გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თინა გინტური დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობაში და ქურდობაში სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 8 მარტს, ღამის საათებში, თინა გინტური იმყოფებოდა ქ. გორში, მოსკოვის ქუჩაზე მდებარე რომან ბედიანაშვილს საცხოვრებელ ბინაში, სადაც მასსა და რომან ბედიანაშვილს შელაპარაკება მოუვიდათ, რის გამოც თინა გინტურმა შურისძიების მოტივით რომან ბედიანაშვილის მოკვლა გადაწყვიტა. მან რომან ბედიანაშვილს სასმელში საძილე აბები ჩაუყარა, დააძინა ის, სახლში ბენზინი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა, ხოლო შემდეგ ქურდობის გზით დაეუფლა რომან ბედიანაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
რომან ბედიანაშვილი მხუთავი აირით მწვავე მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა თინა გინტური 2016 წლის 10 მარტს ქ. გორში დააკავეს. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა) წარუდგინა.
გორის რაიონულმა სასამართლომ თინა გინტური სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.