პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო ცინცაძე - საოცარია, რომ ნარმანია სხვას უწოდებს "მაიმუნს"
სოსო ცინცაძე - საოცარია, რომ ნარმანია სხვას უწოდებს "მაიმუნს"

პო­ლი­ტო­ლოგ სოსო ცინ­ცა­ძის აზ­რით, ნე­ბის­მი­ე­რი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქის მერი, რო­მე­ლიც და­ვით ნარ­მა­ნი­ას მსგავ­სად მო­იქ­ცე­ო­და, იმა­ვე დღეს ბო­დიშს მო­იხ­დი­და და თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ცინ­ცა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, და­ვით ნარ­მა­ნი­ას სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა და სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ერ­თოდ უნდა აეკ­რძა­ლოს, რად­გან მან ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ იცის.

"არამ­ხო­ლოდ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ში, სხვა ტო­ტა­ლი­ტა­რულ სა­ხელ­მწი­ფო­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა­შიც და თვით რუ­სეთ­შიც კი მერი გა­დად­გე­ბო­და. 100% გა­რან­ტი­ით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სერ­გეი სო­ბი­ა­ნინს ამის ნა­ხე­ვა­რი თავ­ხე­დო­ბა რომ გა­მო­ე­ჩი­ნა, პუ­ტი­ნი მას სა­ჯა­როდ ურ­ჩევ­და გა­დამ­დგა­რი­ყო. სა­ო­ცა­რია ის, რომ ნარ­მა­ნია სხვას "მა­ი­მუნს" უწო­დებს. ეს არა­ვი­თარ ჩარ­ჩო­ებ­ში აღარ ჯდე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ო­ბა მხო­ლოდ პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი ჰგო­ნი­ათ და ეს მხო­ლოდ ნარ­მა­ნი­ას არ ეხე­ბა. ქარ­თულ­მა ჩი­ნოვ­ნი­კურ­მა ფე­ნამ ვერ გა­ათ­ვით­ცნო­ბი­ე­რა ის ფაქ­ტი, რომ ისი­ნი დრო­ე­ბით და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მე რომ ხმა მი­მიწ­ვდე­ბო­დეს, ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შე­ვე­კი­თხე­ბო­დი - უღირს ეს არაფ­რის მაქ­ნი­სი მერი, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის მი­უ­ღე­ბელ და შე­მაძ­რწუ­ნე­ბელ უხე­შო­ბა­სა და უზ­რდე­ლო­ბა­საც ავ­ლენს სა­ჯა­როდ", - გა­ნა­ცხა­და ცინ­ცა­ძემ.

პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, ნარ­მა­ნია თა­ვად არ გა­დად­გე­ბა და ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უნდა მოს­თხო­ვოს, რომ თბი­ლი­სის მერს გა­დად­გო­მა აი­ძუ­ლოს.

"ეს სა­ჯა­რო გი­ნე­ბა იყო ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ნაც ორ­მა­გი. თან ვინ ამ­ბობს ამას, რო­მე­ლი გრე­გო­რი პეკი ან ალენ დე­ლო­ნი ეგ მყავს?! ეს არის ალ­ბათ ზე­ნი­ტი, რომ­ლის მიღ­მაც არის ის, რომ ია­რა­ღი ამო­ე­ღო და ეს­რო­ლა სხდო­მა­ზე. თბი­ლი­სის მე­რია თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის იქცა კა­ტას­ტრო­ფად. მე არ ვიცი, რა და­უ­შა­ვა თბი­ლის­მა და თბი­ლი­სე­ლებ­მა ივა­ნიშ­ვილს?! ნარ­მა­ნი­ას­გან კი არ უნდა მო­ი­თხო­ვოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რომ თვი­თონ გა­დად­გეს, არა­მედ ვინც და­ნიშ­ნა, იმის­გან უნდა მო­ი­თხო­ვოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ და­ვით ნარ­მა­ნი­ას წას­ვლა მოს­თხო­ვოს", - გა­ნა­ცხა­და ცინ­ცა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

სოსო ცინცაძე - საოცარია, რომ ნარმანია სხვას უწოდებს "მაიმუნს"

სოსო ცინცაძე - საოცარია, რომ ნარმანია სხვას უწოდებს "მაიმუნს"

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის დედაქალაქის მერი, რომელიც დავით ნარმანიას მსგავსად მოიქცეოდა, იმავე დღეს ბოდიშს მოიხდიდა და თანამდებობას დატოვებდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცინცაძემ განუცხადა, დავით ნარმანიას საჯარო სამსახურში მუშაობა და საჯარო სივრცეში ადამიანებთან ურთიერთობა საერთოდ უნდა აეკრძალოს, რადგან მან ადამიანებთან ურთიერთობა არ იცის.

"არამხოლოდ ცივილიზებულ სახელმწიფოში, სხვა ტოტალიტარულ სახელმწიფოთა უმრავლესობაშიც და თვით რუსეთშიც კი მერი გადადგებოდა. 100% გარანტიით შემიძლია გითხრათ, რომ სერგეი სობიანინს ამის ნახევარი თავხედობა რომ გამოეჩინა, პუტინი მას საჯაროდ ურჩევდა გადამდგარიყო. საოცარია ის, რომ ნარმანია სხვას "მაიმუნს" უწოდებს. ეს არავითარ ჩარჩოებში აღარ ჯდება. სახელმწიფო მოხელეობა მხოლოდ პრივილეგიები ჰგონიათ და ეს მხოლოდ ნარმანიას არ ეხება. ქართულმა ჩინოვნიკურმა ფენამ ვერ გაათვითცნობიერა ის ფაქტი, რომ ისინი დროებით დაქირავებულები არიან. მე რომ ხმა მიმიწვდებოდეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევეკითხებოდი - უღირს ეს არაფრის მაქნისი მერი, რომელიც ამავე დროს ქართველი ადამიანისთვის მიუღებელ და შემაძრწუნებელ უხეშობასა და უზრდელობასაც ავლენს საჯაროდ", - განაცხადა ცინცაძემ.

პოლიტოლოგის თქმით, ნარმანია თავად არ გადადგება და ამიტომ საზოგადოებამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უნდა მოსთხოვოს, რომ თბილისის მერს გადადგომა აიძულოს.

"ეს საჯარო გინება იყო ფაქტობრივად, თანაც ორმაგი. თან ვინ ამბობს ამას, რომელი გრეგორი პეკი ან ალენ დელონი ეგ მყავს?! ეს არის ალბათ ზენიტი, რომლის მიღმაც არის ის, რომ იარაღი ამოეღო და ესროლა სხდომაზე. თბილისის მერია თბილისელებისთვის იქცა კატასტროფად. მე არ ვიცი, რა დაუშავა თბილისმა და თბილისელებმა ივანიშვილს?! ნარმანიასგან კი არ უნდა მოითხოვოს საზოგადოებამ რომ თვითონ გადადგეს, არამედ ვინც დანიშნა, იმისგან უნდა მოითხოვოს საზოგადოებამ, რომ დავით ნარმანიას წასვლა მოსთხოვოს", - განაცხადა ცინცაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."