პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხელი" შემოდგომის მრავალფეროვანი ეთერი - რა ელოდება "პალიტრანიუსის" მაყურებელს ახალი სეზონიდან
"ცხელი" შემოდგომის მრავალფეროვანი ეთერი - რა ელოდება "პალიტრანიუსის" მაყურებელს ახალი სეზონიდან

დღე­ი­დან, 29 აგ­ვის­ტო­დან, ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი" ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონ­ზე სი­ახ­ლე­ე­ბით ბრუნ­დე­ბა ეთერ­ში. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია მა­ყუ­რე­ბელს მრა­ვალ­ფე­რო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო ეთერს ჰპირ­დე­ბა.

და­გეგ­მილ სი­ახ­ლე­ებ­თან ერ­თად, ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონ­ზე ეთერს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტუ­დი­ით, ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბით და სა­ინ­ტე­რე­სო სტუმ­რე­ბით უბ­რუნ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შოუ "360 გრა­დუ­სი". გა­და­ცე­მა­ში წამ­ყვა­ნი ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი მოწ­ვე­ულ სტუმ­რებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლავს აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­სა და მოვ­ლე­ნებს. უც­ვლე­ლია გა­და­ცე­მის დრო - "360 გრა­დუსს" ორ­შა­ბა­თი­დან ხუთ­შა­ბა­თის ჩათ­ვლით 21:00 სა­ათ­ზე ნა­ხავთ.

"ახლა პო­ლი­ტი­კუ­რად ყველ­ზე ცხე­ლი შე­მოდ­გო­მა იწყე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ჩვენც ყვე­ლა­ზე ცხე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში ვიქ­ნე­ბით და ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი, ორ­შა­ბა­თი­დან ხუთ­შა­ბა­თის ჩათ­ვლით, სა­ღა­მოს 21:00 სა­ათ­ზე, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბის ანა­ლიზს, შე­ფა­სე­ბა­სა და დის­კუ­სი­ას მო­ის­მენს. ჩვე­ნი გა­და­ცე­მის ეთე­რი ღიაა ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის­თვის და იმე­დი მაქვს, რომ მათი მხრი­და­ნაც იქ­ნე­ბა მზა­ო­ბა დას­ხდნენ ოპო­ნენ­ტე­ბის პი­რის­პირ და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია კა­მა­თის, პო­ლე­მი­კი­სა და დის­კუ­სი­ის რე­ჟიმ­ში წარ­მო­ა­ჩი­ნონ.

ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი, "360 გრა­დუ­სის" წამ­ყვა­ნი: "მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ "პა­ლიტ­რა მე­დია" მულ­ტი­მე­დია ჰოლ­დინ­გია, ამი­ტომ ჩვენ გვაქვს ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩვე­ნი კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, მა­ყუ­რე­ბელს ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ და პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი, შე­ფა­სე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნოთ ჩვე­ნი გა­და­ცე­მის სტუმ­რე­ბის­გან. ისე­ვე, რო­გორც გა­სუ­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონ­ზეც ბევრ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას და გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო სტუ­მარს ვპირ­დე­ბით ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს. შე­მიძ­ლია თა­მა­მად გი­თხრათ, რომ "პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან" ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი სა­ღა­მო მოგ­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ყო­ველ­თვის მოვ­ლე­ნა­თა ეპი­ცენ­ტრში იყოთ" (იხი­ლეთ ეთერ­ში გა­სუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი ამ ლინკზე)

ეთერს უბ­რუნ­დე­ბა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი "ჩემი კი­თხვა", რო­მელ­საც ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში ანა­ლო­გი არ ჰყავს - გა­და­ცე­მა­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ად­გილს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იკა­ვე­ბენ და ისი­ნი უს­ვა­მენ აქ­ტუ­ა­ლურ, მწვა­ვე კი­თხვებს ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს. გა­და­ცე­მა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პი­რის­პირ უკვე წარ­სდგნენ და მწვა­ვე კი­თხვებს უპა­სუ­ხეს ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა კახა კა­ლა­ძემ, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა, თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებ­მა - "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დერ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ, "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დერ­მა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ და სხვებ­მა. ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი "ჩემი კი­თხვა" "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში ყო­ველ პა­რას­კევს, 21:00 სა­ათ­ზე გა­დის.

გი­ორ­გი გი­ორ­გაშ­ვი­ლი, "ჩემი კი­თხვის" ავ­ტო­რი და პრო­დი­უ­სე­რი: "ახალ სე­ზონ­ზე "ჩემი კი­თხვა" კი­დევ უფრო სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო გახ­დე­ბა მა­ყუ­რებ­ლის­თვის. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დის პიკ­ზე კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვე­ბი აქვთ ამომ­რჩევ­ლებს ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კურ გუნდთან და პო­ლი­ტი­კო­სებ­საც მეტი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბათ ელექ­ტო­რა­ტის და­სარ­წმუ­ნებ­ლად, რომ სწო­რედ ისი­ნი არი­ან ძალა, რო­მელ­საც ამომ­რჩე­ველ­მა ხმა უნდა მის­ცეს. სხვა ტელე-ფორ­მა­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პო­ლი­ტი­კო­სებს არა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის, არა­მედ რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მო­უ­წევთ იმ და­პი­რე­ბე­ბის რე­ა­ლუ­რო­ბის და­სა­ბუ­თე­ბა, რო­მელ­საც ყო­ველ არ­ჩევ­ნებ­ზე გუ­ლუხ­ვად არი­გე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი სე­ზო­ნი სა­ნა­ხა­ობ­რი­ვა­დაც და ში­ნა­არ­სობ­რი­ვა­დაც ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მა­ყუ­რებ­ლის­თვის" (იხი­ლეთ ეთერ­ში გა­სუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი ამ ლინკზე)

"ცხელი" შემოდგომის მრავალფეროვანი ეთერი - რა ელოდება "პალიტრანიუსის" მაყურებელს ახალი სეზონიდან

"ცხელი" შემოდგომის მრავალფეროვანი ეთერი - რა ელოდება "პალიტრანიუსის" მაყურებელს ახალი სეზონიდან

დღეიდან, 29 აგვისტოდან, ტელეკომპანია "პალიტრანიუსი" ახალ სატელევიზიო სეზონზე სიახლეებით ბრუნდება ეთერში. წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანია მაყურებელს მრავალფეროვან და საინტერესო ეთერს ჰპირდება.

დაგეგმილ სიახლეებთან ერთად, ახალ სატელევიზიო სეზონზე ეთერს განახლებული სტუდიით, ყველაზე აქტუალური თემებით და საინტერესო სტუმრებით უბრუნდება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ "360 გრადუსი". გადაცემაში წამყვანი ემა ტუხიაშვილი მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავს აქტუალურ თემებსა და მოვლენებს. უცვლელია გადაცემის დრო - "360 გრადუსს" ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 21:00 საათზე ნახავთ.

"ახლა პოლიტიკურად ყველზე ცხელი შემოდგომა იწყება, შესაბამისად ჩვენც ყველაზე ცხელი მოვლენების ეპიცენტრში ვიქნებით და ჩვენი მაყურებელი, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, საღამოს 21:00 საათზე, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზს, შეფასებასა და დისკუსიას მოისმენს. ჩვენი გადაცემის ეთერი ღიაა ყველა პოლიტიკური ძალისთვის და იმედი მაქვს, რომ მათი მხრიდანაც იქნება მზაობა დასხდნენ ოპონენტების პირისპირ და საკუთარი პოზიცია კამათის, პოლემიკისა და დისკუსიის რეჟიმში წარმოაჩინონ.

ემა ტუხიაშვილი, "360 გრადუსის" წამყვანი: "მოგეხსენებათ, რომ "პალიტრა მედია" მულტიმედია ჰოლდინგია, ამიტომ ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, ჩვენი კორესპონდენტების მეშვეობით, მაყურებელს ოპერატიულად მივაწოდოთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე აქტუალური მოვლენების შესახებ და პირველი კომენტარები, შეფასებები მოვისმინოთ ჩვენი გადაცემის სტუმრებისგან. ისევე, როგორც გასული სეზონის განმავლობაში, ამ სატელევიზიო სეზონზეც ბევრ ექსკლუზიურ ინფორმაციას და გამორჩეულად საინტერესო სტუმარს ვპირდებით ჩვენს მაყურებელს. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ "პალიტრანიუსთან" ერთად გატარებული ყოველი საღამო მოგცემთ შესაძლებლობას, ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იყოთ" (იხილეთ ეთერში გასული გადაცემები ამ ლინკზე)

ეთერს უბრუნდება "პალიტრანიუსის" ინოვაციური პროექტი "ჩემი კითხვა", რომელსაც ქართულ სატელევიზიო სივრცეში ანალოგი არ ჰყავს - გადაცემაში ჟურნალისტების ადგილს მოქალაქეები იკავებენ და ისინი უსვამენ აქტუალურ, მწვავე კითხვებს ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს. გადაცემაში მოქალაქეების პირისპირ უკვე წარსდგნენ და მწვავე კითხვებს უპასუხეს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა - "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და სხვებმა. ინოვაციური პროექტი "ჩემი კითხვა" "პალიტრანიუსის" ეთერში ყოველ პარასკევს, 21:00 საათზე გადის.

გიორგი გიორგაშვილი, "ჩემი კითხვის" ავტორი და პროდიუსერი: "ახალ სეზონზე "ჩემი კითხვა" კიდევ უფრო საჭირო და სასარგებლო გახდება მაყურებლისთვის. წინასაარჩევნო პერიოდის პიკზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და კონკრეტული კითხვები აქვთ ამომრჩევლებს ამა თუ იმ პოლიტიკურ გუნდთან და პოლიტიკოსებსაც მეტი ძალისხმევა სჭირდებათ ელექტორატის დასარწმუნებლად, რომ სწორედ ისინი არიან ძალა, რომელსაც ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს. სხვა ტელე-ფორმატებისგან განსხვავებით, პოლიტიკოსებს არა ჟურნალისტებისთვის, არამედ რიგითი მოქალაქეებისთვის მოუწევთ იმ დაპირებების რეალურობის დასაბუთება, რომელსაც ყოველ არჩევნებზე გულუხვად არიგებენ. შესაბამისად, ახალი სეზონი სანახაობრივადაც და შინაარსობრივადაც ბევრად საინტერესო იქნება მაყურებლისთვის" (იხილეთ ეთერში გასული გადაცემები ამ ლინკზე)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი