პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი - უნდა დასრულდეს ამ პატარა ერში ერთმანეთის ჭამა, ერთმანეთთან დაპირისპირება
 გიორგი კვირიკაშვილი - უნდა დასრულდეს ამ პატარა ერში ერთმანეთის ჭამა, ერთმანეთთან დაპირისპირება

"ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს ისე, რომ არც ერთი ბავ­შვის ცრემ­ლი არ ჩა­მო­ვარ­დე­ბა, არც ერთი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი არ და­ის­ჯე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ცა­გერ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოლ­ქის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი გოჩა ენუ­ქი­ძე წა­რად­გი­ნა.

რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მთავ­რო­ბის­თვის ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა უზე­ნა­ე­სია.

"ეს არის უდი­დე­სი გან­სხვა­ვე­ბა ჩვენ­სა და სხვებს შო­რის. გან­სხვა­ვე­ბა არის ის, რომ ჩვენ სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს. ძა­ლი­ან დიდი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი იგეგ­მე­ბა სვა­ნეთ­ში, რაჭა-ლე­ჩხუმ­ში და მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ოთხი წლის თავ­ზე თქვენ იხი­ლავთ სრუ­ლი­ად სხვა, გა­ცი­ლე­ბით უფრო ფე­რად, გა­ცი­ლე­ბით აგუ­გუ­ნე­ბულ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­შიც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გა­ცი­ლე­ბით უკეთ იგ­რძნობს თავს", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჯან­დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის უპ­რე­ცენ­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბევრ შეძ­ლე­ბულ ქვე­ყა­ნას არ აქვს ასე­თი უნი­ვერ­სა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოს.

"დღეს მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში, ვე­ღარ ნა­ხავთ სო­ფელ­სა და სო­ფელს შო­რის, ფე­ხით მი­მა­ვალ ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც სკო­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლად, ფე­ხით რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა უწევ­დათ. ყვე­ლა ასეთ სო­ფელს ავ­ტო­ბუ­სი ემ­სა­ხუ­რე­ბა. დღეს ჩვენ ვდგა­ვართ ოთხი წლის მიჯ­ნა­ზე და მო­მა­ვა­ლი ოთხი წლის­თვის გვაქვს ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გა­წე­რი­ლი გეგ­მა, რო­გორ უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო მო­მა­ვა­ლი ოთხი წლის თავ­ზე იმ წერ­ტი­ლამ­დე, როცა პრო­ცე­სი შე­უქ­ცე­ვა­დი იქ­ნე­ბა და ყვე­ლა ოჯა­ხი იგ­რძნობს შექ­მნილ კე­თილ­დღე­ო­ბას. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად რე­ა­ლუ­რია", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბით, იგეგ­მე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მა, რათა მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბამ, დრო და რე­სურ­სი არ და­ხარ­ჯოს ისე­თი პრო­ფე­სი­ე­ბის და­უფ­ლე­ბა­ში, რო­მელ­თა სი­ჭარ­ბეც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­შია. რო­გორც გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მაა სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა­შიც, რომ­ლის მთა­ვა­რი ღერ­ძი უნდა იყოს და­ფა­სე­ბუ­ლი პე­და­გო­გი.

"ჩვენ გვმარ­თებს, ქედი მო­ვი­ხა­როთ და მად­ლო­ბა ვუ­თხრათ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ძა­ლი­ან დიდი გა­ჭირ­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში, გმი­რო­ბის ფა­სად უზ­რუნ­ველ­ყვეს უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბა ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის. მეტი აქ­ცენ­ტი უნდა გა­ვა­კე­თოთ მომ­ზა­დე­ბის და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის პრო­ცეს­ზე და არა ტეს­ტი­რე­ბა­ზე, გა­მოც­დებ­ზე. ტეს­ტი­რე­ბა სა­ჭი­როა, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა, ეს და­მოკ­ლეს მახ­ვი­ლი­ვით ეკი­დოს ყო­ველ­თვის ჩვე­ნი პე­და­გო­გი­უ­რი კორ­პუ­სის თავ­ზე. მე პე­და­გო­გის ოჯახ­ში ვარ გაზ­რდი­ლი. დე­და­ჩე­მი გახ­ლდათ უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი. დღეს მყავს ასე­ვე ბე­ბია, რო­მე­ლიც 96 წლის არის და 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­წავ­ლი­და მა­თე­მა­ტი­კას სა­ქარ­თვე­ლო­ში, კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ში. ასე, რომ ჩემ­თვის უცხო არ არის, რამ­ხე­ლა შრო­მას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რემ ყუ­რა­დღე­ბა მმარ­თვე­ლი გუნ­დის გო­ნივ­რულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­საც და­უთ­მო და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია თუნ­დაც ის, რომ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 400 ათას­ზე მეტი ტუ­რის­ტია ჩა­მო­სუ­ლი რუ­სე­თი­დან, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ღა­ვა­თი.

"ჩვენ ასე ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­ში ყო­ველ­გვა­რი კომ­პრო­მი­სის გა­რე­შე, შევ­ძლებთ, უზ­რუნ­ველ­ვყოთ მეტი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა, ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, ქვე­ყა­ნა მუდ­მივ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში იყოს.

