პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავარიული და სამედიცინო დახმარებისთვის შეუსაბამო ამბულატორიები ზუგდიდის სოფლებში
ავარიული და სამედიცინო დახმარებისთვის შეუსაბამო ამბულატორიები ზუგდიდის სოფლებში

რო­გორ პი­რო­ბებ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ სა­ე­ქი­მო ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ე­ბი ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, რა გა­რე­მო­ში უწევთ მათ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის პირ­ვე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა - ამ სა­კი­თხებ­ზე ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ად­გი­ლობ­რივ ოფის­ში იმ­სჯე­ლეს. შეხ­ვედ­რა პრო­ექტ "მო­ქა­ლა­ქე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა ეფექ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის­თვის" ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა. სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას თით­ქმის იდენ­ტუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვს. არა­საკ­მა­რი­სი ინ­ვენ­ტა­რი, სა­რე­მონ­ტო ოთა­ხე­ბი, ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბა, შე­უ­კე­თე­ბე­ლი სა­ხუ­რა­ვი, სა­ი­და­ნაც წვი­მის წყა­ლი ჩა­მო­დის და კედ­ლებს აზი­ა­ნებს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში წყალ­მო­მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მა და ვედ­რო­ე­ბით მო­ზი­დუ­ლი წყა­ლი, ასე­თია მთლი­ა­ნო­ბა­ში სუ­რა­თი.

მსგავს პი­რო­ბებ­ში ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტებს ძვე­ლი აბას­თუმ­ნის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­შიც. კედ­ლე­ბი გაჟ­ღენ­თი­ლია წყლით, რო­მე­ლიც არ შრე­ბა, ცვი­ვა ბათ­ქა­ში. ობი მო­ე­დო ოთა­ხებს. შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლი კარი იმ­დე­ნად დამ­პა­ლია, რომ არც იკე­ტე­ბა.

"თა­ვის დრო­ზე "ოქსფამ­მა" მოგ­ვიყ­ვა­ნა წყა­ლი. მერე ვი­ღა­ცე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბა ჩა­ერ­თო მილ­ში და ჩვე­ნამ­დე არ მო­დის. მიმ­დი­ნა­რე რე­მონ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­კეთ­დეს და გათ­ბო­ბის სა­კი­თხია მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი", - აღ­ნიშ­ნა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის ექიმ­მა ლანა კუ­ტა­ლი­ამ, თუმ­ცა დას­ძი­ნა, რომ ამ პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ჰი­გი­ე­ნურ ნორ­მებს იცა­ვენ.

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ავარიული და სამედიცინო დახმარებისთვის შეუსაბამო ამბულატორიები ზუგდიდის სოფლებში

ავარიული და სამედიცინო დახმარებისთვის შეუსაბამო ამბულატორიები ზუგდიდის სოფლებში

როგორ პირობებში ფუნქციონირებენ საექიმო ამბულატორიები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რა გარემოში უწევთ მათ პაციენტებისთვის პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა - ამ საკითხებზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადგილობრივ ოფისში იმსჯელეს. შეხვედრა პროექტ "მოქალაქეთა ჩართულობა ეფექტური თვითმმართველობისთვის" ფარგლებში გაიმართა. სამედიცინო პუნქტების უმრავლესობას თითქმის იდენტური პრობლემები და საჭიროებები აქვს. არასაკმარისი ინვენტარი, სარემონტო ოთახები, ავარიული შენობა, შეუკეთებელი სახურავი, საიდანაც წვიმის წყალი ჩამოდის და კედლებს აზიანებს, ხშირ შემთხვევაში წყალმომარაგების პრობლემა და ვედროებით მოზიდული წყალი, ასეთია მთლიანობაში სურათი.

მსგავს პირობებში ემსახურებიან პაციენტებს ძველი აბასთუმნის ამბულატორიაშიც. კედლები გაჟღენთილია წყლით, რომელიც არ შრება, ცვივა ბათქაში. ობი მოედო ოთახებს. შენობის შესასვლელი კარი იმდენად დამპალია, რომ არც იკეტება.

"თავის დროზე "ოქსფამმა" მოგვიყვანა წყალი. მერე ვიღაცები, მოსახლეობა ჩაერთო მილში და ჩვენამდე არ მოდის. მიმდინარე რემონტი აუცილებლად უნდა გაკეთდეს და გათბობის საკითხია მოსაგვარებელი", - აღნიშნა ამბულატორიის ექიმმა ლანა კუტალიამ, თუმცა დასძინა, რომ ამ პირობების მიუხედავად ჰიგიენურ ნორმებს იცავენ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა