პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედამთილის მიერ დანატოვარი საოცარი ბაღი, რომელსაც ცნობილი ექიმი სათუთად უვლის
დედამთილის მიერ დანატოვარი საოცარი ბაღი, რომელსაც ცნობილი ექიმი სათუთად უვლის

ახ­მე­ტა­ში ყვე­ლა იც­ნობს ექიმ ნევ­რო­პა­თო­ლოგს მაია კოხ­ტაშ­ვილს. გარ­და მე­დი­ცი­ნი­სა, ქალ­ბა­ტო­ნი მაია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია მე­ბა­ღე­ო­ბი­თაც. მისი საკ­მა­ოდ დიდი ბაღი სავ­სეა ყვა­ვი­ლე­ბით, ხე­ე­ბით, ხე-ყვა­ვი­ლე­ბით, დე­კო­რა­ცი­ე­ბით, აქ ფერ­წე­რულ ნა­მუ­შევ­რებს და მძი­ვე­ბით და­ქარ­გულ სუ­რა­თებ­საც კი შეხ­ვდე­ბით.

თუმ­ცა უნდა ით­ქვას, რომ ეს ჯა­დოს­ნუ­რი ად­გი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მა­ი­ას შექ­მნი­ლი არ არის, ეს ყვე­ლა­ფე­რი მის დე­დამ­თილს ქალ­ბა­ტონ ინე­ზას და­უ­წყვია, მას­ვე და­ურ­გავს უზარ­მა­ზა­რი ხე­ე­ბი, და­უ­ე­გეგ­მა­რე­ბია ბაღი, მას­ვე და­უ­ქარ­გავს მძი­ვე­ბით სუ­რა­თე­ბი და და­უ­ტო­ვე­ბია სა­კუ­თა­რი შთა­მო­მავ­ლო­ბის­თვის. ამ ყვე­ლა­ფერს დღეს ქალ­ბა­ტო­ნი მაია აგ­რძე­ლებს და სა­კუ­თარ კვალს ტო­ვებს. ძვირ­ფა­სი დე­დამ­თი­ლის ჰობი მისი ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად ქალ­ბა­ტონ­მა მა­ი­ამ სა­ბო­ლო­ოდ სა­კუ­თარ ჰო­ბად აქ­ცია. მისი თქმით, ბა­ღის მოვ­ლა ერ­თგვა­რი თე­რა­პია და რე­ლაქ­სია.

- ყვა­ვი­ლე­ბის მოვ­ლის პრო­ცე­სი ჩემი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტია, მამ­შვი­დე­ბენ, მა­წყნა­რე­ბენ. სამ­სა­ხუ­რი­დან რომ მოვ­დი­ვარ ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბი მშვე­ნივ­რად მიხ­სნი­ან სტრესს. თი­თო­ე­უ­ლი ყვა­ვი­ლი და ბა­ლა­ხი ჩემ­თვის აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მი­ხა­რია, ვე­სა­უბ­რე­ბი, ვე­ფე­რე­ბი - ეს ჩემი გან­წყო­ბა მა­თაც ედე­ბათ და ისი­ნიც ყვა­ვი­ან, იფურ­ჩქნე­ბი­ან. ჩემი ყვა­ვი­ლე­ბი და ბაღი და­დე­ბი­თად მოქ­მე­დე­ბენ ჩემს პა­ცი­ენ­ტებ­ზეც. ხში­რად უთ­ქვამთ, აქ რომ შე­მოვ­დი­ვართ, უკვე ყვე­ლა ტკი­ვი­ლი და ავად­მყო­ფო­ბა გვა­ვი­წყდე­ბაო.

- ძი­რი­თა­დად რა ჯი­შის ყვა­ვი­ლე­ბი ხა­რობს თქვენს ბაღ­ში?

- უმე­ტე­სად ოთა­ხის ყვა­ვი­ლე­ბი, ბალ­ბე­ბი, პა­ტარ­ძა­ლე­ბი, პე­ტუ­ნი­ე­ბი, ასე­ვე - ქრი­ზან­თე­მე­ბი, გე­ორ­გი­ნე­ბი, შრო­შა­ნე­ბი, მაქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯი­შის ხე ყვა­ვი­ლე­ბიც - მა­გა­ლი­თად დე­კო­რა­ტი­უ­ლი უთხო­ვა­რი, წი­თე­ლი ნე­კერ­ჩხა­ლი, ზე­თის­ხი­ლის ხე, ბა­ნა­ნის ხე. უამ­რა­ვი ვარ­დი მაქვს. დე­კო­რა­ცი­ე­ბის შექ­მნა­ში ჩემი შვი­ლე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან, სულ პა­ტა­რა სუ­ვე­ნი­რე­ბის­გან, დამ­ტვრე­უ­ლი ჭურ­ჭლის­გან თუ თი­ხის ან კე­რა­მი­კის ნა­კე­თო­ბე­ბის­გან უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო რა­მის შექ­მნა შე­იძ­ლე­ბა. გარ­და ყვა­ვი­ლე­ბი­სა, მაქვს პა­ტა­რა ბოს­ტა­ნიც სა­დაც პო­მი­დო­რი, ბად­რი­ჯა­ნი, კიტ­რი, მწვა­ნი­ლი მომ­ყავს. მი­წას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უზარ­მა­ზა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.

