საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაზპრომის ტრუბა მაინც დაინგრეს-მეთქი... 50 ათასს მოგცემთ ამ საქმეზეო..." - ვისზე ლაპარაკობენ ტერაქტში ბრალდებულები ფარულ ჩანაწერებში?
"გაზპრომის ტრუბა მაინც დაინგრეს-მეთქი... 50 ათასს მოგცემთ ამ საქმეზეო..." - ვისზე ლაპარაკობენ ტერაქტში ბრალდებულები ფარულ ჩანაწერებში?

(ფო­ტო­ზე მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ: მინ­დია ვა­შაყ­მა­ძე, ირაკ­ლი ბა­ღიშ­ვი­ლი, ლე­ვან მამ­ფო­რია, ჯაბა მელ­ქა­ძე)

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი აღიკ­ვე­თა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს 5 მო­ქა­ლა­ქე: ბექა ბე­ქა­უ­რი, ვლა­დი­მერ რუ­ხა­ძე, მინ­დია ვა­შაყ­მა­ძე, ჯაბა მელ­ქა­ძე და ნუკ­რი ჭკა­დუა მდი­ნა­რე არაგვზე გა­მა­ვა­ლი რუ­სეთ-სომ­ხე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გაზ­სა­დე­ნი მი­ლის ღია მო­ნაკ­ვეთ­ზე აფეთ­ქე­ბას ამ­ზა­დებ­დნენ. მათ­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი ლე­ვან მამ­ფო­რია, რო­მელ­საც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბა აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი - გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, იგი ტე­რო­რის­ტულ ჯგუფს გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია ირაკ­ლი ბა­ღიშ­ვი­ლიც.

გა­ზეთ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რამ" ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­იპ­ვა რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის და სუს-ის ინ­ფორ­მა­ტო­რის და­კი­თხვის ოქ­მე­ბი, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, და­კა­ვე­ბუ­ლებს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დიდ­ხანს უს­მენ­დნენ. საქ­მე­ში უამ­რა­ვი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რია, გა­შიფ­რუ­ლია მოს­მე­ნე­ბი ბი­ნა­ში და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მათი მი­მო­წე­რა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი თავ­შეყ­რის ად­გი­ლი იყო ბინა ვარ­კე­თილ­ში, რო­მე­ლიც მინ­დია ვა­შაყ­მა­ძეს ჰქონ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

გთა­ვა­ზობთ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ფრაგ­მენ­ტებს:

"გვე­უბ­ნე­ბი­ან, ჩვენ რა­ღაც სხვა გეგ­მე­ბიც გვაქვს, თქვენ რას შვრე­ბით, სა­ერ­თოდ თუ შეძ­ლებთ ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სო. გა­ზპ­რო­მის ტრუ­ბა მა­ინც და­ინ­გრეს-მეთ­ქი... 50 ათასს მოგ­ცემთ ამ საქ­მე­ზეო... მთა­ვა­რია, გა­ა­კე­თოთ, ფული და რე­სურ­სი არ მო­გაკ­ლდე­ბა­თო. ჩვენ ვერ ჩა­მო­ვალთ, რად­გან დე­პორ­ტს გაგ­ვი­კე­თე­ბენ და გაგვგზავ­ნი­ან რუ­სეთ­შიო... რა­ღაც სკან­და­ლი უეჭ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თუ გინ­და, მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვო, ჯერ არ უნდა შე­ე­ხო ამათ. ახლა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დია, ერ­თმა­ნეთს ებ­რძვი­ან... მე ასე­თი რა­მის გა­კე­თე­ბა არე­უ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მირ­ჩევ­ნია, მაგ­რამ ის კაცი უნდა ჩა­მო­ვი­დეს, თუ ეს დრო­ზე გა­კეთ­და, მა­შინ ფუ­ლიც ჩა­მო­ვა. თუ არა­და, მერე ის ბი­ჭე­ბიც და­ი­კარ­გე­ბი­ან და აქეთ მო­გად­გე­ბი­ან, გე­ტყვის, რა­ტომ დამ­პირ­დიო… 17-ში ვე­ლო­დე­ბი, და­სავ­ლე­თი­დან უნდა ჩა­მო­ვი­დეს ერთი კაცი და ვნა­ხოთ... ის კი დიდი ხა­ნია მი­წა­ში

და­მარ­ხუ­ლია და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვე დას­ჭირ­დე­ბა, ალ­ბათ, მის გა­მოშ­რო­ბას… ფული გვჭირ­დე­ბა ერთ რა­მე­ში, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლად ტრან­სპორ­ტით გა­და­ვა­ად­გილ­დეთ, მერე ყვე­ლა­ფერ­ში ისი­ნი დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან. მაგ­რამ, იცი, საქ­მე რა­შია? დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამათ ხელ­შია, ხვალ "ნა­ცე­ბი" რომ ვერ გა­ვიდ­ნენ, პიზ­დე­ცი იქ­ნე­ბა კა­რო­ჩე. თუ აი­რია სი­ტუ­ა­ცია...

გაგ­რძე­ლე­ბა

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" ან გახ­დით სა­ი­ტის ხელ­მომ­წე­რი, შე­ი­ძი­ნეთ სა­სურ­ვე­ლი პა­კე­ტი და იხი­ლეთ სტა­ტია: "ის კაცი უნდა ჩა­მო­ვი­დეს..." - სკან­და­ლუ­რი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი (ექ­სკლუ­ზი­ვი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"გაზპრომის ტრუბა მაინც დაინგრეს-მეთქი... 50 ათასს მოგცემთ ამ საქმეზეო..." - ვისზე ლაპარაკობენ ტერაქტში ბრალდებულები ფარულ ჩანაწერებში?

"გაზპრომის ტრუბა მაინც დაინგრეს-მეთქი... 50 ათასს მოგცემთ ამ საქმეზეო..." - ვისზე ლაპარაკობენ ტერაქტში ბრალდებულები ფარულ ჩანაწერებში?

(ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: მინდია ვაშაყმაძე, ირაკლი ბაღიშვილი, ლევან მამფორია, ჯაბა მელქაძე)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოში სერიოზული ტერორისტული აქტი აღიკვეთა. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნუკრი ჭკადუა მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. მათთან ერთად დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება აქვს წაყენებული - გამოძიების მტკიცებით, იგი ტერორისტულ ჯგუფს გეგმის განხორციელებაში ეხმარებოდა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია ირაკლი ბაღიშვილიც.

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპვა როგორც დაკავებულების და სუს-ის ინფორმატორის დაკითხვის ოქმები, ასევე რამდენიმე ფარული ჩანაწერი. როგორც გამოცემა წერს, დაკავებულებს კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლები დიდხანს უსმენდნენ. საქმეში უამრავი ფარული ჩანაწერია, გაშიფრულია მოსმენები ბინაში და სოციალურ ქსელებში მათი მიმოწერა. ჩვენი ინფორმაციით, მათი თავშეყრის ადგილი იყო ბინა ვარკეთილში, რომელიც მინდია ვაშაყმაძეს ჰქონდა დაქირავებული.

იხილეთ ვიდეო

გთავაზობთ ფარული ჩანაწერებიდან ფრაგმენტებს:

"გვეუბნებიან, ჩვენ რაღაც სხვა გეგმებიც გვაქვს, თქვენ რას შვრებით, საერთოდ თუ შეძლებთ ამის განხორციელებასო. გაზპრომის ტრუბა მაინც დაინგრეს-მეთქი... 50 ათასს მოგცემთ ამ საქმეზეო... მთავარია, გააკეთოთ, ფული და რესურსი არ მოგაკლდებათო. ჩვენ ვერ ჩამოვალთ, რადგან დეპორტს გაგვიკეთებენ და გაგვგზავნიან რუსეთშიო... რაღაც სკანდალი უეჭველი იქნება, მაგრამ საზოგადოებაში თუ გინდა, მხარდაჭერა მოიპოვო, ჯერ არ უნდა შეეხო ამათ. ახლა წინასაარჩევნო პერიოდია, ერთმანეთს ებრძვიან... მე ასეთი რამის გაკეთება არეულობის პერიოდში მირჩევნია, მაგრამ ის კაცი უნდა ჩამოვიდეს, თუ ეს დროზე გაკეთდა, მაშინ ფულიც ჩამოვა. თუ არადა, მერე ის ბიჭებიც დაიკარგებიან და აქეთ მოგადგებიან, გეტყვის, რატომ დამპირდიო… 17-ში ველოდები, დასავლეთიდან უნდა ჩამოვიდეს ერთი კაცი და ვნახოთ... ის კი დიდი ხანია მიწაში

დამარხულია და დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, ალბათ, მის გამოშრობას… ფული გვჭირდება ერთ რამეში, რომ ელემენტარულად ტრანსპორტით გადავაადგილდეთ, მერე ყველაფერში ისინი დაგვეხმარებიან. მაგრამ, იცი, საქმე რაშია? დღეს ხელისუფლება ამათ ხელშია, ხვალ "ნაცები" რომ ვერ გავიდნენ, პიზდეცი იქნება კაროჩე. თუ აირია სიტუაცია...

გაგრძელება

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: "ის კაცი უნდა ჩამოვიდეს..." - სკანდალური ფარული ჩანაწერები (ექსკლუზივი)

ბესიკ თამლიანმა საპატიმრო დატოვა - პროკურატურის განმარტება

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში კომერციული ობიექტი დახურა, სადაც 600-მდე პირია დასაქმებული - "თანამშრომლების ნაწილს მაღალი სიცხე აქვს"

ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი