საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან "პარტიზანი მებაღეები?"
ვინ არიან "პარტიზანი მებაღეები?"

"პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბის" წევ­რე­ბი ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე ხე­ე­ბის მოჭ­რის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნით, დღეს სა­ღა­მოს ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბას და­ი­წყე­ბენ.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბის" წევ­რის, ლუკა ბას­ხო­ლი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დღეს საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე მის­ვლას არ აპი­რე­ბენ - "ჩვენ არ ვი­თხოვთ მე­რის გა­დად­გო­მას. ჩვენ გვინ­და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა და ვი­თხოვთ, ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ნინო სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის და მისი მო­ად­გი­ლის ნუგ­ზარ კახ­ნი­ა­უ­რის გა­და­ყე­ნე­ბას," - აღ­ნიშ­ნა მან.

"პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბის" წევ­რე­ბი თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო აქ­ცი­ებს აქამ­დეც მარ­თავ­დნენ. გა­სულ თვეს, ისი­ნი ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე, ყო­ფი­ლი გეო-ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტის ტე­რი­ტო­რი­ის­თვის ტყე-პარ­კის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას ითხოვ­დნენ, სა­დაც, მა­ცხოვ­რე­ლე­ბის თქმით, ორი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, "პარ­ტი­ზან­მა მე­ბა­ღე­ებ­მა" პარ­ლა­მენ­ტის შე­ო­ბას­თან თბი­ლის­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბა" 2013 წელს შე­იქ­მნა. რო­გორც მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა­ფერს მას შემ­დეგ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, რაც ნატა ფე­რა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხე­ე­ბის დარ­გვის ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ და­წე­რა. თუმ­ცა, "პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბის" აქ­ტი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ათე­უ­ლო­ბით საღი ხის გა­ჩეხ­ვამ გა­ნა­პი­რო­ბა. ჯგუფს დღეს 30-მდე აქ­ტი­უ­რი წევ­რი ჰყავს. წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ვინ არიან "პარტიზანი მებაღეები?"

ვინ არიან "პარტიზანი მებაღეები?"

"პარტიზანული მებაღეობის" წევრები ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის ფაქტზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნით, დღეს საღამოს ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.

საზოგადოებრივი მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" წევრის, ლუკა ბასხოლიანის განმარტებით, ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს საკრებულოს სხდომაზე მისვლას არ აპირებენ - "ჩვენ არ ვითხოვთ მერის გადადგომას. ჩვენ გვინდა პრობლემის მოგვარება და ვითხოვთ, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის და მისი მოადგილის ნუგზარ კახნიაურის გადაყენებას," - აღნიშნა მან.

"პარტიზანული მებაღეობის" წევრები თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამო აქციებს აქამდეც მართავდნენ. გასულ თვეს, ისინი ნუცუბიძის ქუჩაზე, ყოფილი გეო-ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიისთვის ტყე-პარკის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ, სადაც, მაცხოვრელების თქმით, ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

ამავე პერიოდში, "პარტიზანმა მებაღეებმა" პარლამენტის შეობასთან თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელიც გააპროტესტეს.

რაც შეეხება თვითონ ორგანიზაციას, საზოგადოებრივი მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობა" 2013 წელს შეიქმნა. როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, ყველაფერს მას შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, რაც ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში თბილისის ტერიტორიაზე ხეების დარგვის ინიციატივის შესახებ დაწერა. თუმცა, "პარტიზანული მებაღეობის" აქტიურ ორგანიზაციად ჩამოყალიბება მერიის სამსახურების მიერ ათეულობით საღი ხის გაჩეხვამ განაპირობა. ჯგუფს დღეს 30-მდე აქტიური წევრი ჰყავს. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი