თავისუფლების მოედანზე, ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე მისულ თბილისის მერ დავით ნარმანიას რამდენიმე ახალგაზრდა შეძახილებითა და სტვენით შეხვდა.
ისინი დედაქალაქის მერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.
ორგანიზაცია "სიმართლის თაობის წარმომადგენელმა, თორნიკე ბიკაშვილმა მერს მიმართა, რომ ის არ არის მოსახლეობის მიერ არჩეული და არის "ივანიშვილის მიერ მოყვანილი, ივანიშვილის მონა".
მისივე თქმით, ნარმანიას არ აქვს მორალური უფლება იყოს დედაქალაქის მერი. "თბილისი არ იმსახურებს ასეთ უზრდელ ხელისუფალს. ნარმანიას არ აქვს მორალური უფლება იყოს თანამდებობაზე", - განაცხადა ბიკაშვილმა.
დედაქალაქის მერი აქციის მონაწილეებს მიმართავდა, რომ მისთვის გზა გაეთავისუფლებინათ, რათა მას სასტუმროში შესვლის შესაძლებლობა მისცემოდა.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე ახალი სასტუმროს "რუსთაველი ბუტიკ ჰოტელის" გახსნის ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს.