პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხათუნა სამნიძე დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს
ხათუნა სამნიძე დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ი­სა" და თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე, ფრაქ­ცია "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" სა­ხე­ლით მო­უ­წო­დებს და­ვით ნარ­მა­ნი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გეს.

რო­გორც ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ბოლო დროს თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი არის სრუ­ლი­ად გა­უმჭვირ­ვა­ლე.

"მე ვსა­უბ­რობ, რო­გორც თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, ფრაქ­ცია "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე. ბოლო დროს მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი არა­ერ­თგზის მო­თხოვ­ნი­სა, არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით მე­რი­ა­ში. აქ და­ნიშ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სე­ბი და სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ხში­რად წარ­მო­ად­გე­ნენ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს. ხაზს ვუს­ვამ, რომ ასე­თი პრო­ცე­სე­ბი მე­რი­ა­ში სა­ხი­ფა­თოა. მე­რის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ქმე­დე­ბე­ბი და გუ­შინ მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს, რომ ის ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, მან ვერ გა­ი­გო, მას ვერ გა­ა­გე­ბი­ნებს, რომ ის არის მერი, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი ამომ­რჩე­ველ­თან. მას სჭირ­დე­ბა მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია. მას პრობ­ლე­მა აქვს არა მხო­ლოდ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, ასე­ვე საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­თა­ნაც. მას უჭირს საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე მოს­ვლა და ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინი­ცი­ა­ტი­ვას თბი­ლი­სის მე­რის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც სჭირ­დე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს წევრთა ხელ­მო­წე­რა, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძის თქმით, კო­დექ­სის თა­ნახ­მად ამას სჭირ­დე­ბა 24 ხელ­მო­წე­რა და საკ­რე­ბუ­ლოს დღე­ვან­დე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს არა­რე­ა­ლის­ტუ­რია. ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე მო­უ­წო­დებს პარ­ტია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", რომ აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მო­უ­წო­დოს ნარ­მა­ნი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს.

"ფრაქ­ცია "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" სა­ხე­ლით მო­ვუ­წო­დებ და­ვით ნარ­მა­ნი­ას, რომ და­ტო­ვოს თა­ნამ­დე­ბო­ბა. ამით ის უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ დღეს დე­და­ქა­ლაქ­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა გა­ნი­მუხ­ტე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ხათუნა სამნიძე დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს

ხათუნა სამნიძე დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს

"რესპუბლიკური პარტიისა" და თბილისის საკრებულოს ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, ფრაქცია "რესპუბლიკელების" სახელით მოუწოდებს დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგეს.

როგორც ხათუნა სამნიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო დროს თბილისის მერიაში მიმდინარე პროცესები არის სრულიად გაუმჭვირვალე.

"მე ვსაუბრობ, როგორც თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე. ბოლო დროს მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა, არ გვაქვს ინფორმაცია, რა პროცესები მიმდინარეობს საკადრო ცვლილებების თვალსაზრისით მერიაში. აქ დანიშნული სამსახურის უფროსები და სხვადასხვა თანამდებობის პირები ხშირად წარმოადგენენ სპეცსამსახურებს. ხაზს ვუსვამ, რომ ასეთი პროცესები მერიაში სახიფათოა. მერის ბოლოდროინდელი ქმედებები და გუშინ მისი განცხადებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის ვერ აცნობიერებს, მან ვერ გაიგო, მას ვერ გააგებინებს, რომ ის არის მერი, ანგარიშვალდებული ამომრჩეველთან. მას სჭირდება მუდმივი კომუნიკაცია. მას პრობლემა აქვს არა მხოლოდ მოქალაქეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციაში, ასევე საკრებულოს წევრებთანაც. მას უჭირს საკრებულოს სხდომაზე მოსვლა და ანგარიშის ჩაბარება", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, რასაც სჭირდება საკრებულოს წევრთა ხელმოწერა, ხათუნა სამნიძის თქმით, კოდექსის თანახმად ამას სჭირდება 24 ხელმოწერა და საკრებულოს დღევანდელი შემადგენლობიდან გამომდინარე, ეს არარეალისტურია. ხათუნა სამნიძე მოუწოდებს პარტია "ქართულ ოცნებას", რომ აიღოს პასუხისმგებლობა და მოუწოდოს ნარმანიას თანამდებობა დატოვოს.

"ფრაქცია "რესპუბლიკელების" სახელით მოვუწოდებ დავით ნარმანიას, რომ დატოვოს თანამდებობა. ამით ის უზრუნველყოფს იმას, რომ დღეს დედაქალაქში შექმნილი ვითარება განიმუხტება", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."