საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის საკრებულოს სხდომა "ოცნებისა" და "ნაციონალ" დეპუტატებს შორის დაპირისპირებით დაიწყო
თბილისის საკრებულოს სხდომა "ოცნებისა" და "ნაციონალ" დეპუტატებს შორის დაპირისპირებით დაიწყო

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს რიგ­გა­რე­შე ხდო­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბით და­ი­წყო.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე, თბი­ლი­სის მე­რის რიგ­გა­რე­შე ან­გა­რი­შის მოს­მე­ნამ­დე, დე­პუ­ტა­ტებ­სა და მერს ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - თბი­ლი­სის" თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი აბე­სა­ძემ მი­მარ­თა. აბე­სა­ძემ და­ვით ნარ­მა­ნი­ას მისი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი და პრობ­ლე­მა შე­ახ­სე­ნა, კერ­ძოდ, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი­სათ­ვის კო­მუ­ნა­ლუ­რი ვა­უ­ჩე­რის შე­ჩე­რე­ბა, თბი­ლი­სის მე­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის მარ­გიშ­ვი­ლის და­საქ­მე­ბის­თვის ცენ­ტრის შექ­მნა, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლაქს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი და­უჯ­და და სხვა სა­კი­თხე­ბი.

საკ­რე­ბუ­ლოს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა მერს გა­ნუ­ცხა­და, რომ თბი­ლი­სე­ლებს უნდა მი­ე­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა აირ­ჩი­ონ ახა­ლი მერი, რო­მე­ლიც არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს მო­აგ­ვა­რებს.

"თქვენ შე­იძ­ლე­ბა გა­დად­გო­მის უფ­ლე­ბა არ გქონ­დეთ, თქვე­ნი მე­რო­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად სარ­გე­ბე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ნახა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი აბე­სა­ძემ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რმა, ნუგ­ზარ მა­ლა­ღუ­რა­ძემ კი სხდო­მა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტებს მათი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი გა­ახ­სე­ნა. შე­დე­გად მა­ლა­ღუ­რა­ძის სი­ტყვებ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტის თა­მაზ შო­ში­აშ­ვი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია, რა­საც კა­მა­თი მოყ­ვა. ამ წუ­თებ­ში სხდო­მა­ზე დე­და­ქა­ლა­ქის მერი გა­მო­დის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თბილისის საკრებულოს სხდომა "ოცნებისა" და "ნაციონალ" დეპუტატებს შორის დაპირისპირებით დაიწყო

თბილისის საკრებულოს სხდომა "ოცნებისა" და "ნაციონალ" დეპუტატებს შორის დაპირისპირებით დაიწყო

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე ხდომა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, თბილისის მერის რიგგარეშე ანგარიშის მოსმენამდე, დეპუტატებსა და მერს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ მიმართა. აბესაძემ დავით ნარმანიას მისი მმართველობის პერიოდში არსებული ხარვეზები და პრობლემა შეახსენა, კერძოდ, სოციალურად დაუცველი გარკვეული ჯგუფისათვის კომუნალური ვაუჩერის შეჩერება, თბილისის მერის ყოფილი მოადგილის მარგიშვილის დასაქმებისთვის ცენტრის შექმნა, რომელიც დედაქალაქს რამდენიმე მილიონი დაუჯდა და სხვა საკითხები.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა მერს განუცხადა, რომ თბილისელებს უნდა მიეცეთ საშუალება აირჩიონ ახალი მერი, რომელიც არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.

"თქვენ შეიძლება გადადგომის უფლება არ გქონდეთ, თქვენი მერობით ყველაზე მეტად სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა ნახა", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

"ქართული ოცნების" წევრმა, ნუგზარ მალაღურაძემ კი სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს მათი მმართველობის პერიოდში განხორციელებული შეცდომები გაახსენა. შედეგად მალაღურაძის სიტყვებმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის თამაზ შოშიაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც კამათი მოყვა. ამ წუთებში სხდომაზე დედაქალაქის მერი გამოდის.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."