მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაშაძე, ჯანყარაშვილი და ხადური ბათუმში - რა ფოტოებს ავრცელებენ "ნაციონალები"
ვაშაძე, ჯანყარაშვილი და ხადური ბათუმში - რა ფოტოებს ავრცელებენ "ნაციონალები"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი გივი თარ­გა­მა­ძე ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ყო­ფი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლის" და ამ­ჟა­მად "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლებ­ზეც იგი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბის სა­ხე­ებ­თან ერ­თა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი. ერთ-ერთ ფო­ტო­ზე ვა­შა­ძე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბელ მდი­ვან­თან ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვილ­თან ერ­თა­დაა ასა­ხუ­ლი, კი­დევ ერთ ფო­ტო­ზე კი ვა­შა­ძე და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი, მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად არი­ან. ამა­ვე ფო­ტო­ებს პი­რად გვერ­დზე ავ­რცე­ლებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კი­დევ ერთი წევ­რი კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი.

ნა­ხეთ ვი­დეო| ვა­შა­ძე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სკან­დალ­ში: მე­ტყვე­ლებს თუ არა ფო­ტო­კომ­პრო­მა­ტე­ბი მის კავ­შირ­ზე "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან"

"გა­შა­ლა ფრთე­ბი ბიჭ­მა - აქეთ ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი, იქეთ ხა­დუ­რი, სიტ­კბო სუ­ფევ­და გუ­შინ გა­და­პორ­ტი­რე­ბუ­რი ბუ­კი­ას სას­ტუმ­რო­ში ჩაქვში. პარ­ტი­ის ან­გა­რი­შიც ყვა­ვის - უკვე 900 ათა­სი აქვს შე­მო­წი­რუ­ლო­ბა "გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­გან". ამას ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან ერ­თა­დაც ექ­ნე­ბა უეჭ­ვე­ლი სიგ­რი­ლე­ში სა­ზამ­თრო­ზე კბი­ლი გაკ­რუ­ლი, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ოჯა­ხუ­რი გვერ­დში დგო­მით.

ხოდა აბა ტა­რი­ელ ონი­ა­ნის ბავ­შვის ნათ­ლო­ბა­ში პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე გა­უკ­ვირ­დე­ბო­და? ან პა­ა­ტას გა­უკ­ვირ­დე­ბა ეს სიტ­კბო? თუ ზურა ჯა­ფა­რი­ძე შეშ­ფოთ­დე­ბა? ან პა­ლი­კო კუბ­ლაშ­ვი­ლი, გოგი მე­ლა­ძე, გოგა ხა­ჩი­ძე? როცა პირ­ვე­ლა­დაც არაა ძნე­ლი ღა­ლა­ტი, მერე მი­დის შხუ­ილშხუ­ი­ლით. ერ­თმა­ნეთ­საც რომ გა­ყი­დით, არ გა­მო­მა­პა­როთ, პერ­სპექ­ტი­უ­ლე­ბო...", - წერს გივი თარ­გა­მა­ძე პოს­ტში.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რას პა­სუ­ხობს "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" გი­ორ­გი ვა­შა­ძის მე­უღ­ლე ხა­დურ­თან და ჯან­ყა­რაშ­ვილ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

ვაშაძე, ჯანყარაშვილი და ხადური ბათუმში - რა ფოტოებს ავრცელებენ "ნაციონალები"

ვაშაძე, ჯანყარაშვილი და ხადური ბათუმში - რა ფოტოებს ავრცელებენ "ნაციონალები"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ყოფილი "ნაციონალის" და ამჟამად "ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც იგი "ქართული ოცნების" მთავრობის სახეებთან ერთადაა აღბეჭდილი. ერთ-ერთ ფოტოზე ვაშაძე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს აღმასრულებელ მდივანთან ზვიად ჯანყარაშვილთან ერთადაა ასახული, კიდევ ერთ ფოტოზე კი ვაშაძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მეუღლეებთან ერთად არიან. ამავე ფოტოებს პირად გვერდზე ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი კობა სუბელიანი.

ნახეთ ვიდეო| ვაშაძე წინასაარჩევნო სკანდალში: მეტყველებს თუ არა ფოტოკომპრომატები მის კავშირზე "ქართულ ოცნებასთან"

"გაშალა ფრთები ბიჭმა - აქეთ ჯანყარაშვილი, იქეთ ხადური, სიტკბო სუფევდა გუშინ გადაპორტირებური ბუკიას სასტუმროში ჩაქვში. პარტიის ანგარიშიც ყვავის - უკვე 900 ათასი აქვს შემოწირულობა "გულშემატკივრებისგან". ამას ფარცხალაძესთან ერთადაც ექნება უეჭველი სიგრილეში საზამთროზე კბილი გაკრული, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახური გვერდში დგომით.

ხოდა აბა ტარიელ ონიანის ბავშვის ნათლობაში პაატა ბურჭულაძე გაუკვირდებოდა? ან პაატას გაუკვირდება ეს სიტკბო? თუ ზურა ჯაფარიძე შეშფოთდება? ან პალიკო კუბლაშვილი, გოგი მელაძე, გოგა ხაჩიძე? როცა პირველადაც არაა ძნელი ღალატი, მერე მიდის შხუილშხუილით. ერთმანეთსაც რომ გაყიდით, არ გამომაპაროთ, პერსპექტიულებო...", - წერს გივი თარგამაძე პოსტში.

ასევე წაიკითხეთ: რას პასუხობს "ნაციონალებს" გიორგი ვაშაძის მეუღლე ხადურთან და ჯანყარაშვილთან გადაღებული ფოტოების შესახებ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს