სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახმეტის გამგებელმა პრემიით მხოლოდ ნათესავები, მეგობრები და თანასოფლელები დააჯილდოვა
ახმეტის გამგებელმა პრემიით მხოლოდ ნათესავები, მეგობრები და თანასოფლელები დააჯილდოვა

ახ­მე­ტის გამ­გე­ბელ­მა ბექა ბა­ი­და­ურ­მა 1 თვის ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბის პრე­მი­ით გამ­გე­ო­ბის 9 მო­ხე­ლე და­ა­ჯილ­დო­ვა. და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი მო­ხე­ლე­ე­ბი პი­რა­დად გამ­გებ­ლის "ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რე­ბი", - მისი ნა­თე­სავ-მე­გობ­რე­ბი, თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი ან პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბი არი­ან. მათ შო­რი­საა სო­ფელ შა­ხ­ვე­ტი­ლა­ში გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლაშა უძი­ლა­უ­რიც, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ, სიმ­თვრა­ლი­სას სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის ქსე­ლის ანა­ლი­ტი­კო­სის­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ჯა­ხე­ბა სცა­და.

და­ჯილ­დო­ე­ბულ მო­ხე­ლე­თა სია გამ­გე­ო­ბის და­ნარ­ჩე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის მკაც­რად არის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი, თუმ­ცა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა მათი ვი­ნა­ო­ბა სხვა­დას­ხვა წყა­რო­დან მა­ინც და­ად­გი­ნა. კერ­ძოდ, ესე­ნი არი­ან:

და­ვით ფო­ცხვე­რიშ­ვი­ლი - გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე (1300 ლარი), - გამ­გებ­ლი­სა და პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის მე­გო­ბა­რი, მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ბი­უ­როს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი;

ლაშა უძი­ლა­უ­რი - გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შა­ხ­ვე­ტი­ლას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში (970 ლარი), - გამ­გებ­ლის ნა­თე­სა­ვი და მე­გო­ბა­რი;

სო­ლო­მონ გა­მი­აშ­ვი­ლი - გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­კო­ბი­ა­ნოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში (970 ლარი), - გამ­გებ­ლის მე­გო­ბა­რი და თა­ნა­სოფ­ლე­ლი;

ლადო კა­ხო­ი­ძე - გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თუ­შე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში (970 ლარი), - გამ­გებ­ლის მე­გო­ბა­რი;

გი­ორ­გი ლა­გა­ზა­უ­რი - ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი (810 ლარი), - გამ­გებ­ლის თა­ნა­სოფ­ლე­ლი და ნა­თე­სა­ვი (მისი მე­უღ­ლის მეგი ლა­გა­ზა­უ­რის ბი­ძაშ­ვი­ლი);

ნინო შა­ვერ­დაშ­ვი­ლი - საქ­მის­წარ­მო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი (810 ლარი), - გამ­გებ­ლის მე­გობ­რის მე­უღ­ლე;

მზია ბე­ქა­უ­რი - ქო­ნე­ბის მარ­თვი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხთა და­გეგ­მვი­სა და სტა­ტის­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი (810 ლარი), - პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ნა­თე­სა­ვი;

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ახმეტის გამგებელმა პრემიით მხოლოდ ნათესავები, მეგობრები და თანასოფლელები დააჯილდოვა

ახმეტის გამგებელმა პრემიით მხოლოდ ნათესავები, მეგობრები და თანასოფლელები დააჯილდოვა

ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა 1 თვის ხელფასის ოდენობის პრემიით გამგეობის 9 მოხელე დააჯილდოვა. დაჯილდოვებული მოხელეები პირადად გამგებლის "ნდობით აღჭურვილი პირები", - მისი ნათესავ-მეგობრები, თანასოფლელები ან პარტიული აქტივისტები არიან. მათ შორისაა სოფელ შახვეტილაში გამგებლის წარმომადგენელი ლაშა უძილაურიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ, სიმთვრალისას საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსისთვის ავტომობილის დაჯახება სცადა.

დაჯილდოებულ მოხელეთა სია გამგეობის დანარჩენი თანამშრომლებისთვის მკაცრად არის გასაიდუმლოებული, თუმცა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მათი ვინაობა სხვადასხვა წყაროდან მაინც დაადგინა. კერძოდ, ესენი არიან:

დავით ფოცხვერიშვილი - გამგებლის მოადგილე (1300 ლარი), - გამგებლისა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მეგობარი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ყოფილი უფროსი;

ლაშა უძილაური - გამგებლის წარმომადგენელი შახვეტილას ადმინისტრაციულ ერთეულში (970 ლარი), - გამგებლის ნათესავი და მეგობარი;

სოლომონ გამიაშვილი - გამგებლის წარმომადგენელი საკობიანოს ადმინისტრაციულ ერთეულში (970 ლარი), - გამგებლის მეგობარი და თანასოფლელი;

ლადო კახოიძე - გამგებლის წარმომადგენელი თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (970 ლარი), - გამგებლის მეგობარი;

გიორგი ლაგაზაური - ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი (810 ლარი), - გამგებლის თანასოფლელი და ნათესავი (მისი მეუღლის მეგი ლაგაზაურის ბიძაშვილი);

ნინო შავერდაშვილი - საქმისწარმოების განყოფილების უფროსი (810 ლარი), - გამგებლის მეგობრის მეუღლე;

მზია ბექაური - ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი (810 ლარი), - პარლამენტის წევრის ზურაბ ზვიადაურის ნათესავი;

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა