სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხატვრო აკადემიაში დაბადებული ტანსაცმლის ქართული ბრენდის Co.mode+ ისტორია
სამხატვრო აკადემიაში დაბადებული ტანსაცმლის ქართული ბრენდის Co.mode+ ისტორია

სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში გა­ჩე­ნი­ლი იდეა მა­რი­ამ ონი­ან­მა რე­ა­ლო­ბად აქ­ცია და ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნერ­მა შექ­მნა სივ­რცე, რო­მელ­მაც მის ნა­მუ­შევ­რებ­თან ერ­თად, უამ­რა­ვი დამ­წყე­ბი დი­ზა­ი­ნე­რის შე­მოქ­მე­დე­ბა გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ასე გაჩ­ნდა ჯერ Co.mode+, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი Co.Lab. ბრენ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რდებს მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს.

"იდეა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში გა­მიჩ­ნდა. ყო­ველ წელს 20-30 სტუ­დენ­ტი ამ­თავ­რებ­და აკა­დე­მი­ას და შე­კე­რი­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას ვე­რა­ვინ ახ­დენ­და. მივ­ხვდი, რომ სა­ჭი­რო იყო ისე­თი სივ­რცე გვქო­ნო­და, სა­დაც შევ­ძლებ­დით ჩვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა­სა და გა­ყიდ­ვას. სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შევ­რე­ბის შექ­მნა დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო გარ­კვე­უ­ლი სივ­რცე ამ ნა­მუ­შევ­რე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის", - ამ­ბობს დი­ზა­ი­ნე­რი მა­რი­ამ ონი­ა­ნი და AMBEBI.GE-ს Co. mode+ -ის ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა:

სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლი და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი

"ჩემი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ოჯა­ხი: მათ გად­მომ­ცეს კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი ბარ­ნო­ვის 45 ნო­მერ­ში. მყავ­და პარტნი­ო­რი, რო­მე­ლიც ფი­ნან­სის­ტია (2015 წლის მა­ი­სის ბო­ლოს ჩვენ და­ვას­რუ­ლეთ ერ­თად თა­ნამ­შრომ­ლო­ბა) სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ში გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ მე­გობ­რე­ბიც, ამ სივ­რცის მო­წყო­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯა 12 000 ლარი. ფარ­თი სარ­დაფ­შია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ჩვენს კონ­ცეფ­ცი­ას, რად­გან ჩვენ­თან ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ, underground სტი­ლი გვაქვს. ისე­თი მა­ღა­ზია გა­მო­ვი­და, რო­მელ­შიც სპე­ცი­ა­ლუ­რად უნდა მიხ­ვი­დე. მა­ღა­ზია ჩემი და ჩემი კურ­სე­ლე­ბის სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შევ­რე­ბით გავ­ხსე­ნი. ტან­საც­მელ­თან ერ­თად წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ავე­ჯიც.

სირ­თუ­ლე­ე­ბი თით­ქმის არ გვქონ­და. დი­ზა­ი­ნერ­თა ინ­ტე­რე­სი დიდი იყო. ასე­ვე, დიდ და­ინ­ტე­რე­სე­ბას ვხე­დავ­დით მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მხრი­დან. ეს ყვე­ლას­თვის დიდი სტი­მუ­ლი იყო".

რა­ტომ: Co. mode+

"ეს არის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნერ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ჩვენ­თან, ტან­საც­მელ­თან ერ­თად, შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ სახ­ლის დე­კო­რა­ცი­ე­ბიც, ამი­ტომ მო­ვი­ფიქ­რეთ სა­ხე­ლი "კო­მო­დი", რო­გორც ავე­ჯის, ასე­ვე ტან­საც­მლის შე­სა­ნა­ხი ად­გი­ლი.

ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა ეს სა­ხელ­წო­დე­ბა ასე და­წე­რა - сo.mode , რაც ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა: сo - გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, mode - მოდა. 2016 წლის ივ­ნი­სი­დან შიდა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გამო co.mode-ი, co.mode+ - ით შევ­ცვა­ლეთ. ჩვე­ნი ახა­ლი ბრენ­დის სა­ხე­ლიც Co.Lab - concept laboratory-ს აბ­რი­ვი­ა­ტუ­რაა".

დი­ზა­ი­ნე­რე­ბი

Co.mode + ბრენდქვეშ ძი­რი­თად კო­ლექ­ცი­ებ­ზე მე (და­ვამ­თავ­რე სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია, მო­დის დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტი, სპე­ცი­ა­ლო­ბა ფეხ­საც­მლის დი­ზა­ი­ნი) და ნინო სეფო ( ნინო სე­ფი­აშ­ვი­ლი. და­ამ­თავ­რა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით) ვმუ­შა­ობთ.

ნი­ნოს კო­ლექ­ცია იტა­ლი­უ­რი Vogues -ის რჩე­უ­ლი პრო­ექ­ტი გახ­და, ასე­ვე თა­ნამ­შრომ­ლობს უცხო­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, ერთ-ერთი მათ­გა­ნია Not just a label, რო­მე­ლიც მას სხვა­დას­ხვა ბა­ი­ერ­თან აკავ­ში­რებს. გვყავს ძა­ლი­ან ბევ­რი დი­ზა­ი­ნე­რი, რო­მელ­თა რი­ცხვი ყო­ველ­თვი­უ­რად იზ­რდე­ბა".

კო­ლექ­ცი­ე­ბი და რე­ა­ლი­ზა­ცია

"კო­ლექ­ცი­ე­ბი არ არის მა­სი­უ­რი წარ­მო­ე­ბის, უმე­ტეს წი­ლად მო­დე­ლე­ბი თითო-თი­თოა, რაც მომ­ხმა­რე­ბელს გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბას ანი­ჭებს. ძი­რი­თა­დი ნა­მუ­შევ­რე­ბი ხელ­ნა­კე­თია, ფა­სე­ბი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, მორ­გე­ბუ­ლია ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე. ჩვენ­მა პრო­დუქ­ცი­ამ პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბი გვაქვს. მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს მა­ღა­ზი­ის ინ­ტე­რი­ე­რიც, მომ­ხმა­რებ­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ჩვენ­თან მოს­ვლა.

ჩვე­ნი კო­ლექ­ცი­ე­ბი 18-40 წლამ­დე ქალ­ბა­ტო­ნებ­ზეა გათ­ვლი­ლი, პე­რი­ო­დუ­ლად ვმუ­შა­ობთ დიდ ზო­მებ­ზეც, მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ვა­მა­ტეთ ბავ­შვის ხა­ზიც, რო­მელ­მაც საკ­მა­ოდ გა­ა­მარ­თლა. გვაქვს ატე­ლიე, სა­დაც ჩვე­ნი ბრენ­დი იკე­რე­ბა. ვმუ­შა­ობთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შეკ­ვე­თებ­ზეც. რაც შე­ე­ხე­ბა სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ბა­ზარს,

ძი­რი­თა­დად, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ვმუ­შა­ობთ. ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია იყი­დე­ბა ბარ­ნო­ვის 45 ნო­მერ­ში და ჩვენს მე­ო­რე მა­ღა­ზია Co.Lab- ში, რო­მე­ლიც სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "ისთ ფო­ინთში" მდე­ბა­რე­ობს. გვაქვს კერ­ძო შეკ­ვე­თე­ბი უცხო­ე­თი­და­ნაც".

#გა­ა­ზი­ა­რე­წარ­მა­ტე­ბა და #წარ­მა­ტე­ბა­გა­დამ­დე­ბია:

"სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვნა­ხე ინ­ფორ­მა­ცია თი­ბი­სი ბან­კი­სა და ჯე­ო­სე­ლის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის, "ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბის" შე­სა­ხებ. პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში დავ­რე­გის­ტრირ­დი. მცი­რე ბიზ­ნესს ყო­ველ­თვის სჭირ­დე­ბა, თუნ­დაც პა­ტა­რა მხარ­და­ჭე­რა და მივ­ხვდი, რომ ეს ჩვენ­თვის კარ­გი შან­სი იქ­ნე­ბო­და, მეტ ხალ­ხს გა­ე­გო ჩვენ შე­სა­ხებ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ­დე­ნი ბრენ­დის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ბევ­რის­თვის სტი­მუ­ლის მიმ­ცე­მი იქ­ნე­ბა. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, რო­მე­ლი­მე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ვი­მარ­ჯვოთ. ჩვენ ხომ ეს საქ­მე პირ­ვე­ლებ­მა და­ვი­წყეთ. და­საქ­მე­ბუ­ლია 50-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი , 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 6-მა ადა­მი­ან­მა ჩვენ­თან მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბით და­მო­უ­კი­დებ­ლად გახ­სნა მა­ღა­ზია. აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტე­ბი და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ით და­საქმდნენ".

წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა: "თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა და სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნილ პრო­დუქ­ცი­ა­ზე სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბა".

Co. mode+ - ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი

ამ წელს ბარ­ნო­ვის მა­ღა­ზი­ას ვა­ფარ­თო­ვებთ. ჩვენ­თან არ­სე­ბულ პირ­ველ სარ­თულ­საც და­ვი­კა­ვებთ, დაბ­ლა ატე­ლი­ეს გავზრდით, რად­გან მო­მა­რა­გე­ბა მეტი გვჭირ­დე­ბა 2 მა­ღა­ზი­ის­თვის. გვსურს, ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ახალ ბრენ­დს Co.Lab-ს შე­ვაჩ­ვი­ოთ და ისე­ვე შე­ვაყ­ვა­როთ, რო­გორც Co. mode+. პი­რა­დად ჩემ­თვის ეს ბრენ­დი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ამ საქ­მეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მიყ­ვარს ყო­ვე­ლი ახა­ლი დღის და­წყე­ბა, რად­გან ჩემ­თვის საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებ. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად, რაც ყო­ვე­ლი დღის ბო­ლოს უნდა მქონ­დეს.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სამხატვრო აკადემიაში დაბადებული ტანსაცმლის ქართული ბრენდის Co.mode+ ისტორია

სამხატვრო აკადემიაში დაბადებული ტანსაცმლის ქართული ბრენდის Co.mode+ ისტორია

სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში გაჩენილი იდეა მარიამ ონიანმა რეალობად აქცია და ახალგაზრდა დიზაინერმა შექმნა სივრცე, რომელმაც მის ნამუშევრებთან ერთად, უამრავი დამწყები დიზაინერის შემოქმედება გააერთიანა. ასე გაჩნდა ჯერ Co.mode+, მოგვიანებით კი Co.Lab. ბრენდები, რომლებიც ახალგაზრდებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

"იდეა სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში გამიჩნდა. ყოველ წელს 20-30 სტუდენტი ამთავრებდა აკადემიას და შეკერილი კოლექციების რეალიზებას ვერავინ ახდენდა. მივხვდი, რომ საჭირო იყო ისეთი სივრცე გვქონოდა, სადაც შევძლებდით ჩვენი ნამუშევრების გამოფენასა და გაყიდვას. სადიპლომო ნამუშევრების შექმნა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და აუცილებელი იყო გარკვეული სივრცე ამ ნამუშევრების რეალიზებისთვის", - ამბობს დიზაინერი მარიამ ონიანი და AMBEBI.GE-ს Co. mode+ -ის ისტორიას უყვება:

საწყისი კაპიტალი და პირველი ნაბიჯები

"ჩემი იდეის განხორციელებაში ძალიან დამეხმარა ოჯახი: მათ გადმომცეს კომერციული ფართი ბარნოვის 45 ნომერში. მყავდა პარტნიორი, რომელიც ფინანსისტია (2015 წლის მაისის ბოლოს ჩვენ დავასრულეთ ერთად თანამშრომლობა) სარემონტო სამუშაოებში გვეხმარებოდნენ მეგობრებიც, ამ სივრცის მოწყობაზე დაიხარჯა 12 000 ლარი. ფართი სარდაფშია, რომელიც ძალიან უხდება ჩვენს კონცეფციას, რადგან ჩვენთან ახალგაზრდა დიზაინერები მუშაობენ, underground სტილი გვაქვს. ისეთი მაღაზია გამოვიდა, რომელშიც სპეციალურად უნდა მიხვიდე. მაღაზია ჩემი და ჩემი კურსელების სადიპლომო ნამუშევრებით გავხსენი. ტანსაცმელთან ერთად წარმოდგენილი იყო დიზაინერების მიერ შექმნილი ავეჯიც.

სირთულეები თითქმის არ გვქონდა. დიზაინერთა ინტერესი დიდი იყო. ასევე, დიდ დაინტერესებას ვხედავდით მომხმარებლების მხრიდან. ეს ყველასთვის დიდი სტიმული იყო".

რატომ: Co. mode+

"ეს არის სხვადასხვა მიმართულების ახალგაზრდა დიზაინერთა გაერთიანება. ჩვენთან, ტანსაცმელთან ერთად, შეგიძლიათ შეიძინოთ სახლის დეკორაციებიც, ამიტომ მოვიფიქრეთ სახელი „კომოდი", როგორც ავეჯის, ასევე ტანსაცმლის შესანახი ადგილი.

ერთ-ერთმა მეგობარმა ეს სახელწოდება ასე დაწერა - сo.mode , რაც ძალიან მოგვეწონა: сo - გაერთიანება, mode - მოდა. 2016 წლის ივნისიდან შიდა რეორგანიზაციის გამო co.mode-ი, co.mode+ - ით შევცვალეთ. ჩვენი ახალი ბრენდის სახელიც Co.Lab - concept laboratory-ს აბრივიატურაა".

დიზაინერები

Co.mode + ბრენდქვეშ ძირითად კოლექციებზე მე (დავამთავრე სამხატვრო აკადემია, მოდის დიზაინის ფაკულტეტი, სპეციალობა ფეხსაცმლის დიზაინი) და ნინო სეფო ( ნინო სეფიაშვილი. დაამთავრა სამხატვრო აკადემია ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით) ვმუშაობთ.

ნინოს კოლექცია იტალიური Vogues -ის რჩეული პროექტი გახდა, ასევე თანამშრომლობს უცხოურ ორგანიზაციებთან, ერთ-ერთი მათგანია Not just a label, რომელიც მას სხვადასხვა ბაიერთან აკავშირებს. გვყავს ძალიან ბევრი დიზაინერი, რომელთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება".

კოლექციები და რეალიზაცია

"კოლექციები არ არის მასიური წარმოების, უმეტეს წილად მოდელები თითო-თითოა, რაც მომხმარებელს განსხვავებულობას ანიჭებს. ძირითადი ნამუშევრები ხელნაკეთია, ფასები შეძლებისდაგვარად, მორგებულია ქართველ მომხმარებელზე. ჩვენმა პროდუქციამ პირველივე დღეებიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ხშირად აღნიშნავენ, რომ ძალიან განსხვავებული კოლექციები გვაქვს. მოწონებას იმსახურებს მაღაზიის ინტერიერიც, მომხმარებლებს ძალიან უყვართ ჩვენთან მოსვლა.

ჩვენი კოლექციები 18-40 წლამდე ქალბატონებზეა გათვლილი, პერიოდულად ვმუშაობთ დიდ ზომებზეც, მოთხოვნის შესაბამისად დავამატეთ ბავშვის ხაზიც, რომელმაც საკმაოდ გაამართლა. გვაქვს ატელიე, სადაც ჩვენი ბრენდი იკერება. ვმუშაობთ ინდივიდუალურ შეკვეთებზეც. რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზარს,

ძირითადად, ქართულ ბაზარზე ვმუშაობთ. ჩვენი პროდუქცია იყიდება ბარნოვის 45 ნომერში და ჩვენს მეორე მაღაზია Co.Lab- ში, რომელიც სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში" მდებარეობს. გვაქვს კერძო შეკვეთები უცხოეთიდანაც".

#გააზიარეწარმატება და #წარმატებაგადამდებია:

"სოციალურ ქსელში ვნახე ინფორმაცია თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტის, „ბიზნესდაჯილდოების" შესახებ. პირველივე დღეებში დავრეგისტრირდი. მცირე ბიზნესს ყოველთვის სჭირდება, თუნდაც პატარა მხარდაჭერა და მივხვდი, რომ ეს ჩვენთვის კარგი შანსი იქნებოდა, მეტ ხალხს გაეგო ჩვენ შესახებ. დარწმუნებული ვარ, ამდენი ბრენდის ისტორია, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, ბევრისთვის სტიმულის მიმცემი იქნება. დიდი სურვილი მაქვს, რომელიმე ნომინაციაში გავიმარჯვოთ. ჩვენ ხომ ეს საქმე პირველებმა დავიწყეთ. დასაქმებულია 50-ზე მეტი ადამიანი , 2 წლის განმავლობაში 6-მა ადამიანმა ჩვენთან მიღწეული წარმატებით დამოუკიდებლად გახსნა მაღაზია. აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები თავიანთი პროფესიით დასაქმდნენ".

წარმატების ფორმულა: "თავდაუზოგავი შრომა და საქართველოში შექმნილ პროდუქციაზე საგადასახადო შეღავათების დაწესება".

Co. mode+ - ის სამომავლო გეგმები

ამ წელს ბარნოვის მაღაზიას ვაფართოვებთ. ჩვენთან არსებულ პირველ სართულსაც დავიკავებთ, დაბლა ატელიეს გავზრდით, რადგან მომარაგება მეტი გვჭირდება 2 მაღაზიისთვის. გვსურს, ჩვენი მომხმარებელი ახალ ბრენდს Co.Lab-ს შევაჩვიოთ და ისევე შევაყვაროთ, როგორც Co. mode+. პირადად ჩემთვის ეს ბრენდი ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი ჩემი ცხოვრება ამ საქმესთან არის დაკავშირებული. მიყვარს ყოველი ახალი დღის დაწყება, რადგან ჩემთვის საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ შედეგის მისაღწევად, რაც ყოველი დღის ბოლოს უნდა მქონდეს.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი