პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლე თანამდებობაზე არჩევამდე პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებდა - ick.ge
უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლე თანამდებობაზე არჩევამდე პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებდა - ick.ge

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო­ში დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით 13 მო­სა­მარ­თლეა. მათი უმე­ტე­სო­ბა 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრამ­დე იყო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­უ­ლი. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში უმაღ­ლე­სი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი "რო­ტა­ცი­ის" შე­დე­გად 5 ახა­ლი მო­სა­მარ­თლე იქნა გან­წე­სე­ბუ­ლი - ნინო გვე­ნე­ტა­ძე, ზუ­რაბ ძლი­ე­რიშ­ვი­ლი, ნინო ბა­ქა­ქუ­რი, მზია თო­დუა, ეკა­ტე­რი­ნე გა­სი­ტაშ­ვი­ლი.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა გა­მო­არ­კვია, რომ ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ნა­წი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გან­წე­სე­ბამ­დე აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში და სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­და­ჭე­რას ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბი­თაც გა­მო­ხა­ტავ­და.

მო­სა­მარ­თლე მზია თო­დუა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე და სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რეა, 2012 წლამ­დე სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ბან­კი ქარ­თუს" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რი იყო, 2012-2015 წლებ­ში კი იმა­ვე ბან­კის იუ­რი­დი­ულ დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მა­ნამ­დე მზია თო­დუ­ას მო­სა­მარ­თლედ მუ­შა­ო­ბის 20-წლი­ა­ნი სტა­ჟი ჰქონ­და. 1985-2005 წლებ­ში იგი ჯერ ხო­ბის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე და თავ­მჯდო­მა­რე იყო, შემ­დეგ კი თბი­ლი­სის სა­ოლ­ქო (სა­ა­პე­ლა­ციო) სა­სა­მარ­თლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე.

მზია თო­დუ­ამ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" სა­ერ­თო ჯამ­ში 34 000 ლა­რით და­ა­ფი­ნან­სა. კერ­ძოდ, 2012 წლის 21 ნო­ემ­ბერს მან სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ პარ­ტი­ას შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით 14 000 ლარი ჩა­უ­რი­ცხა, ხოლო 2014 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ოდ­ში - 20 000 ლარი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლე თანამდებობაზე არჩევამდე პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებდა - ick.ge

უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლე თანამდებობაზე არჩევამდე პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებდა - ick.ge

საქართველოს უზენაესი სასამართლოში დღეის მდგომარეობით 13 მოსამართლეა. მათი უმეტესობა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე იყო თანამდებობაზე არჩეული. ახალი ხელისუფლების პირობებში უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში განხორციელებული "როტაციის" შედეგად 5 ახალი მოსამართლე იქნა განწესებული - ნინო გვენეტაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური, მზია თოდუა, ეკატერინე გასიტაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ ახლადარჩეული მოსამართლეების ნაწილი თანამდებობაზე განწესებამდე აქტიურად იყო ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და საარჩევნო პერიოდში კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდაჭერას ფინანსური დახმარებითაც გამოხატავდა.

მოსამართლე მზია თოდუა, რომელიც ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეა, 2012 წლამდე სააქციო საზოგადოება "ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, 2012-2015 წლებში კი იმავე ბანკის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე მზია თოდუას მოსამართლედ მუშაობის 20-წლიანი სტაჟი ჰქონდა. 1985-2005 წლებში იგი ჯერ ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი თბილისის საოლქო (სააპელაციო) სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

მზია თოდუამ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საერთო ჯამში 34 000 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2012 წლის 21 ნოემბერს მან საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას შემოწირულობის სახით 14 000 ლარი ჩაურიცხა, ხოლო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში - 20 000 ლარი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."