ვინ არის აქტივისტი, რომელსაც დავით ნარმანიამ "მაიმუნი ვირიშვილი" უწოდა

ვინ არის აქტივისტი, რომელსაც დავით ნარმანიამ "მაიმუნი ვირიშვილი" უწოდა

"მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით საუბრობს!" - ამ სიტყვებით მიმართა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე მუშტის" წევრს, აქტივისტ ირაკლი კუპრაძეს.

იხილეთ ვიდეო

შეხვედრა გამწვანების რეგულაციების გამკაცრებაზე გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის მერი ესწრებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები მერიისგან მოითხოვდნენ, გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას.

ქალაქის მერს "მწვანე მუშტის" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ მიმართა და მოუწოდა, შეხვედრაზე კონკრეტულ პრობლემებზე ემსჯელათ და არ გაეკეთებინათ პოპულისტური განცხადებები. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეურაცხმყოფელი შენიშვნა მისცა და დასძინა, რომ მათთვის სიტყვის უფლება არ მიუცია და დაეტოვებინათ შენობა.

AMBEBI.GE ირაკლი კუპრაძეს დაუკავშირდა.

- შეხვედრას ასეთი წინაპირობა ჰქონდა: საჭირო იყო რეგისტრაცია, საშვის მიღება, რომელიც აქტივისტებმა და მოქალაქეებმა გავიარეთ, თუმცა როცა უკვე, სავარაუდოდ, სახელების გადამოწმება მოხდა, მერიიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩვენი საშვები გაუქმებული იყო, ვინაიდან იქ ჩვენი ადგილი არ იყო და შეხვედრას ვერ დავესწრებოდით. სანაცვლოდ ვერანაირი არგუმენტი ვერ გვითხრეს, თუ რატომ შეიძლება საშვი გაუუქმო მოქალაქეს, რომელიც წლების განმავლობაში აქტივისტია და როგორც წინა, ახლანდელი ხელისუფლების პირობებში იბრძოდა მწვანე საფარისა და ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის და უთხრა, რომ მისი ადგილი იქ არ არის.  ბრძოლის შემდეგ ჩემი საშვი ქმედითად დატოვეს, რამდენიმე ჩემს მეგობარს დასწრების საშვი კი გაუუქმეს, რაც აღმაშფოთებელი ფაქტი იყო.

წაიკითხეთ:  "შე მაიმუნო ვირიშვილო, დარგე მილიონი ხე?" - კომენტარები და შარჟები სოციალური ქსელიდან დავით ნარმანიას რეპლიკაზე

- საბოლოოდ რამდენმა გაიარეთ რეგისტრაცია?

- სამად სამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი ვიყავით მხოლოდ: "წვანე მუშტის", "პარტიზანული მებაღეობის" და "მწავნე ალტერნატივიდან". მობილიზებული იყო დაახლოებით 30-ზე მეტი ფსევდომეცნიერი, რომლებიც შეხვედრის დაწყებიდანვე დაკავებულები იყვენენ დავით ნარმანიასა და მერიის ქებით, რამაც გაგვაოგნა. თუ არ ვცდები, ვინმე გიორგი გაგოშიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლად გაგვეცნო, რომელმაც დაიწყო საუბარი იმაზე, რომ თბილისის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, არასწორი მენეჯმენტის, უკანონო ნებართვების, ხის ჭრის ბრალი კი არა, კლიმატის, გლობალური დათმობის ბრალია. იყო ასეთი ფაქტებიც, როცა ადამიანები დგებოდნენ და ამბობდნენ, რომ მე ამის სპეციალისტი ვარ, მაგალითად, ლანდშაფტის, დაგეგმარების, არქიტექტორი და დაგვასაქმეთ. მოკლედ, ხალხი იქ მერიის საქებრად და მატერიალური გამორჩენისთვის იყო მისული, რამაც კატეგორიულად აღგვაშფოთა.

შეხვედრა მერის 15-წუთიანი მონოლოგით დაიწყო, რომლის დამთავრების შემდეგ განაცხადა, რომ ჟურნალისტებს უნდა დაეტოვებინათ დარბაზი, რაც სრულიად გაუგებარი იყო გამომდინარე იქიდან, რომ თავიდანვე შეთანხმებული იყო, რომ შეხვედრას მედია უნდა დასწრებოდა და შეხვედრა ღია უნდა ყოფილიყო როგორც საზოგადოებისთვის, ასევე მედიისთვის.

- მიგაჩნიათ, რომ შეხვედრა საზოგადოებისთვის არ იყო ღია?

- არა, რადგან 40 ადამიანს შორის სამად-სამი წარმომადგენელი ვიყავით, რომელსაც შეეძლო რაღაც კრიტიკულად ეთქვა. დიდი ბრძოლის შედეგად, დარბაზში მედიის შენარჩუნება შევძელით და შემდეგ სიტყვა მოვითხოვეთ. ხოლო, როცა უკვე ისეთი გარემო შეიქმნა, სადაც ქება-დიდება დაიწყო, მოვითხოვეთ სიტყვა, რომ დავტოვებდით შეხვედრას, ვინაიდან მონაწილეობას არ მიგვეღო დაგეგმილ წინასაარჩევნო პიარაქციაში, რომელიც დავით ნარმანიას კარგად ჰქონდა მოწყობილი.

- ე.ი. სიტყვა მოითხოვეთ, რომ დარბაზი დაგეტოვებინათ?

- დიახ, და სამი ორგანიზაციის წარმომადგენლობა ერთად გამოვედით. თუმცა ვითხოვდით, კონკრეტული სამსახურების ხელმძღვანელების გადადგომას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა საუბარი ამ სამსახურების რეორგანიზაციაზე, უფლებამოსილების ზრდაზე, რომ ისინი არ იყვნენ მხოლოდ ხის მოჭრაზე უფლების გამცემი სამსახურები. ამას მოჰყვა დიდი აურზაური, ჩვენ უკვე პროტესტის ნიშნად გავდიოდით, ვტოვებდით დარბაზს, იყო შეძახილები და შეურაცხყოფა, რაც ჩვენ არ გაგვიგონია. რაღაცნაირად მიხარია კიდეც, რომ არ გავიგე, შეიძლება ძალიან გავბრაზებულიყავი. ამ შეურაცხყოფის შესახებ ჟურნალისტებისგან შევიტყვეთ, როდესაც ქვევით ვისხედით და პროტესტს ვაგრძელებდით.

- როგორი იყო თქვენი რეაქცია?

- მეწყინა, შეურაცხყოფილი დავრჩი, მაგრამ ბოდიშის მოხდას არ ვითხოვ, რადგანაც ნარმანიამ შეძლო და საკუთარი ლუსტრაცია, რეალური სახის ჩვენება მოახდინა, თუ რას წარმოადგენს და როგორი პრიმიტიული ზრდილობის, მსჯელობის ადამიანია. ამას საზოგადოება შეაფასებს, თუმცა, ჩემი აზრით, უკვე კარგად შეაფასა. რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, ბოდიში საზოგადოებას, მოქალაქეებს უნდა მოუხადოს, რომლებსაც საშუალებას არ აძლევს, ჩაერთონ ამ პროცესებში... არის სრულიად უმოქმედო, უუნარო, რადგანაც დედაქალაქში სხვადასხვა ადგილას ყოველდღიურად ასობით ხე იჩეხება, ბეტონდება მთელი ქალაქი, ინგრევა და ნადგურდება კულტრული მემკვიდრეობა. ამისთვის ნამდვილად საზოგადოებას უნდა მოუხადოს ბოდიში! 

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ტრანსპოსრტის შეზღუდვა, ბარ-რესტორნებისა და სილამაზის სალონების დახურვა - არსებული ინფორმაციით, მომავალი კვირიდან რეგულაციები მკაცრდება

როგორ გამოიყურება სახლი საბურთალოზე, რომელიც 5 მლნ ლარამდე ღირს

"საავადმყოფომდე გონება არ დამიკარგავს... თამოს მივწერე, ჩვენი ტირილი მაშინ მორჩა, როცა გადავრჩით-მეთქი" - ექსკლუზიური ინტერვიუ შატილის ავარიას გადარჩენილ ნატალია თხელიძესთან