პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენით ვამაყობთ!" - შეძახილები და ზღვა ემოცია აეროპორტში ქართველი ოლიმპიელების დახვედრაზე
 "თქვენით ვამაყობთ!" - შეძახილები და ზღვა ემოცია აეროპორტში ქართველი ოლიმპიელების დახვედრაზე

"თქვე­ნით ვა­მა­ყობთ!"; "ლაშა - სა­ჩხე­რის სი­ა­მა­ყე"; "ოქ­როს ბი­ჭე­ბი" - ხმა­უ­რი­ა­ნი შე­ძა­ხი­ლე­ბი, პლა­კა­ტე­ბი ოლიმ­პი­ე­ლე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით და ზღვა ემო­ცია - ასე დახ­ვდნენ რიოს ოლიმ­პი­ა­დი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ოლიმ­პი­ე­ლებს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში.

ოლიმ­პი­უ­რი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­სა და სპორ­ტსმე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ასამ­დე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი დახ­ვდა.

"მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­და, ვი­საც ჩვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში ეჭვი არ შე­ე­პა­რა. ეს გა­მარ­ჯვე­ბა არის თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი. ემო­ცი­ე­ბი დღეს უფრო მე­ტად გვაქვს მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი და ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის აქ ყოფ­ნა ჩვენ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და ოქ­როს მე­და­ლო­სან­მა ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ურ­მა დე­ლე­გა­ცი­ამ ზა­ფხუ­ლის XXXI ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ჯამ­ში 7 მე­და­ლი - 2 ოქრო, 1 ვერ­ცხლი და 4 ბრინ­ჯაო მო­ი­პო­ვა, მედ­ლე­ბის ხა­რის­ხით კი 206 ქვე­ყა­ნას შო­რის 38-ე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე (ძა­ლოს­ნო­ბა) და ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი (თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა) გახ­დნენ, ვერ­ცხლის მე­და­ლი ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა (ძი­უ­დო), ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბი კი ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვილ­მა (ძი­უ­დო), შმა­გი ბოლ­ქვა­ძემ (ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი ჭი­და­ო­ბა), ირაკ­ლი თურ­მა­ნი­ძემ (ძა­ლოს­ნო­ბა) და გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა (თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა) მო­ი­პო­ვეს.

"თქვენით ვამაყობთ!" - შეძახილები და ზღვა ემოცია აეროპორტში ქართველი ოლიმპიელების დახვედრაზე

 "თქვენით ვამაყობთ!" - შეძახილები და ზღვა ემოცია აეროპორტში ქართველი ოლიმპიელების დახვედრაზე

"თქვენით ვამაყობთ!"; "ლაშა - საჩხერის სიამაყე"; "ოქროს ბიჭები" - ხმაურიანი შეძახილები, პლაკატები ოლიმპიელების გამოსახულებით და ზღვა ემოცია - ასე დახვდნენ რიოს ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნებულ ოლიმპიელებს თბილისის აეროპორტში.

ოლიმპიური დელეგაციის წევრებსა და სპორტსმენებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ასამდე გულშემატკივარი დახვდა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დროის განმავლობაში გვგულშემატკივრობდა, ვისაც ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ შეეპარა. ეს გამარჯვება არის თითოეული ჩვენგანის და მთელი საქართველოსი. ემოციები დღეს უფრო მეტად გვაქვს მოჭარბებული და ამდენი ადამიანის აქ ყოფნა ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა", - განაცხადა ოქროს მედალოსანმა ლაშა ტალახაძემ.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი