ზედწერილი: "გიორგი". სპარსული ზედწერილი და თარიღი ჰიჯრით: "იჭედა თბილისს 1213" (1798-1799)