"ჩვენ, ერ­თი­ა­ნი ძა­ლით, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­ერ­თი­ა­ნებთ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. უნდა დას­რულ­დეს ამ პა­ტა­რა ერში ერ­თმა­ნე­თის ჭამა, ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა ამ­დე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფის ატა­ნა, არ შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვე­ბი უყუ­რებ­დნენ, მათი მშობ­ლე­ბი რო­გორ ჭა­მენ ერ­თმა­ნეთს. ეს არა­ნორ­მა­ლუ­რია და თუ ჩვენ ეს არ და­ვას­რუ­ლეთ, არა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა, ვიქ­ნე­ბით მუდ­მივ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. ჩვე­ნი პარ­ტი­ის მო­წო­დე­ბაა, გზა გა­ვუხ­სნათ ყვე­ლა ადა­მი­ანს, მათ შო­რის, მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა იმ "გზა­აბ­ნე­უ­ლებ­საც", რომ­ლე­ბიც დღეს შე­იძ­ლე­ბა სხვა მო­საზ­რე­ბის იყ­ვნენ, გა­ერ­თი­ან­დნენ ამ ერთი მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლის ქვეშ, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად შექ­მნის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თა­დერ­თი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ძალა და სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მომ­ტა­ნი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ­მა გოჩა ენუ­ქი­ძემ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მო­სახ­ლე­ბას მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ ერ­თად დგო­მით უნდა და­უბ­რუ­ნონ მთას სი­ცო­ცხლე.

"მე დღეს ერთ-ერთი თქვენ­თა­გა­ნი ვარ. თქვე­ნი ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი და თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი. მსურს ჩემი ცოდ­ნა, უნა­რი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნო იმის­თვის, რათა თქვენ იგ­რძნოთ უკე­თე­სო­ბა.ჩვენ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით უნდა შევ­ქმნათ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­რე­მო, გან­ვა­ვი­თა­როთ ტუ­რიზ­მი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, მო­ვაგ­ვა­როთ სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რაც კე­თილ­დღო­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ყოფა-ცხოვ­რე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა. რაჭა-ლე­ჩხუ­მი და სვა­ნე­თი ერთ ოლ­ქად გა­ერ­თი­ან­და და მინ­და იცო­დეთ, ლე­ჩხუმს ეყო­ლე­ბა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც მის ინ­ტე­რე­სებს და­ი­ცავს. ჩემო საყ­ვა­რე­ლო ლე­ჩხუ­მე­ლე­ბო, უკვე ორი მოწ­ვე­ვაა, რაც მთი­ან რე­გი­ონს წარ­მო­ვად­გენ პარ­ლა­მენ­ტში და მთის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კა ჩემ­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლია. სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ამოქ­მედ­დე­ბა ჩვენს მიერ მი­ღე­ბუ­ლი "მთის კა­ნო­ნის" ის ნორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ბევრ სო­ცი­ა­ლურ შე­ღა­ვათს მო­ი­ტანს და თქვენ იგ­რძნობთ მის სი­კე­თეს. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სულ ცოტა დრო დარ­ჩა და მე მჯე­რა, რომ 8 ოქ­ტომ­ბერს ჩვენ ერ­თად გა­ვა­კე­თებთ სწორ არ­ჩე­ვანს. გა­ვერ­თი­ან­დეთ, გა­ვაძ­ლი­ე­როთ ერ­თმა­ნე­თი და ერ­თად და­ვუბ­რუ­ნოთ მთას სი­ცო­ცხლე", - გა­ნა­ცხა­და გოჩა ენუ­ქი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

გიორგი კვირიკაშვილი - უნდა დასრულდეს ამ პატარა ერში ერთმანეთის ჭამა, ერთმანეთთან დაპირისპირება

 გიორგი კვირიკაშვილი - უნდა დასრულდეს ამ პატარა ერში ერთმანეთის ჭამა, ერთმანეთთან დაპირისპირება

"ჩვენ უზრუნველვყოფთ საქართველოში ძალიან სწრაფი განვითარების პროცესს ისე, რომ არც ერთი ბავშვის ცრემლი არ ჩამოვარდება, არც ერთი უდანაშაულო ადამიანი არ დაისჯება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ცაგერში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.

როგორც "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობისთვის ადამიანის ღირსება უზენაესია.

"ეს არის უდიდესი განსხვავება ჩვენსა და სხვებს შორის. განსხვავება არის ის, რომ ჩვენ სიყვარულით ვაკეთებთ ყველაფერს. ძალიან დიდი განვითარების პროცესი იგეგმება სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ოთხი წლის თავზე თქვენ იხილავთ სრულიად სხვა, გაცილებით უფრო ფერად, გაცილებით აგუგუნებულ ქვეყანას, რომელშიც ყველა ადამიანი გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის უპრეცენდენტო მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრ შეძლებულ ქვეყანას არ აქვს ასეთი უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა, როგორიც საქართველოს.

"დღეს მთიან რეგიონებში, ვეღარ ნახავთ სოფელსა და სოფელს შორის, ფეხით მიმავალ ბავშვებს, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად, ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ. ყველა ასეთ სოფელს ავტობუსი ემსახურება. დღეს ჩვენ ვდგავართ ოთხი წლის მიჯნაზე და მომავალი ოთხი წლისთვის გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, როგორ უნდა მივიყვანოთ საქართველო მომავალი ოთხი წლის თავზე იმ წერტილამდე, როცა პროცესი შეუქცევადი იქნება და ყველა ოჯახი იგრძნობს შექმნილ კეთილდღეობას. ეს აბსოლუტურად რეალურია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, იგეგმება უმაღლესი განათლების სისტემის ძირეული რეფორმა, რათა მომავალმა თაობამ, დრო და რესურსი არ დახარჯოს ისეთი პროფესიების დაუფლებაში, რომელთა სიჭარბეც დღეს საქართველოშია. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი რეფორმაა საჭირო საშუალო განათლებაშიც, რომლის მთავარი ღერძი უნდა იყოს დაფასებული პედაგოგი.

"ჩვენ გვმართებს, ქედი მოვიხაროთ და მადლობა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი გაჭირვების პერიოდში, გმირობის ფასად უზრუნველყვეს უწყვეტი განათლება ჩვენი მომავალი თაობისთვის. მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესზე და არა ტესტირებაზე, გამოცდებზე. ტესტირება საჭიროა, მაგრამ არ შეიძლება, ეს დამოკლეს მახვილივით ეკიდოს ყოველთვის ჩვენი პედაგოგიური კორპუსის თავზე. მე პედაგოგის ოჯახში ვარ გაზრდილი. დედაჩემი გახლდათ უნივერსიტეტის პროფესორი. დღეს მყავს ასევე ბებია, რომელიც 96 წლის არის და 60 წლის განმავლობაში ასწავლიდა მათემატიკას საქართველოში, კომაროვის სკოლაში. ასე, რომ ჩემთვის უცხო არ არის, რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ყურადღება მმართველი გუნდის გონივრულ საგარეო პოლიტიკასაც დაუთმო და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკის შედეგია თუნდაც ის, რომ წელს საქართველოში 400 ათასზე მეტი ტურისტია ჩამოსული რუსეთიდან, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი.

"ჩვენ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტში ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, შევძლებთ, უზრუნველვყოთ მეტი სტაბილურობა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა, ასევე, საზოგადოების კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივ დაპირისპირებაში იყოს.

"ჩვენ, ერთიანი ძალით, აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. უნდა დასრულდეს ამ პატარა ერში ერთმანეთის ჭამა, ერთმანეთთან დაპირისპირება. არ შეიძლება ამდენი შეურაცხყოფის ატანა, არ შეიძლება, ბავშვები უყურებდნენ, მათი მშობლები როგორ ჭამენ ერთმანეთს. ეს არანორმალურია და თუ ჩვენ ეს არ დავასრულეთ, არაფერი გამოგვივა, ვიქნებით მუდმივ დაპირისპირებაში. ჩვენი პარტიის მოწოდებაა, გზა გავუხსნათ ყველა ადამიანს, მათ შორის, მივცეთ საშუალება იმ "გზააბნეულებსაც", რომლებიც დღეს შეიძლება სხვა მოსაზრების იყვნენ, გაერთიანდნენ ამ ერთი მიზიდულობის ძალის ქვეშ, რომელსაც აუცილებლად შექმნის "ქართული ოცნება", რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთადერთი ყველაზე ძლიერი ძალა და სერიოზული ცვლილებების მომტანი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ სიტყვით გამოსვლისას მოსახლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ ერთად დგომით უნდა დაუბრუნონ მთას სიცოცხლე.

"მე დღეს ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ. თქვენი ოჯახის მეგობარი და თქვენი ინტერესების დამცველი. მსურს ჩემი ცოდნა, უნარი და წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება გამოვიყენო იმისთვის, რათა თქვენ იგრძნოთ უკეთესობა.ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა შევქმნათ თანამედროვე გარემო, განვავითაროთ ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, მოვაგვაროთ სოციალური პრობლემები, რაც კეთილდღობისა და წარმატებული ყოფა-ცხოვრების მომტანი იქნება. რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი ერთ ოლქად გაერთიანდა და მინდა იცოდეთ, ლეჩხუმს ეყოლება წარმომადგენელი, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს. ჩემო საყვარელო ლეჩხუმელებო, უკვე ორი მოწვევაა, რაც მთიან რეგიონს წარმოვადგენ პარლამენტში და მთისთვის დამახასიათებელი პრობლემატიკა ჩემთვის კარგად ცნობილია. სულ რამდენიმე დღეში ამოქმედდება ჩვენს მიერ მიღებული "მთის კანონის" ის ნორმები, რომლებიც ბევრ სოციალურ შეღავათს მოიტანს და თქვენ იგრძნობთ მის სიკეთეს. არჩევნებამდე სულ ცოტა დრო დარჩა და მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავაკეთებთ სწორ არჩევანს. გავერთიანდეთ, გავაძლიეროთ ერთმანეთი და ერთად დავუბრუნოთ მთას სიცოცხლე", - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."