ნამდვილი კულინარებისთვის სრულყოფილების ზღვარი არ არსებობს, ისინი ყოველთვის რაღაც ახალს იგონებენ. აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივ პურს, გარდა მისი პირდაპირი დანიშნულებისა, კიდევ სხვა ბევრი ფუნქცია შეიძლება დავაკისროთ. ალბათ ბევრ თქვენგანს არც მოსვლია აზრად, რომ გარდა იმისა, რომ პური ძალიან გემრიელი და ჩვენი საყვარელი საჭმელია, სამზარეულოში ძალიან კარგი დამხმარეც შეიძლება იყოს.
გაინტერესებთ ალბათ, რას ვგულისხმობთ. ჰოდა, მოგახსენებთ:
1. ხახვის დაჭრის დროს კბილებში პურის ნაჭერს თუ მოითავსებთ, ცრემლები ნამდვილად აღარ შეგაწუხებთ და სადილს ტირილის გარეშე მოამზადებთ.
2. ახალ მოხარშულ ცხელ სიმინდს პურის ნაჭრით ძალიან მარტივად წაუსვამთ ნაღების კარაქს, ისე, რომ ხელები არ დაგეწვებათ და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს პურის ნაჭერი ამ პროცედურის შემდეგ ძალიან გემრიელია.
3. თქვენი სადღესასწაულო ტორტი ახალივით შეინახება დაჭრის შემდეგაც კი, თუ მაცივარში მოთავსებამდე ჩამოჭრილ ნაპირებზე ჩვეულებრივ პურის ნაჭრებს მიამაგრებთ.
4. თუ ხარშვის დროს ბრინჯი ცოტათი მიგეწვათ, მოათავსეთ ქვაბში პურის ნაჭრები, დაახურეთ სახურავი და რამდენიმე (15) წუთში თქვენს ბრინჯს დამწვრის გემო და სუნი გაუქრება განაგრძეთ კითხვა