პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქობულეთში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილებს შორის ერთ-ერთი პოლიციელია
ქობულეთში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილებს შორის ერთ-ერთი პოლიციელია

ქო­ბუ­ლეთ­ში ხუთი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ერთი 23 წლის ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის გამო ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ­მა პირ­მა დაჭ­რა.

შემ­თხვე­ვა ქო­ბუ­ლეთ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს მოხ­და.

ოთხი დაჭ­რი­ლი ქო­ბუ­ლე­თის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც სამი უკვე გა­ე­წე­რა, ხოლო ერთ მათ­განს ფილ­ტვში გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა აქვს და ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. დაჭ­რი­ლე­ბი­დან ერთი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია.

ქო­ბუ­ლე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეკ­რე­ბი­ლი, დაჭ­რილ­თა ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, შე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს ერთი ახალ­გაზ­რდა და­ნით და­ეს­ხა თავს ხუთ პირს. თუ რა გახ­და და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი, არ სა­უბ­რო­ბენ. თავ­დამ­სხმე­ლიც, გარ­დაც­ვლი­ლიც და დაჭ­რი­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არი­ან.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

წა­ი­კი­თხეთ: და­კა­ვე­ბუ­ლია 21 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც ქო­ბუ­ლეთ­ში ერთი ახალ­გაზ­რდა მოკ­ლა, 3 - დაჭ­რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქობულეთში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილებს შორის ერთ-ერთი პოლიციელია

ქობულეთში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილებს შორის ერთ-ერთი პოლიციელია

ქობულეთში ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი 23 წლის ახალგაზრდა, რომელიც მიყენებული ჭრილობების გამო ადგილზე გარდაიცვალა, სავარაუდოდ, წარსულში ნასამართლევმა პირმა დაჭრა.

შემთხვევა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს მოხდა.

ოთხი დაჭრილი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც სამი უკვე გაეწერა, ხოლო ერთ მათგანს ფილტვში გამჭოლი ჭრილობა აქვს და ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. დაჭრილებიდან ერთი პოლიციის თანამშრომელია.

ქობულეთის საავადმყოფოში შეკრებილი, დაჭრილთა ახლობლების თქმით, შელაპარაკების დროს ერთი ახალგაზრდა დანით დაესხა თავს ხუთ პირს. თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, არ საუბრობენ. თავდამსხმელიც, გარდაცვლილიც და დაჭრილებიც ადგილობრივები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წაიკითხეთ: დაკავებულია 21 წლის მამაკაცი, რომელმაც ქობულეთში ერთი ახალგაზრდა მოკლა, 3 - დაჭრა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