მეუღლის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის შესახებ საზოგადოებას არაფერი სმენია.
31 ივლისს მომხდარი უმძიმესი ავარიის შემდეგ, რომელსაც კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე და კიდევ სამი ადამიანი - გიორგი პაპასკირი, ნუცა კალანდარია და ანი ჩხაიძე ემსხვერპლნენ, კვირიკაშვილმა რამდენიმე დღე გაატარა საავადმყოფოში ახლა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მორაგბე რაგბის თამაშის გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის გვერდი "რაგბის ფანები" ავრცელებს:
"ცხელ–ცხელი ინფორმაცია! მერაბ კვირიკაშვილი რაგბის თამაშს გააგრძელებ და მომავალი სეზონიდან მეკო "ლელო სარასენსში" ითამაშებს! როგორი ძლიერი ადამიანია!" - ვკითხულობთ პოსტში.
შეგახსენებთ, 31 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კვირიკაშვილის მეუღლე, საავადმყოფოში რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ჯერ კიდე საავადმყოფოში არიან ავარიის დროს კვირიკაშვილის მანქანაში მყოფი მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე.