პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია 21 წლის მამაკაცი, რომელმაც ქობულეთში ერთი ახალგაზრდა მოკლა, 3 - დაჭრა
დაკავებულია 21 წლის მამაკაცი, რომელმაც ქობულეთში ერთი ახალგაზრდა მოკლა, 3 - დაჭრა

ქო­ბუ­ლეთ­ში წუ­ხელ მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ტ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

იხი­ლეთ ოპე­რა­ტი­უ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ქო­ბუ­ლეთ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე, ცივი ია­რა­ღით, გულ-მკერ­დის არე­ში 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.გ. დაჭ­რა, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

ბრალ­დე­ბულ­მა ცივი ია­რა­ღით სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა კი­დევ სამ პირს მი­ა­ყე­ნა, მათ შო­რის, შსს-ს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გუ­რი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს პატ­რულ-ინ­სპექ­ტორ მი­რი­ან ნო­ღა­ი­დელს. პო­ლი­ცი­ე­ლი იმ დროს სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას არ ას­რუ­ლებ­და. იგი შო­რი­ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბო­და, ხმა­უ­რი გა­ი­გო და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბის გა­სარ­კვე­ვად მი­ვი­და. უია­რა­ღო პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი ა.ტ.-ს შე­ჩე­რე­ბას შე­ე­ცა­და, რა დრო­საც იგი ხე­ლის არე­ში და­იჭ­რა.

ამ დრო­ის­თვის დაჭ­რი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი­სა და კი­დევ ორი დაჭ­რი­ლი პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აჭი­ში, შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით).

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დაკავებულია 21 წლის მამაკაცი, რომელმაც ქობულეთში ერთი ახალგაზრდა მოკლა, 3 - დაჭრა

დაკავებულია 21 წლის მამაკაცი, რომელმაც ქობულეთში ერთი ახალგაზრდა მოკლა, 3 - დაჭრა

ქობულეთში წუხელ მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

იხილეთ ოპერატიული ვიდეომასალა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში 1994 წელს დაბადებული ნ.გ. დაჭრა, რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ბრალდებულმა ცივი იარაღით სხეულის დაზიანება კიდევ სამ პირს მიაყენა, მათ შორის, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ მირიან ნოღაიდელს. პოლიციელი იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. იგი შორიახლოს იმყოფებოდა, ხმაური გაიგო და შემთხვევის ადგილზე ვითარების გასარკვევად მივიდა. უიარაღო პატრულ-ინსპექტორი ა.ტ.-ს შეჩერებას შეეცადა, რა დროსაც იგი ხელის არეში დაიჭრა.

ამ დროისთვის დაჭრილი პოლიციელისა და კიდევ ორი დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცველებმა ბრალდებული ქობულეთის რაიონის სოფელ აჭიში, შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