- რამ­დე­ნი ხანი ქმნი­დით ამ ყვე­ლა­ფერს?

- ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვის ის­ტო­რია აქვს. იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა და ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

დედამთილის მიერ დანატოვარი საოცარი ბაღი, რომელსაც ცნობილი ექიმი სათუთად უვლის

დედამთილის მიერ დანატოვარი საოცარი ბაღი, რომელსაც ცნობილი ექიმი სათუთად უვლის

ახმეტაში ყველა იცნობს ექიმ ნევროპათოლოგს მაია კოხტაშვილს. გარდა მედიცინისა, ქალბატონი მაია დაინტერესებულია მებაღეობითაც. მისი საკმაოდ დიდი ბაღი სავსეა ყვავილებით, ხეებით, ხე-ყვავილებით, დეკორაციებით, აქ ფერწერულ ნამუშევრებს და მძივებით დაქარგულ სურათებსაც კი შეხვდებით.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ჯადოსნური ადგილი ქალბატონი მაიას შექმნილი არ არის, ეს ყველაფერი მის დედამთილს ქალბატონ ინეზას დაუწყვია, მასვე დაურგავს უზარმაზარი ხეები, დაუეგეგმარებია ბაღი, მასვე დაუქარგავს მძივებით სურათები და დაუტოვებია საკუთარი შთამომავლობისთვის. ამ ყველაფერს დღეს ქალბატონი მაია აგრძელებს და საკუთარ კვალს ტოვებს. ძვირფასი დედამთილის ჰობი მისი ხსოვნის პატივსაცემად ქალბატონმა მაიამ საბოლოოდ საკუთარ ჰობად აქცია. მისი თქმით, ბაღის მოვლა ერთგვარი თერაპია და რელაქსია.

- ყვავილების მოვლის პროცესი ჩემი ანტიდეპრესანტია, მამშვიდებენ, მაწყნარებენ. სამსახურიდან რომ მოვდივარ ემოციებით დატვირთული, ყვავილები მშვენივრად მიხსნიან სტრესს. თითოეული ყვავილი და ბალახი ჩემთვის აქ მნიშვნელოვანია. მიხარია, ვესაუბრები, ვეფერები - ეს ჩემი განწყობა მათაც ედებათ და ისინიც ყვავიან, იფურჩქნებიან. ჩემი ყვავილები და ბაღი დადებითად მოქმედებენ ჩემს პაციენტებზეც. ხშირად უთქვამთ, აქ რომ შემოვდივართ, უკვე ყველა ტკივილი და ავადმყოფობა გვავიწყდებაო.

- ძირითადად რა ჯიშის ყვავილები ხარობს თქვენს ბაღში?

- უმეტესად ოთახის ყვავილები, ბალბები, პატარძალები, პეტუნიები, ასევე - ქრიზანთემები, გეორგინები, შროშანები, მაქვს განსაკუთრებული ჯიშის ხე ყვავილებიც - მაგალითად დეკორატიული უთხოვარი, წითელი ნეკერჩხალი, ზეთისხილის ხე, ბანანის ხე. უამრავი ვარდი მაქვს. დეკორაციების შექმნაში ჩემი შვილები მეხმარებიან, სულ პატარა სუვენირებისგან, დამტვრეული ჭურჭლისგან თუ თიხის ან კერამიკის ნაკეთობებისგან უამრავი საინტერესო რამის შექმნა შეიძლება. გარდა ყვავილებისა, მაქვს პატარა ბოსტანიც სადაც პომიდორი, ბადრიჯანი, კიტრი, მწვანილი მომყავს. მიწასთან ურთიერთობა უზარმაზარი სიამოვნებაა.

- რამდენი ხანი ქმნიდით ამ ყველაფერს?

- ამ ყველაფერს თავის ისტორია აქვს. იხილეთ გაგრძელება და ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი